Tag Archives: სიამაყე

რა გამახსენა Felix Gaeta-მ…

ფელიქს გაეტა კეთილი იყო.

მე მომწონდა ფელიქს გაეტა.

ისე მომწონდა, რომ გავბედე და ვუთხარი, რომ მომწონდა.

იმასაც მოვწონდი, მაგრამ ფელიქს გაეტას მაკა უყვარდა და არ უნდოდა ჩემთვის გული ეტკინა.

მაკას ჰქონდა გრძელი და ლამაზი თითები, გრძელი და ლამაზი თმა.

მაკა კეთილი იყო, მაგრამ უნდოდა ბოროტი ყოფილიყო.

მაკას ფელიქს გაეტა არ უყვარდა, მაგრამ თავისად მიიჩნევდა.

პირველად რომ ვნახე, მივედი და ვუთხარი რომ მასთან მეგობრობა მინდოდა. მან მითხრა რომ ეს გამორიცხულია.

მაკას მოსწონდა ის, ვინც ჩემი იყო.

მე მითხრეს, რომ მაკამ იტირა იმის გამო, რომ ის, ვინც ჩემი იყო – ჩემთან იყო.

მე მივხვდი, რომ მაკას ვძულდი.

მაკას ერთი მეგობარი ჰყავდა. სახელი არ მახსოვს.

მაკა ამაყობდა იმით, რომ ვიღაცას ეამაყებოდა მასთან მეგობრობა, ის კი ამაყობდა იმით, რომ მაკასთან მეგობრობდა.

მაკას მეგობარსაც ვძულდი.

ის ბოროტი იყო და ძალიან უნდოდა კეთილი ყოფილიყო.

ის ერთობოდა იმით, რომ კარგ ადამიანებს უმიზეზოდ გულს სტკენდა.

კარგ ადამიანებში ისიც შედიოდა, ვინც ჩემი იყო და ჩემთან იყო.

მაკას მეგობარს უნდოდა, რომ ის ვინც ჩემი იყო, კვლავაც მისი ყოფილიყო.

ან უნდოდა რომ ის ვინც ჩემთან იყო, მასთან ყოფილიყო.

მაკას და მის მეგობარს უნდოდათ ის, ვინც ჩემთან იყო და ჩემი იყო.

ფელიქს გაეტამ არაფერი იცოდა.

ან ფელიქს გაეტამ ყველაფერი იცოდა და არ იმჩნევდა.

მე გამოვემშვიდობე ფელიქს გაეტას და ვუთხარი, რომ დიდი ხანია სხვასთან ვარ და სხვისი ვარ.

ფელიქს გაეტამ მთხოვა, რომ არ გავხდე სხვისი.

მე ვუთხარი ფელიქს გაეტას, რომ რაც არ უნდა მითხრას, მაინც სხვისი გავხდები.

მერე ფელიქს გაეტა ძალიან შორს წავიდა.

მე ვიცნობდი ფელიქს გაეტას.

Battlestar Galactica - Felix Gaeta

Battlestar Galactica - Felix Gaeta