საქართველოს პრეზიდენტის სასახლე

დღეს პრეზიდენტის სასახლე მნახველებისთვის 1 დღით გაიხსნა. უამრავი ხალხი იყო. დაინტერესებული ადამიანებისთვის ვტვირთავ ფოტოებს.

მთლიანობაში სასახლემ ძალიან ცარიელის და მიტოვებულის შთაბეჭდილება დატოვა.

პ.ს. აქ მართლა კარგი უნივერსიტეტი გაკეთდება. Continue reading საქართველოს პრეზიდენტის სასახლე

ქართული რეალობა

მოწვეული ბლოგერის პოსტი: Yob

“დაგვიბრუნეთ გაყინული ანაბრები ! “

„ბენდუქიძე იუდა!“

„სოროსის მონები!“ „იაღოველები!“ „მიშისტები!“ „ნაცისტები!“

„გვშიაააა!“ „მეც მშიააა!“ „ჩვენც გვშიაა!“

„ლილიპუტინი!“

ან კიდე….

„ჰელოუინი! – სატანისტები!“ „ღმერთი არ გწამთ?!“ „თუთბერიძისნაირებო!“ „იაღოველებო!“

„ღმერთი არ გწამს, შენი დედ ********** ! “

„გადაგვჭამეს ჩინელებმა!“

ან კიდე….

„ოდნოებში ხაარ?“  „+5 დამიწერეეე…“ „გოგო ოდნოები ჩაბანძდა, ფეისბუქზე ხო არ გადავიდეთ?“ Continue reading ქართული რეალობა

როდესაც ზომა მნიშვნელოვანია

ვინმემ ამიხსენით, რატომ არიან საქართველოს ფოსტის თანამშრომლები ასეთი უხეშები და უზრდელები?

სამი დღის წინ, დილის 10 საათზე მომადგა ერთი ფოსტალიონი. კარი როგორც კი გავუღე, იმ წამსვე მომაჩეჩა ხელში რაღაც ჟურნალი (რომელიც 6 თვის წინ გამოწერილი ამერიკული კოსმოპოლიტენი აღმოჩნდა) და თან მიბრძანა – გვარი შეამოწმეო.

სანამ გამოფხიზლებას ან რაიმეს შეკითხვას მოვასწრებდი, თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.

* * *

როდესაც რამე ისეთ ამანათს ველოდები, რაც პირდაპირ სახლში უნდა მომივიდეს და გადამზიდის სერვისს არ ვიყენებ, მაშინ იწყება ხოლმე ჩემი ნერვების წყვეტა.

საქართველოს ფოსტას აქვს სამი საშინელი ნაკლოვანება: Continue reading როდესაც ზომა მნიშვნელოვანია

cyxymu იტყუება?

მას შემდეგ რაც მრავალი სტატია და ბლოგი წავიკითხე წინა პოსტში ხსენებული cyxymu-ს შესახებ, უფრო და უფრო მიძლიერდება ეჭვი იმის შესახებ რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლია.

ამ იდეის მხარდასაჭერად ჩამოვთვლი ყველა იმ საეჭვო ფაქტს რაც მედია-საშუალებებით გაშუქდა და ნელ-ნელა ერთად გამოვრიცხოთ ახალ წყაროებზე დაყრდნობით.

  1. Livejournal.com- რუსული საიტია. შესაბამისად რუსებს არაფერში აწყობდათ მისი  საქვეყნოდ “დაბომბვა”. შეეძლოთ რამდენიმე ზარი განეხორციელებინათ საიტის ადმინისტრატორებთან და ბლოგი ისედაც უკვალოდ გაქრებოდა.
  2. თუკი კიბერ-ტერორისტებს ბლოგის გაქრობა უნდოდათ, წესით მისი კონტენტი უნდა წაეშალათ ისე რომ აღდგენა შეუძლებელი ყოფილიყო. ამას ისევ დაისევ ერთი ზარი გადაწყვეტდა KGB-დან. რაც ცხადია ასე არ მოხდა. ბლოგი რამდენიმე საათში დაბრუნდა შეცვლილი მისამართით.
  3. ერთადერთი მხარე ვინც ამ სკანდალური კიბერ-შეტევისგან სარგებელი ნახა ეს თვითონ ბლოგერი cyxymu-ა. რუსებმა ამით ვერაფერი სარგებელი ვერ ნახეს, პირიქით, ძალიან დიდი პიარი გაუკეთეს ამ ადამიანს. არა მგონია ისეთი სულელები ყოფილიყვნენ რომ ეს არ გაეთვალათ. და რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ყველაფერი წინასწარ არ ჰქონდა cyxymu-ს გათვლილი ჩვენს საყვარელ მთავრობასთან ერთად?
  4. ტვიტერს ძალიან დაუცველი და სუსტი სერვერები აქვს, რომლებიც ჩვეულებრივ დღეებში მსუბუქი გადატვირთულობის დროსაც ითიშება, არათუ DDOS  შეტევისას. იქნებოდა თუ არა პრობლემა კიბერ-ტერორიზმი ერთი ან თუნდაც რამდენიმე კომპიუტერიდან განხორციელებულიყო?
  5. ინფორმაცია იმის შესახებ რომ ამ თავდასხმაში რუსები იყვნენ გარეული თვითონ cyxymu-მ გაავრცელა.

ნუთუ ამ ადამიანმა ყველა გააცურა? :s

თქვენც დაწერეთ, როგორც საეჭვო ფაქტები ისე გამაქარწყლებელი.

სტუდენტური ცხოვრების ქრონიკები

იმ დღეს უნივერსიტეტის რომელიღაც კორპუსში შევედით რათა საპირფარეშო გამოგვეყენებინა და კარებზე საეჭვო შინაარსის წარწერები აღმოვაჩინეთ. დრო აღარ გვქონდა მეტი ფოტო-მასალა გადამეღო, უფრო სწორად საშინელი სუნი გვაწუხებდა (??!!!).

სასიყვარულო ფრთიანი გამოთქმები:

123
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც თვალის პაჭუნით იწყება და ლოგინის ჭრაჭუნით მთავრდება!

დაუკმაყოფილებელი სტუდენტის აღსარება და რჩევები: Continue reading სტუდენტური ცხოვრების ქრონიკები