Tag Archives: რუსი

მითხარი ვისზე ხარ დამოკიდებული და გეტყვი ვინ ხარ შენ!

გუშინ ერთი ქართველი ბლოგერის გამო მთელი ინტერნეტი აფორიაქდა.

უამრავმა ადამიანმა  რამდენიმე საათიანი დარტყმა მიიღო იმის გამო, რომ გაითიშა ან ხარვეზებით მუშაობდა მათი ყოველწუთიერი მოხმარების საიტები: twitter, facebook, livejournal, myspace.

გუგლის თანამშრომლებმა განაცხადეს რომ ტვიტერის და ფეისბუქის მსგავსად მათი სერვერების მიმართაც განხორციელდა კიბერ შეტევა მაგრამ სისტემამ ყველაფერს გაუძლო.

რამდენიმე საათის წინ blogspot.com-მაც დაიწყო გაჭედვა. შესაძლოა ეს სწორედ ”სოხუმის” წინააღმდეგ მიმართული  შეტევის შედეგი იყოს.

ქართულ ბლოგოსფეროში გაიჟღერა დაახლოებით ასეთმა ფრაზებმა: ”აბა, რომ ყოფილიყო ეს რომელიმე ქართული სერვერი, ან self-hosted ბლოგი გაუძლებდა ”სოხუმის” ბლოგი შეტევებს?”

რა თქმა უნდა ვერა! მაგრამ მთელი იუმორი იმაშია, რომ ვერც ტვიტერმა გაუძლო, ვერც ლაივჟურნალმა და ვერც ფეისბუქმა.

სოხუმის ბლოგი ლაივჟურნალზე დაიბლოკა. ამ ადამიანს კვლავაც არ შეუძლია თავის პროფილებში შევიდეს რომელიმე სოციალურ ქსელში.

ახლა სიტუაციას შეხედეთ იმ მილიონობოთ სხვა მომხმარებლის თვალით, რომლებსაც ზემოთ ხსენებულ საიტებთან მუშაობის შესაძლებლობა პრაქტიკულად გადაეკეტათ საათების განმავლობაში.

რა დააშავეს ლავიჟურნალზე განთავსებულმა სხვა ბლოგებმა?

ის დააშავეს რომ ისინი ლაივჟურნალზე და ”სოხუმის” მსგავს სხვა მილიონობით მომხმარებელზე არიან დამოკიდებულნი.

როდესაც მილიონიანი ქოლგის ქვეშ ხარ შეფარებული, იგივე ბედი გეწევა რაც დანარჩენ მილიონს.

ინტერნეტი ისეთი რამეა უფასო ბლოგ-ჰოსტინგებზე და სოციალურ ქსელებში ყოველთვის გამოჩნდება შენი ქოლგის ქვეშ შეფარებული ვიღაც ვისაც რუსეთი კიბერ-შეტევას მოუწყობს და მაშინ შენი ბლოგიც ისევე გაითიშება როგორც მისი :)

სოხუმის კი პირდაპირ მივმართავ,

თუკი ბლოგზე სერიოზულ თემებს განიხილავ, საკითხსაც სერიოზულად უნდა მიუდგე და მინიმუმ ბლოგის Offline ვერსია რამდენიმე DVD დისკზე უნდა გქონდეს დაკოპირებული. :)

დაანებე თავი ლაივჟურნალს და მის საწყალ მომხმარებლებს.

გააკეთე ნორმალური ბლოგი ნორმალური დაცვით და ბედს ეწიე!