Tag Archives: როკო

What I’ve Been Up To

ბოლო დროს იშვიათად ვიცლი საწერად. არადა რამდენი რამ ხდება.

არა, არა, ეს წინადადება სხვანაირად უნდა დამეწყო:
ბოლო დროს იმდენი რამ ხდება, რომ საწერად ვეღარ ვიცლი.

ბოლო ერთი თვის მანძილზე:

  • ექიმმა დამინიშნა სათვალე, რომელიც კომპიუტერთან და კითხვის დროს უნდა მეკეთოს.

  • სტუმრად მიმიწვიეს ფორტუნა პლიუსზე გადაცემა “ბლოგომანიაში”.

მთელი თინეიჯერობა “ფორტუნა პლიუს”-თან ერთად მაქვს გატარებული. ვიცოდი ყველა DJ, ყველა გადაცემა, 24/7-ზე რადიო მქონდა ჩართული. ერთი პერიოდი DJ-ობაზეც კი ვოცნებობდი. ჩემი მუსიკალური გემოვნება ამ რადიომ ჩამოაყალიბა (იმიტომაც მეძახის ყველა – პაპსავიკს :D ). ამ რადიო სადგურმა ჩემზე და ჩემს თაობაზე მართლა დიდი გავლენა მოახდინა და მე მომწონს ეს გავლენა. დღემდე მჯერა – “ფორტუნა პლუსი”, MTV და ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი, არც ეს ბლოგი მექნებოდა, არც თქვენ წაიკითხავდით ამ სიტყვებს. ა, ხო, და ეს რეკლამა არ იყო. დღეს მე რადიოს საერთოდ აღარ ვუსმენ (თუ internetradio.ge-ს არ ჩავთვლით). Continue reading

PICS

ბლოგერების სხოდკა შარაგულში: სურათები

მეტი არ მაქვს. დანარჩენი ზოგში ფოკუსი აირია, ზოგი ცუდი ხარისხია, ზოგში გადანათებული.

შეგიძლიათ თითოეულ სურათს ცალცალკე დაურთოთ კომენტარი.

უბრალოდ დააჭირეთ!

ოჰოჰო

რამდენი ლოგოები დამიგროვდა…

ახლა უკვე დავიბენი და აღარ ვიცი რომელი ამოვარჩიო…

წუხელ გაკეთებული გამოკითხვაც აზრს კარგავს, რადგან შესაძლო ვარიანტები ძალიან ძალიან ბევრია….

აქ იმიტომ ვპოსტავ შედარებით უკეთეს ვარიანტებს რომ თვალწინ მქონდეს ყველა ერთად და იქნებ რომელიმე ამოვარჩიო…

მოწონების მიხედვით მაქვს დალაგებული… ანუ ყველაზე მეტად 1 ნომერი მომწონს, შემდეგ მეორე და ა.შ. Continue reading

25 თეთრი

პატარა სხოდკა მოვაწყვეთ დღეს ექსპრომტად.

მართალია, თითქმის ყველას გავუგზავნე ესემესი, ვისი ნომერიც მქონდა, მარა მაინც ის ხალხი არ მოვიდა. :D

სურათები თუ ვინმეს გაქვთ გადმომიგზავნეთ მერე რა…

დავაგვიანე 1 საათი. ამ ბლოგის გალამაზებას გადავყევი. :P

მაგრამ პატიოსნად დამხვდა ყველა. ჯერ მაკდონალდსში ვიყავით მერე არ მოგვეწონა იქაურობა და წავედით გვერდით მდებარე მაჭახელაში. სხვათაშორის ძაან კაი სიტუაცია დაგვხვდა და ამიერიდან ასეთ პატარა სხოდკებს ალბათ მანდ მოვაწყობთ. პიცაც ძაან გემრიელი იყო… ;) ძალიან თბილი გარემო იყო. მარა ყველა ვყაყანებდით :D  გგგ

მარშუტკაში ვიღაც უცნობმა ბიჭმა გადამიხადა მგზავრობის საფასური… :confused: ერთდროულად ჩავედით და მეთქი არ ამეკიდოს… მარა სიტყვა არ უთქვამს, გამიღიმა და წავიდა თავის გზაზე. რა საინტერესოა… :confused: 25 თეთრიანი კომპლიმენტი იყო? :D

აუ და თან ამ ბოლო დროს რაღაც პატარა ფობია მაქვს აკიდებული, რომ ვინმემ ქუჩაში არ მიცნოს ბლოგიდან ან ინტერნეტიდან ან ფორუმიდან და მე რომ ვერ ვიცნობ რას ტეხავს… და ვინმე ცოტა ისე თუ შემომხედავ მომაშტერდება ან რამე სულ იმას ვფიქრობ, ნეტა რატო მიყურებს-მეთქი…

:D

([Rocko], მოდი ამ თემაზე ვილაპარაკოთ :confused: )

ხვალ კოტე მივლინებაში მიდის :vis: არადა 900 დღე შეგვისრულდა :( :cry:

მიყვარხარ, კვატ… :(