Tag Archives: საჩუქარი

საახალწლო საჩუქრები

დედაჩემმა საწოლი მიყიდა:

და კიდევ ეს წიგნი:

ჩემმა საიდუმლო სანტამ სამსახურში ეს ნაკრები მაჩუქა:

ჩემმა საიდუმლო სანტამ გოგოშკურში ეს საინტერესო ყუთი მაჩუქა:

   
თოვლის ბაბუამ კი სუნამო:

ეს პატარა სანტა კი VOVOVO-მ მოაყოლა ჩემს საახალწლო ამანათებს:

თქვენ რა საჩუქრები მიიღეთ?

What I’ve Been Up To

ბოლო დროს იშვიათად ვიცლი საწერად. არადა რამდენი რამ ხდება.

არა, არა, ეს წინადადება სხვანაირად უნდა დამეწყო:
ბოლო დროს იმდენი რამ ხდება, რომ საწერად ვეღარ ვიცლი.

ბოლო ერთი თვის მანძილზე:

  • ექიმმა დამინიშნა სათვალე, რომელიც კომპიუტერთან და კითხვის დროს უნდა მეკეთოს.

  • სტუმრად მიმიწვიეს ფორტუნა პლიუსზე გადაცემა “ბლოგომანიაში”.

მთელი თინეიჯერობა “ფორტუნა პლიუს”-თან ერთად მაქვს გატარებული. ვიცოდი ყველა DJ, ყველა გადაცემა, 24/7-ზე რადიო მქონდა ჩართული. ერთი პერიოდი DJ-ობაზეც კი ვოცნებობდი. ჩემი მუსიკალური გემოვნება ამ რადიომ ჩამოაყალიბა (იმიტომაც მეძახის ყველა – პაპსავიკს :D ). ამ რადიო სადგურმა ჩემზე და ჩემს თაობაზე მართლა დიდი გავლენა მოახდინა და მე მომწონს ეს გავლენა. დღემდე მჯერა – “ფორტუნა პლუსი”, MTV და ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი, არც ეს ბლოგი მექნებოდა, არც თქვენ წაიკითხავდით ამ სიტყვებს. ა, ხო, და ეს რეკლამა არ იყო. დღეს მე რადიოს საერთოდ აღარ ვუსმენ (თუ internetradio.ge-ს არ ჩავთვლით). Continue reading

საახალწლო საჩუქარი ქართველი ბლოგერებისგან – Part II

როგორც შეგპირდით, ვიდეო დამონტაჟდა და Youtube-ზეც დაიდო.

უკვე იმდენჯერ ვუყურე, სიმღერაც მომბეზრდა და თქვენი სიფათებიც :D თავიდან ჟრუანტელი მივლიდა. ბოლოსკენ უკვე აბსოლუტურად უემოციოდ ვუყურებდი. (ერთადერთი, 1:42-ზე რატომღაც გული მეკუმშება…)

აი ეს არის რეჟისორის / ორგანიზატორის ხვედრი. They can never enjoy their own art. :D

საბოლოო ჯამში ამ ემოციების გათვალისწინებით მგონია, რომ ბანძია. იმედია თქვენ მაინც მოგეწონებათ.

სანამ ჩართავთ –

პირველ ყურებაზე გამორთეთ ანოტაციები მარჯვენა ქვედა კუთხიდან (მანდ მხოლოდ თქვენი ბლოგების ლინკებია, რაც მგონი ისედაც იცით)

გაუშვით FullScreen-ზე! ზოგიერთი ეფექტი პატარა ფანჯარაში არ ჩანს. :)

* * *

სასიამოვნო ყურებას გისურვებთ..

:)

* * *

გილოცავთ ახალ წელს!

P.S. სიმღერის გადმოწერა შეგიძლიათ აქედან. :) All-I-Want-For-Christmas.mp3

Imda Born!!!!

დღეს დილის 7 საათზე დავიბადე! ^_^ ვიღებ მოლოცვებს :P

წუხელ ლოლამ დამირეკა რა გიყიდო ხვალისთვისო. ჩვენში მოსული პონტია ეგ. ხოდა ნამძინარევი ვიყავი და ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, გარდა ბიჟუტერიისა. სამკაულებზე ვგიჟდები და ვინმე რომ მეკითხება რა გაჩუქოო პირველი  ეგ მომდის თავში. :D მაგრამ ყველას არ უნდა ხოლმე რომ სამკაული მაჩუქოს :D

დღეს ვფიქრობდი რა მინდა დაბადების დღეზე და რაღაცეები მოვიფიქრე.

Birthday Wishlist:

  1. სამკაულები ^_^

  2. პარფიუმერია / კოსმეტიკა

  3. მიკროფონი ^_^

  4. ტანსაცმელი

  5. ყვავილები

  6. ყველაფერი, რაც ვარდისფერი, ლამაზი და ფუმფულაა ^_^

  7. blog.ge-ს ლოგო და დიზაინი [როკომ გადამაგდო :( ]

ხო და კიდევ ტორტი, ოღონდ მინიმუმ ასე უნდა გამოიყურებოდეს :user: Continue reading

Boring Monday

ვცდილობ ხასიათი გამოვიკეთო. მაგრამ ვერა.

3 დღეში ახალი წელია. არაფერი მიყიდია. არც საჩუქარი კოტესთვის. არც საჭმელი. ქვეყნის ჭურჭელი მაქვს დასარეცხი. ახალი წლის ღამესაც ფართის ვეღარ ვაწყობ.

სორრი გაიზ. ეს ყველაფერი იმიტომ , რომ ”ატმორი” გაგვიფუჭდა. ამ კვირაში უკვე მესამედ. that’s horrible!

ცივი წყლით ჭურჭლის დარეცხვა არ მინდა :((( noooo! მაგრამ მომიწევს ახლა… 15 წუთში. :((

დღეს თავი ავწიე პირველ საათზე. მინდოდა მთელი დღე ლოგინში გამეტარებინა და ლეპტოპზე Ugly Betty-სთვის მეყურებინა, მაგრამ…

  1. თავს ძალა დავატანე და საშობაო რადიო ჩავრთე last.fm-ზე
  2. მერე ჩავიცვი,
  3. ყველა გამათბობელი საშუალება ჩავრთე,
  4. სახლი კარგად გავანიავე
  5. მერე გავათბე,
  6. სარეცხი გავავლე და გავფინე,
  7. ლოგინი ავალაგე და გამთბარ საძინებელში გადავიტანე,
  8. ნივთები შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგე,
  9. Ugly Betty-ს 2 სერიას ვუყურე [პირველი სეზონი დავასრულე]
  10. და საგოზინაყე კაკალი გავსინჯე… არ ამძაღებულა! :yahoo:

ახლა მინდა კეთება დავიწყო.

Continue reading