Tag Archives: რჩევები

3 მიზეზი თუ რატომ ვერ იძინებ

“Think in the morning. Act in the noon. Eat in the evening. Sleep in the night.” — William Blake

დაახლოებით 5 წლის წინ, ჩემი ფეისბუქის მეგობრები ტენდენციურად ინსომნიაკობდნენ. გახსოვთ ეგ დრო? :) თითქოს უძილობა მოდაში იყო. ყველა წუწუნებდა, რომ ვერ იძინებდნენ და სინამდვილეში დილის 5 საათამდე სერიალებს უყურებდნენ ან სხვა “ინსომნიაკ” მეგობრებს ეჩატავებოდნენ.

მაგრამ ეს პოსტი სხვა ადამიანებისთვისაა – მათთვის, ვისთვისაც ხარისხიანი ძილი გადამწყვეტია ბედნიერებისათვის.

როცა ღამე კარგად არ მძინავს, მეორე დღეს, გარდა იმისა რომ იმდენივე საქმეს ვერ ვაკეთებ, რამდენსაც კარგად გამოძინებული გავაკეთებდი, ასევე მერღვევა ვარჯიშისა და კვების რეჟიმი, ცუდ ხასიათზე ვარ და გარშემო ყველას ვეჩხუბები. გეცნობათ სიტუაცია?

ჰარვარდის კვლევებით დამტკიცდა, რომ პროდუქტიულობა და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება ხარისხიანი ძილის პირდაპირპროპორციულია. თუ ღამით ვერ იძინებ, ამას თავისი ბიოქიმიური მიზეზები აქვს. მოდი, განვიხილოთ სამი მათგანი.

1. ზედმეტი კოფეინი

როცა დღის განმავლობაში მეტისმეტ ყავას სვამ, ღამე დაძინება აუცილებლად გაგიჭირდება. შეამცირე კოფეინის დოზა ერთ ესპრესომდე (ან მის ექვივალენტამდე) ან სულაც უკოფეინო ყავაზე გადადი. მე მაგალითად უკოფეინო ყავას და ჩვეულებრივს შორის განსხვავებას საერთოდ ვერ ვამჩნევ. :)

ასევე, დააკვირდი, დღის რომელ ნაწილში იღებ კოფეინს. ზოგიერთი ბიოჰაკერი ყავას დღის 2 საათის შემდეგ საერთოდ აღარ სვამს. თუმცა, წარმომიდგენია, რომ შეიძლება ზოგი ადამიანი დღის მეორე ნახევარში უფრო ეტანება კოფეინს, “გამოსაფხიზლებლად”. არასწორი სტრატეგიაა. აჯობებს ღამით კარგად გამოვიძინოთ, რომ მეორე დღეს კოფეინი აღარ დაგვჭირდეს.

2. გვიან ვარჯიში

როცა სამსახურიდან გვიან გამოდიხარ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებ ჯანმრთელობაზე აქტიურ ზრუნვას, შესაძლოა ამან ძილის რეჟიმი დაგირღვიოს. ვარჯიშის დროს კალორიების დიდ დანახარჯს წევ, მაგრამ ამასთანავე მხნეობა გემატება და ზოგჯერ ენერგიის მოზღვავებასაც კი გრძნობ. თუ ძილის პრობლემა გაქვს და გვიან ვარჯიშობ ხოლმე, ვარჯიში დილის საათებში გადაიტანე ან მინიმუმ დაძინებამდე 4-5 საათით ადრე.

3. ზედმეტი კალორიები

როცა დღის განმავლობაში იმაზე მეტ კალორიას ვიღებ, ვიდრე ვხარჯავ, საღამოს ჯერ კიდევ ენერგიულად ვგრძნობ ხოლმე თავს და მიჭირს გონების გათიშვა.

თუ შენც ასე ხარ, ყურადღება მიაქციე კვების რაციონს. ინტერესის გულისთვის, დაიწყე კალორიების დათვლა ერთი კვირის განმავლობაში და შეამოწმე მოქმედებს თუ არა ეს შენი ძილის რეჟიმზე.


თუ დარწმუნებული ხარ, რომ ამ მიზეზებიდან არცერთი არ არის შენი უძილობის მიზეზი, სასურველია კარგად გამოიკვლიო ძილის ბიოქიმია ან სპეციალისტს მიმართო. ძილის მოწესრიგება წარმატების მისაღწევისკენ გადადგმული პირველი უდიდესი ნაბიჯია.

შენ რამდენ საათს გძინავს და რომელზე იღვიძებ დილაობით?

Photo credit: Benjamin Combs

როგორ მოვიპოვოთ პოპულარობა 1 პოსტით!

პოსტი ეძღვნება ბლოგოსფეროს ბოღმებს!

1. თუ თქვენში აბსოლუტურად არ არსებობს კრეატივის ნასახი და არ გაქვთ საწერი თემა, გადახედეთ ჩემს ბლოგს, იქნებ რამე იდეა მოგივიდეთ!

2. თუ თქვენი ბლოგი ნაგავია და არავინ შემოდის, დაწერეთ იმ ბლოგის კრიტიკა, რომელიც საუკეთესოა და ყველა სწორედ იქ შედის!

3. ატკინეთ გული რომელიმე ბლოგერს – მაგალითად მე!

მე ხომ ბლოგოსფეროს ვარდისფერი ჩუჩელა ვარ, რომელსაც არც გრძნობები აქვს და არც ტვინი. არც იმის ძალა, დრო და ნერვები რომ ყოველ თქვენს შხამიან ფრაზას პასუხი გასცეს!

გადაპოსტეთ ჩემი პოსტები, გამსვარეთ ტალახში, მომაყენეთ შეურაცხყოფა, მაწყენინეთ!

ეს ყველაფერი უფასოა და ადვილია! არავინ მოგთხოვთ პასუხს ამის გამო, არც დაგიჭერენ, არც გაგასამართლებენ.

ქულებსაც დაიწერთ და რეიტინგებიც მოგემატებათ!

ვერც ჩემს თვალებს დაინახავთ, როდესაც ამ პოსტებს წავიკითხავ. რეალში როცა შეგხვდებით, მე მაინც მოგესალმებით და თბილად გაგიღიმებთ!

რა პრობლემაა! მე არ ვარ წინააღმდეგი. ბლოგოსფეროს განვითარებისთვის…

იქნებ ბექლინკების გაკეთება მაინც ისწავლოთ. ;)

წარმატებებს გისურვებთ!

იდეალური შეყვარებული

ხანდახან ისეთი რაღაცეები მესმის ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილებზე, ვგიჟდები ხოლმე. ბებერი არც მე ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, იმდენი გამოცდილება მაინც მაქვს რომ თინეიჯერ გოგოებს რჩევები მივცე სასიყვარულო ურთიერთობების ამბავში.

მოკლედ, ურთიერთობებში გამოუცდელი ყველა თინეიჯერი გოგოს საყურადღებოდ!

არავითარ შემთხვევაში არ დაშორდე, თუ ის:

  • გპატიჟებს კინოში და თვითონ იხდის ბილეთის ფულს
  • გეუბნება ბევრ სასიყვარულო სიტყვებს ან სიყვარულს სიტყვით თუ არა, საქმით მაინც გამოხატავს
  • ცდილობს დაუმეგობრდეს შენს მეგობრებს
  • გაცნობს თავის მეგობრებს და ეუბნება მათ, რომ შენ მისი ოცნების გოგო ხარ
  • გჩუქნის თუნდაც იაფფასიან ყვავილებს ისე, უბრალოდ…
  • დაინტერესებულია შენი გატაცებებით
  • პატივს სცემს შენს მუსიკალურ გემოვნებას, როგორი უცხოც არ უნდა იყოს მისგან.
  • პატივს სცემს შენს აზრს
  • გეხმარება იდეების განხორციელებაში
  • გჩუქნის საჩუქრებს დღესასწაულებზე
  • ხშირად გეუბნება რომ შენ ყველაზე ლამაზი ხარ
  • განათლებულია და მისი ინტერესების სფერო მარტო სპორტით ან ავტომანქანებით არ შემოიფარგლება

სასწრაფოდ დაშორდი, თუ ის:

Continue reading