Tag Archives: საძინებელი

მანეკენი

Pinterest-ზე წავაწყდი ამ ორიგინალურ მანეკენს და უცებ უამრავი იდეა დამებადა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩემი მომავალი საძინებელი.

ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე ბინა ვიყიდო. რამე ხალვათი, ერთისთვის სამყოფი, 70-80 კვადრატული მეტრი ფართის მქონე. დიდი აივნით და ჭერიდან იატაკამდე ფანჯრებით. ასეთ ბინაში აუცილებლად მექნება ღია სამზარეულო და ოთახი-გარდერობი (walk-in-closet). ჰოდა, ასეთ ჭრელ მანეკენსაც თუ სადმე წავაწყდი, საძინებელში ფანჯარასთან დავდგამდი.

Source: etsy.com via Jordan on Pinterest

ფილარმონიასთან მდებარე “სუპერში” ვიპოვე ორი მსგავსი მანეკენი, ერთი თეთრი, მხარზე დამაგრებული ვარდით, თუმცა ძალიან მოკლე ფეხი ჰქონდა და სავარაუდოდ იატაკზე დასადგმელად არ იყო გამიზნული. მეორე კი რკინისგან იყო დაწნული. ორივე 200 ლარზე მეტი ღირდა. ძვირია…

Feng Shui – საძინებელი

საძინებელი ადამიანის ქმედებების ძირითადი სივრცეა მთელს სახლში.

ეს ის ადგილია, სადაც ჩვენი პირადი ნივთების უმრავლესობა ინახება. ჩვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს თურმე სწორედ საძინებელში ვატარებთ. ამიტომაც საძინებელი ყველა პიროვნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ოთახია. ჯანმრთელი ცხოვრებისთვის აუცილებელია, რომ საძინებელში შეიქმნას/შენარჩუნდეს დაბალანსებული და მშვიდი გარემო.

ფენ შუის მიხედვით, კარგი საძინებელი უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის უწყვეტ ნაკადს. იდეალური საძინებელი ერთდროულად უნდა გვეპატიჟებოდეს, გვიტყუებდეს, აღტაცებას გვანიჭებდეს და გვამშვიდებდეს. ეს უნდა იყოს ადგილი, რომელიც მოგვანიჭებს მშვიდ ძილს, დამამშვიდებელ აზრებს, დადებით აურას და სათუთ ემოციებს. ამ ყველაფერს რომ მივაღწიოთ, საძინებლის ფერებთან და დიზაინთან დაკავშირებული ფენ შუის  წესები უნდა დავიცვათ.

ფენ შუის შვიდი ძირითადი რჩევა საძინებელი ოთახისთვის:

1. მოვერიდოთ ტელევიზორი, კომპიუტერი და სავარჯიშო მოწყობილობები
არ უნდა შევიტანოთ ტელევიზორი, კომპიუტერი, ელექტრონიკა და სავარჯიშო მოწყობილობები ჩვენს საძინებელ ოთახში. მსგავსი ნივთები ხელს უშლიან ძილს. უფრო მეტიც, კარგი იქნება თუ მათ ღამით რამეს გადავაფარებთ, რადგან ისინი მოქმედებენ სარკის ეფექტით და ქმნიან ცუდ ფენ შუის ენერგიებს.

2. სუფთა ჰაერი
გავაღოთ ფანჯრები, რომ ოთახი ახალი ჟანგბადით აივსოს. ასევე შეგვიძლიათ გამოვიყენოთ ჰაერის გამწმენდი საშუალებები. დაბინძურებული და ძველი ჰაერი ცუდ ფენშუის აურას ქმნის საძინებელში.

3. რეგულირებადი განათება
უნდა დავარეგულიროთ განათება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სინათლე ენერგიის ერთ-ერთი უძლიერესი გამომჟღავნებაა. საუკეთესოა ოთახის არატოქსიკური სანთლით განათება.

4. მშვიდი ფერები
გამოვიყენოთ პასტელური ფერები კედლებისთვის, რადგან ისინი აბალანსებენ დადებითი და დამამშვიდებელი ენერგიის მოძრაობას საძინებელში. ყველაზე კარგი არჩევანია ”კანის ფერები”, დაწყებული მკრთალი თეთრიდან – შოკოლადის ყავისფრამდე.

5. ჭკვიანურად შევარჩიოთ გამოსახულებები
უნდა მივაქციოთ ყურადღება საძინებელში დაკიდებულ სურათებს, რადგან ისინი ფენშუის დიდ ენერგიას და ძალას ატარებენ. უმჯობესია შევარჩიოთ გამოსახულებები, რომლებიც გვაგონებს ჩვენს ოცნებებს და სურვილებს, რაც გსურთ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. [ამერიკის დროშა უნდა ჩამოვკიდო :love: ] მოსაწყენ და სევდიან გამოსახულებებს უნდა მოვერიდოთ.

6. ღამით ყველა კარი დავხუროთ
ღამით ყოველთვის უნდა დავხუროთ ყველა კარი. არ აქვს მნიშვნელობა ეს ოთახის კარია, გარდერობის თუ სააბაზანოსი. ჩაკეტილი სივრცე უზრუნველყოფს ოპტიმალური, განმაახლებელი და მკურნალი ენერგიის ოთახში სასიკეთო მოძრაობას, გააუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას და განამტკიცებს ურთიერთობებს.

7. საწოლი
ვიზუალურად დახვეწილი და დაბალანსებული საწოლი ყველაზე მნიშვნელოვანია საძინებელში. ფენ შუის ჰარმონიული ენერგიის წარმოსაქმნელად ჩვენ დაგვჭირდება კარგი მატრასი, სწორი სასთუმალი და ნატურალური ბოჭკოებისგან დამზადებული მაღალი ხარისხის თეთრეული.

საწოლის თავის ფორმამ ფენ-შუის სწავლებით, შესაძლებელია პოზიტიური გავლენა მოახდინოს თქვენ წარმატებებს და მიღწევებზე. საწოლის სამკუთხა ფორმის თავი მიესადაგება აქტიურ ადამიანებს, რომლებსაც არ უყვართ დიდხანს ძილი. ხის, კვადრატული ფორმა მოსახერხებელია ფიზიკური შრომით დაკავებული ადამიანებისთვის, ხოლო ოვალური და ნახევრადმრგვალი ფორმა_ხელმძღვანელი პირებისთვის. თავად საწოლის არჩევისას უპირატესობა უნდა მიანიჭოთ მოხდენილ, მომრგვალებულ ფორმებს მახვილი კუთხეების გარეშე .

საწოლის განლაგების გათვალისწინებით უნდა დაიდგას სხვა ავეჯიც: მაგიდა, კომოდი, კარადა და ა.შ. თუმცა ოთახი ავეჯით არ უნდა გადაიტვირთოს და საკმარისი სივრცე დარჩეს. განათავსეთ ავეჯი თქვენი გემოვნებით და საძინებლის მოწყობის გათვალისწინებით. ავეჯის მახვილი კუთხეები საწოლისკენ მიმართული არ უნდა იყოს. შეაჩერეთ თქვენი არჩევანი მომრგვალებული ფორმის ავეჯზე და ამით კი ენერგიას ოთახში თავისუფალი გადაადგილების საშუალებას მისცემთ.

მაგიდებზე, კომოდებზე, კარადის კარებზე ხშირად არის სარკეები. ისინი ასტიმულირებენ და მიმართავენ ენერგეტიკული ნაკადების მოძრაობას. ამიტომაც მათი განლაგებისას განსაკუთებული სიფრთხილეა საჭირო.
რეკომენდებული არ არის სარკის (მომრგვალო ფორმის) ჩამოკიდება ისე, რომ საწოლში გამოჩნდეთ. თუკი სარკე ტუალეტის მაგიდაზეა განლაგებული, მაგიდა ოთახის კუთხეში დადგით. დაიმახსოვრეთ სარკე უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ ანარეკლი თითქმის მთლიანად ჩანდეს და თავს ზევით სივრცე დარჩეს. ანარეკლი არ უნდა იყოს წყვეტილი, ასეთ სარკეში ყურებით შეიძლება დაავადდეთ.

Lady.ge

ასევე უნდა დავიმახსოვროთ:

:!: კარი არ უნდა იყოს საწოლთან ძალიან ახლოს, სამივე მხრიდან საკმარისი მისასვლელი ადგილი უნდა იყოს.
:!: საწოლის ორივე მხარეს დადგით თითო ტუმბო.
:!: საწოლი არ უნდა უყურებდეს შემოსასვლელ კარს
:!: საწოლის თავი არ უნდა იყოს ფანჯრის ქვემოთ. [ითვლება, რომ ასეთი განლაგება უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის და ქალის ურთიერთობებზე]
:!: განსაკუთრებით ნეგატიურ გავლენა ექნება თუ ფანჯარა საწოლის უკანაა – ასეთ შემთხვევაში ურთიერთობები მოსაწყენი და ერთფეროვანი შეიძლება გახდეს. ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად ფანჯრის დაფარვა ფარდით ან სხვა რამით შეიძლება.

არადა ზუსტად მასე მაქვს დადგმული :(
საწოლი უყურებს კარებს, ფანჯრის ქვეშ არის საწოლის თავი და ფანჯარა საწოლის უკან :cry:
მააააგის გამო მენგრევა ოჯახიიიიი? :weep:

კოტე მივლინებაში მიდის ხვალ 4 დღით და სანამ ჩამოვა სახლში, ყველაფერს შევცვლი!!!