Tag Archives: რჩევა

გადავწყვიტე დავხარჯო! – ანუ 3 ფეხსაცმელი 190 ლარად

როგორც იქნა გადავწყვიტე რომ ჩემი ამ ხნის მანძილზე ბლოგინგიდან მიღებული და დაგროვილი შემოსავლები რაღაცეებში დავხარჯო.

როცა დავიწყე ბიუჯეტის დათვლა, აღმოჩნდა, რომ ნაწილი უკვე დამიხარჯავს, მაგრამ შემომრჩა რაღაც 300-მდე დოლარი, რომელსაც ლეკვის საყიდლად მქონდა შენახული.

თუმცა, რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ ტყუილად ვინახავდი:

  1. ჯერ ერთი ისეთი ლეკვი, როგორიც მე მინდა თბილისში არ იშოვება.
  2. რომც ვიშოვო, 300 დოლარი არ მეყოფა.
  3. რომც ვიშოვო და რომც მეყოს, სამსახურის გამო ვერ მოვუვლი.

ამიტომაც გადავდე ძაღლის ყიდვა უახლოესი მომავლისთვის და ჩავიძირე ონლაინ შოპინგის მაცდურ ტალღებში.

საერთოდ ყიდვისას ძალიან დიდი ხანი ვარჩევ რაღაცას.

ჯერ ყველაფერს რაც ოდნავ მაინც მომეწონება ვყრი სავაჭრო კალათაში, მერე დღეების განმავლობაში ვცხრილავ და ვზომავ, ნამდვილად მინდა თუ არა, მემეტება ფული თუ არა, იგივეს თბილისში უფრო იაფად ვიშოვი თუ არა და ა.შ.

მაქვს რამდენიმე საყვარელი ონლაინ მაღაზია, რომლებსაც ძალიან ხშირად ვათვალიერებ: Continue reading

როდესაც ზომა მნიშვნელოვანია

ვინმემ ამიხსენით, რატომ არიან საქართველოს ფოსტის თანამშრომლები ასეთი უხეშები და უზრდელები?

სამი დღის წინ, დილის 10 საათზე მომადგა ერთი ფოსტალიონი. კარი როგორც კი გავუღე, იმ წამსვე მომაჩეჩა ხელში რაღაც ჟურნალი (რომელიც 6 თვის წინ გამოწერილი ამერიკული კოსმოპოლიტენი აღმოჩნდა) და თან მიბრძანა – გვარი შეამოწმეო.

სანამ გამოფხიზლებას ან რაიმეს შეკითხვას მოვასწრებდი, თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.

* * *

როდესაც რამე ისეთ ამანათს ველოდები, რაც პირდაპირ სახლში უნდა მომივიდეს და გადამზიდის სერვისს არ ვიყენებ, მაშინ იწყება ხოლმე ჩემი ნერვების წყვეტა.

საქართველოს ფოსტას აქვს სამი საშინელი ნაკლოვანება: Continue reading

#9: გადაჭერი მკითხველის პრობლემა

ეს გახლავთ რიგით მეცხრე გაკვეთილი პოსტების სერიაში 30 გაკვეთილი პროფესიონალური ბლოგინგისთვის.

magicbox

თეორია

დღევანდელი თქვენი გაკვეთილი ეხება, მკითხველისთვის პრობლემის გადაჭრას.

ამ ‘დავალებას’ ბევრი წარმატებული ბლოგერი ყოველდღიურად თავისი სურვილით ასრულებს.

მათი მოტივაციაა:

  1. მკითხველებზე შთაბეჭდილების მოხდენა
  2. მკითხველების მოტივირება მეორედაც დაბრუნდნენ ბლოგზე
  3. მკითხველების მოტივირება გაავრცელონ ბლოგი მეგობრებში

პრობლემების აღმოჩენის 6 მეთოდი

1. გადაჭერით საკუთარი პრობლემები

მშვენივრად მოახერხა ეს ჩვენმა მეგობარმა ბლოგერმა – კიკიტომ, როდესაც დაწერა პოსტი Email Me from Blogger.

კიკიტოს გაუჩნდა სურვილი გაეკეთებინა ბლოგის sidebar-ში ისეთი ბმული რომელზე დაწკაპუნებითაც მკითხველი პირდაპირ მისწერდა მას იმეილს. Continue reading

#6: 80 რჩევა პროფესიონალური ბლოგინგისთვის

ამ კვირაში დავალებები არ იქნება! :) ზარმაცმა მოსწავლეებმა შეგიძლიათ გაიხაროთ, ბეჯითებმა კი ეს პოსტი თავიდან ბოლომდე გულდასმით წაიკითხოთ.

ეს რჩევები გუშინდელ ფორუმზე პრეზენტაციის სახით ჩავატარე, რომელსაც უჩვეულო წრიული ფორმა ჰქონდა და ანონიმურ ალკოჰოლიკების ჯგუფს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბლოგინგისადმი მიძღვნილ სემინარს. რჩევები ამობეჭდილი დავარიგე და ყველას სახლში გავატანე, ზოგსაც ფლეშკაზე ჩავუწერე, თუმცა ამობეჭდილი – მხოლოდ 20 ცალი მქონდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელ დავალებაში იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი გამეხადა.

80 დავალება, რომელსაც ყველა ბლოგერს ვურჩევ შეასრულოს.

ისინი ამოკრებილია სხვადასხვა წარმატებული ბლოგებიდან, სტატიებიდან, ზოგიც მე დავამატე. ^_^

თეორია:

  1. იყიდეთ დომენი და დააინსტალირეთ ვორდპრესი
  2. თუ ფული არ გაქვთ ან გეზარებათ, გამოიყენეთ Blogger-ი. იგი ადვილია, უფასოა და Google-ისაა. ამიტომაც ძიებისას თქვენი ბლოგი უფრო ზედა რეზულტატებში გამოჩნდება.
  3. მოიფიქრეთ ბლოგის მახვილგონივრული აღწერა (tagline)
  4. ფოკუსირება მოახდინეთ ნიშურ თემაზე
  5. გაუღიმეთ საძიებო სისტემებს – გამოიყენეთ ტეგები
  6. მოფიქრეთ სხარტი სათაურები პოსტებისთვის
  7. პოსტებში აუცილებლად დალინკეთ შიდა გვერდები და ძველი პოსტები
  8. პოსტების ბოლოს განათავსეთ ”მსგავსი პოსტების” ჩანართი.
  9. ებრძოლეთ სპამს!
  10. იყავით ფოკუსირებული ბლოგის განვითარებაზე
  11. დაიცავით ბლოგი უცხო პირთა შეჭრისგან – დააყენეტ ძნელად გამოსაცნობი პაროლები
  12. იფიქრეთ პრემიუმ დიზაინზე
  13. კარგად შეახამეთ ბრენდინგის ელემენტები
  14. გადაიტანეთ RSS Feedburner-ზე
  15. მიეცით მკითხველებს საშუალება გამოიწერონ ბლოგი იმეილით
  16. მიეცით მკითხველებს კომენტარების გამოწერის საშუალება
  17. დარეგისტრირდით Google Analytics-ზე
  18. გახადეთ პოსტები სკანირებადი და კითხვადი
  19. გაათავისუფლეთ ბლოგი ზედმეტი ნაგვისგან
  20. შეინახეთ პოსტების და კომენტარების სამარქაფო ვერსია (ყოველი შემთხვევისთვის)
  21. პოსტი გააფორმეთ მინიმუმ 1 სურათით
  22. ატვირთეთ ისინი თქვენს საკუთარ სერვერზე ან ბლოგერის უფასო სერვისით ისარგებლეთ.
  23. არ გამოიყენოთ უფასო იმიჯ-ჰოსტინგები
  24. დაიცავით თვით-დისციპლინა
  25. დარეგისტრირდით blogroll.ge-ზე
  26. ბლოგიდან მოაცილეთ გაფუჭებული ბმულები რომლებიც არსად არ ილინკება.
  27. უპასუხეთ მკითხველის კომენტარებს
  28. დაწერეთ მიწვეული-პოსტი რომელიმე პოპულარულ ბლოგზე
  29. იკითხეთ სხვა ბლოგები ახალი იდეებისთვის
  30. იყავით აქტიური ინტერნეტში და ცხოვრებაში
  31. გამოძვერით ”ტექსტი მეფობს”- ჩარჩოდან
  32. შექმენით ალიანსი სხვა ბლოგერთან
  33. შეიძინეთ ახალი უნარ-ჩვევები – შეისწავლეთ ბლოგის ტექნიკური მხარეები
  34. გახადეთ მკითხველისთვის ადვილი თქვენთან დაკავშირება
  35. იქონიეთ გამზადებული მედია კიტი რეკლამის დამკვეთებისთვის
  36. გადაიღეთ ვიდეო-პოსტი
  37. არ იპასიუროთ, დაარეკლამეთ თქვენი ბლოგი
  38. მადლობა გადაუხადეთ თქვენს სტუმრებს
  39. დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაავრცელეთ უფასოდ.
  40. მკითხველის რომელიმე საინტერესო კომენტარს ახალ პოსტში ციტირება გაუკეთეთ და განავრცეთ
  41. არ შეიქმნათ ზედმეტი წარმოდგენები მკითხველის შესახებ, თქვენ მათ ჯერ კიდევ არ იცნობთ. – ამიტომ ნუ დაიწყებთ პოსტებს შემდეგი ფრაზით – “როგორც უკვე იცით, …” აუხსენით მათ ყოველი დეტალი.
  42. დაილაგეთ სამუშაო მაგიდა
  43. სპონსორი გჭირდებათ? მოიძიეთ!
  44. გამორთეთ კომენტარების მოდერაცია
  45. არ მოიხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ ვერ პოსტავდით. ეს არავის აინტერესებს. უბრალოდ დაწერეთ ახალი პოსტი. პაუზას ვერავინ შეამჩნევს.
  46. დარეგისტრირდით Twitter-ზე. (აქვე არ დაგავიწყდეთ ჩემი ჩამატება – Sweet)
  47. წაიკითხეთ წიგნი
  48. გაყიდეთ ან გააჩუქეთ ტელევიზორი
  49. იკითხეთ პრო-ბლოგერების ბლოგები და ისწავლეთ მათგან
  50. მეტი კომენტარების მოსაპოვებლად პოსტებში დასვით შეკითხვები
  51. დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაყიდეთ
  52. შეწყვიტეთ დაგეგმვა, დაიწყეთ წერა!
  53. წერეთ ყოველ დღე
  54. თუ ფიქრობთ, რომ კარგად წერთ, წერეთ დღეში ორჯერ
  55. არ უთხრათ თქვენი ბლოგის შესახებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეყვარებულს, თანამშრომლებს.
  56. თუ ისინი მაინც აღმოაჩენენ მას, სთხოვეთ დაივიწყონ თქვენი ბლოგის მისამართი.
  57. გალინკეთ სხვები. გალინკეთ ყველა ვინც გაგლინკავთ. ლინკებით განსხვავდება ბლოგერი მაიმუნისგან.
  58. დაწერეთ რამე რეალური თქვენს შესახებ!
  59. თუკი კვირაზე მეტია არ დაგიწერიათ სექსზე, პოლიტიკაზე და რელიგიაზე ესე იგი ”სუფთა თამაშს” თამაშობთ, რაც იმას ნიშნავს რომ #55 რჩევის შესრულებისას ჩაიჭერით. გააკეთეთ ახალი ბლოგი და ამჯერად ენას კბილი დააჭირეთ.
  60. დააყენეთ მთვლელი და მიეცით საშუალება ყველას ნახოს თქვენი სტატისტიკა.
  61. თუ არ იცით როგორ კეთდება ეს – ისწავლეთ. იმ წუთიდან რაც ბლოგს გააკეთებთ კარგი რაღაცეები მოხდება, მათ შორის ის, რომ ახალ რამეებს ისწავლით.
  62. სანამ ”გამოქვეყნებას დააჭერთ. მონიშნეთ მთელი პოსტი და დააჭირეთ CTRL+C-ს. ეშმაკს არ სძინავს!
  63. წერეთ გულწრფელად. ყოველი პოსტი წინაზე გულწრფელი უნდა იყოს.
  64. ცვალეთ წერის სტილი. წერეთ ლამაზი ზღაპრები. იოცნებეთ სახალხოდ. გამოფინეთ ყველაზე ჭუჭყიანი თეთრეული. სახელებით მოიხსენიეთ კონკრეტული პიროვნებები. იტირეთ, იჩხუბეთ, იმღერეთ, არ მოგერიდოთ, რომ ვინმე დაგცინებთ.
  65. კვირაში ერთხელ მაინც ჩაწერეთ აუდიო პოსტები.
  66. არ იზარმაცოთ!
  67. დასასვენებლად მიდიხართ? არ მოკლათ ბლოგი! – დაუტოვეთ იგი ალიანსელს (იხ. #32) ან წინასწარ დაწერეთ სამომავლო პოსტები და გადაანაწილეთ თქვენს შვებულებაზე.
  68. დაწერეთ ღია წერილები. გააკეთეთ სიები. წერეთ სხვის შეცდომებზე.
  69. გამოიგონეთ საკუთარი თავი.
  70. წერა დაიწყეთ იმ ამბით, რაც დღეს გადაგხდათ.
  71. როცა არ იცით რა დაწეროთ, დაწერეთ მიმოხილვები, მაგალითად მიმოიხილეთ გუშინ ნანახი ფილმი.
  72. ხშირად წერეთ იმ ქალაქზე, სადაც ცხოვრობთ.
  73. გამოააშკარავეთ საკუთარი თავი. მოყევით თქვენი საიდუმლოებები. ამ პოსტების წაშლა შემდგომში ყოველთვის შეიძლება.
  74. არ გამოაქვეყნოთ თქვენი ნამდვილი სახელი. არ ილაპარაკოთ სამსახურზე თუ გაწუხებთ სამსახურიდან გამოგდების საკითხი.
  75. არ გამოაქვეყნოთ თქვენი ლექსები, მათ არავინ წაიკითხავს. განსაკუთრებით – თუ ისინი გენიალურია. გამოაქვეყნეთ მხოლოდ სასაცილო და იდიოტური ლექსები.
  76. მოყევით თქვენი მეგობრების შესახებ
  77. შეიყვარეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ!
  78. წაიკითხეთ ათასობით ბლოგი და დატოვეთ სასიამოვნო კომენტარები
  79. ამობეჭდეთ ეს სია, გაიკარით სამუშაო მაგიდასთან და ყოველდღე გადახედეთ!
  80. შთაგონებისთვის – იკითხეთ Sweet.ge

საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე პატარა დავალება მომეცა:

გადაპოსტეთ ეს პოსტი ან უბრალოდ ჩაინიშნეთ რომელი საკითხები გაქვთ უკვე შესრულებული/ჯერ შეუსრულებელი.

რჩევა: შეგიძლიათ შესრულებული საკითხები მონიშნოთ მწვანედ, შეუსრულებლები – წითლად.

დაითვალეთ რამდენი %-ია ეს 80-ის და დაწერეთ ეს რიცხვი პოსტის ბოლოს.

აუცილებელია: პოსტის ტეგებში მიუთითეთ ტეგი: გაკვეთილი#6

რატომ? იმიტომ რომ ჩვენ  უკვე გვაქვს ერთიანი ტეგ სისტემა blogroll.ge-ზე, სადაც ყველა ამ ტეგის ქვეშ დაწერილი პოსტი ერთი კლიკის საშუალებით შემიძლია მოვძებნო, ყველა ბლოგზე ცალცალკე სიარულის მაგივრად.

რა თქმა უნდა ტეგის გარდა სასურველია ლინკებიც დატოვოთ კომენტარებში.

წარმატებები!

იდეალური შეყვარებული

ხანდახან ისეთი რაღაცეები მესმის ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილებზე, ვგიჟდები ხოლმე. ბებერი არც მე ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, იმდენი გამოცდილება მაინც მაქვს რომ თინეიჯერ გოგოებს რჩევები მივცე სასიყვარულო ურთიერთობების ამბავში.

მოკლედ, ურთიერთობებში გამოუცდელი ყველა თინეიჯერი გოგოს საყურადღებოდ!

არავითარ შემთხვევაში არ დაშორდე, თუ ის:

  • გპატიჟებს კინოში და თვითონ იხდის ბილეთის ფულს
  • გეუბნება ბევრ სასიყვარულო სიტყვებს ან სიყვარულს სიტყვით თუ არა, საქმით მაინც გამოხატავს
  • ცდილობს დაუმეგობრდეს შენს მეგობრებს
  • გაცნობს თავის მეგობრებს და ეუბნება მათ, რომ შენ მისი ოცნების გოგო ხარ
  • გჩუქნის თუნდაც იაფფასიან ყვავილებს ისე, უბრალოდ…
  • დაინტერესებულია შენი გატაცებებით
  • პატივს სცემს შენს მუსიკალურ გემოვნებას, როგორი უცხოც არ უნდა იყოს მისგან.
  • პატივს სცემს შენს აზრს
  • გეხმარება იდეების განხორციელებაში
  • გჩუქნის საჩუქრებს დღესასწაულებზე
  • ხშირად გეუბნება რომ შენ ყველაზე ლამაზი ხარ
  • განათლებულია და მისი ინტერესების სფერო მარტო სპორტით ან ავტომანქანებით არ შემოიფარგლება

სასწრაფოდ დაშორდი, თუ ის:

Continue reading