Tag Archives: როგორ

როგორ ვწეროთ ქართულად ბლოგზე?

არ მეგონა კიდევ თუ იყო ვინმე დარჩენილი, ვისაც ბლოგზე ქართულად წერის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ გუშინ მომივიდა ასეთი შინაარსის იმეილი:

გამარჯობა, დღეს გადავწყვიტე ბლოგის გაკეთება, დავრეგისტრირდი www.blogger.com-ზე ჰოდა ამის დიდად არაფერი გამეგება :) პოსტებს ქართული შრიფტითაც ვერ ვწერ, ჰოდა მითხრეს სთხოვე დაგაკვალიანებსო :) აქამდე ხშირად მინახავს შენი ბლოგი, ვიცი, აქტიური ბლოგერი ხარ და იქნებ დამეხმაროოო, მადლობა წინასწარ.

მეც გადავწყვიტე უნივერსალური ტუტორიალი დამეწერა თუ როგორ შეიძლება ვწეროთ ბლოგზე ქართულად სხვადასხვა ბლოგინგ პლატფორმების შემთხვევაში.

Blogger.com | WordPress.com | Tumblr.com და სხვა

თუ თქვენ უფასო ბლოგინგ პლატფორმიდან რომელიმეს იყენებთ, მოგიწევთ თქვენს კომპიუტერზე ქართული ენის მხარდაჭერის გააქტიურება.

შედით ბმულზე: ქართული ენის მხარდაჭერის გააქტიურება

აირჩიეთ თქვენს კომპიუტერზე დაყენებული ოპერაციული სისტემა და ზედმიწევნით მიჰყევით ინსტრუქციას.

მას შემდეგ რაც კომპიუტერზე ქართული ენის მხარდაჭერას გაააქტიურებთ, ახალი პოსტის ტექსტურ ედიტორში Shift+Alt-ზე დაჭერით ინგლისური ენა გადაირთვება ქართულზე და პირიქით.

ქართული ენის მხარდაჭერის გააქტიურების შემდეგ ქართული შრიფტი შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ ბლოგზე წერისთვის, არამედ Facebook-ზეც და მთელს დანარჩენ ვებში.

WordPress.org

თუ თქვენ ვორდპრესის დასაინსტალირებელ ვერსიას იყენებთ, გირჩევთ გადმოწეროთ Plugin-ი სახელად GeoKBD რომელიც ჩვენივე თანამემამულის, Code.ge-ს ავტორის, იოსებ ძმანაშვილის დაწერილია.

ეს plugin-ი საშუალებას მოგცემთ, როგორც ტექსტურ ედიტორში გამოიყენოთ ქართული კლავიატურა, ისე მკითხველებსაც მისცეთ საშუალება ქართული შრიფტით დაგიტოვონ კომენტარები.

პატივი ეცით ქართულ ენას და თქვენი ბლოგების მკითხველების მხედველობას. აბა, წარმატებები :)
ქართული კალიგრაფია

7 შეცდომა, რომელსაც თმის მოვლისას ვუშვებთ

1 კვირის წინ ჩემი ლამაზი, გრძელი თმა შევიჭერი. რატომო ვინც მკითხა, ყველასთვის მქონდა ერთი დიდი, მსუქანი სიმართლე: გამიფუჭდა!

მიუხედავად ჩემი მოვლა-პატრონობის, ყურადღების, მცდელობების და უამრავი მართლა ეფექტური და ძვირფასი პროდუქტის გამოყენებისა, თმის ბოლოები მაინც გაიყო, დაიწვა, გახუნდა და ა.შ.
უნდა ვაღიაროთ, რომ დრო და დრო თმა მაინც შესაჭრელი ხდება.

თავი რომ დავანებოთ ქიმიურ საღებავებს, რომლითაც ჭაღარის ოსტატურად დაფარვას ვცდილობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ სამყაროში ჰაერიც კი მოწამლულია. თმაზე ზემოქმედებას ახდენს მზე, წვიმა, თოვლი, ქარი – ყველაფერი! თვით ის წყალიც კი, რომლითაც შხაპს ვიღებთ ზოგან ზემდეტად ხისტია, ზოგან კი ზედმეტად რბილი.

ამას კი თურმე ის საზოგადო შეცდომებიც ემატება, რომელთაც ჩვენ თვითონვე ვუშვებთ თმის მოვლის პროცესში და მათი თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელი ყოფილა. ეს შეცდომები კი ზუსტად მაშინ ხდება როცა:

1. დიდხანს წელავ შეჭრებს შორის პერიოდს.

თუ შენი სტილი მართლა მოგწონს, მაშინ ვარცხნილობა მინიმუმ ექვს კვირაში ერთხელ უნდა განაახლო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ სტილისტს გაუჭირდება წინა ვარცხნილობის გამეორება.

2. თმას იბან ყოველ დღე.

რა თქმა უნდა სუფთა თმა სასიამოვნოა, მაგრამ ხშირი დაბანა აშრობს თავის კანს და აღარიბებს მას ბუნებრივი ცხიმისგან, რომელიც აუცილებელია თმისთვის. საუკეთესო გამოსავალია ყოველ ორ დღეში ერთხელ დაბანა და შამპუნის შემდეგ კონდიციონერის გამოყენება.

3. ფენი ყოველთვის ჩართული გაქვს მაქსიმალურ სიმხურვალეზე.

გლუვ ვარცხნილობას სიმხურვალე კი არ წარმოქმნის, არამედ – ჰაერის ნაკადი. მაქსიმალურ სიმხურვალეზე დაყენება თმას ხშირად წვავს ან/და წვრილად ახვევს (frizz). ჩართე ფენი თბილ ან სულაც გრილ ჰაერზე და უბრალოდ ოდნავ მეტი დრო დაუთმე თმის გაშრობას.

Frizz | Non-frizz

4. ერთდროულად იყენებ თმის ლაკს და ცხელ უთოს.

იცოდი, რომ თმის ლაკი შეიცავს ალკოჰოლს, რომელიც ძალიან სწრაფად იწვის? წარმოიდგინე რა შეიძლება მოუვიდეს თმას, რომელზეც ლაკი გაქვს შესხურებული და თან ცხელ უთოს ჩამოუსვამ. თმის დავარცხნისას გამოიყენე თმის თერმულად დამცავი საშუალებები ხოლო ლაქი მხოლოდ ვარცხნილობის დასრულების შემდეგ შეისხურე.

5. იყენებ დამატენიანებლის ზედმეტ დოზებს.

თმის სუპერ-დამატენიანებელი პროდუქტების გამოყენების ცდუნება დიდია, თუმცა შეიძლება ერთ დღესაც ამ პროდუქტებმა უსიცოცხლო, გამოფიტულ კულულები შეგატოვოს თავზე. ყოველ დილით თითო მსუბუქი შეხება თმის დაზიანებულ ბოლოებზე, რომლებიც ლოგიკურად ყველაზე “ბებერია”, სრულიად საკმარისია თმის დოზირებულად დატენიანებისთვის. დაიმახსოვრე, რომ თმის ძირები ისედაც ყოველთვის ტენიანია, თავის კანის ბუნებრივი ცხიმების წყალობით!

6. თმას იღებავთ მთლიანად, მაშინ როდესაც მხოლოდ ძირები გაქვს შესაღები.

თუ უბრალოდ ამოზრდილი ძირების შეღებვა გსურთ, არ არის აუცილებელი საღებავის მთელს სიგრძეზე წასმა და ერთხელ შენაღები თმის კიდევ მეტად დატვირთვა ზედმეტი ქიმიური ზემოქმედებით, რამაც შესაძლოა თმის გამოფიტვა გამოიწვიოს.

7. ყურადღებას არ აქცევ “ჩოლკას”.

“ჩოლკა” ისეთ დიდ ზეგავლენას ახდენს ვარცხნილობაზე, რომ მისი აზრზე მოყვანის გარეშე ტარება კიდევ მომდევნო 2 თვე წარმოუდგენელია. ექსპერტები “ჩოლკის” შესწორებას მინიმუმ სამ კვირაში ერთხელ რეკომენდირებენ.

წარმატებებს გისურვებთ თმის მოვლაში, ეს კი ჩემი ახალი ვარცხნილობა:

ჰმმ... მგონი გავხდი კიდეც ცოტა...

 

 

სტრიების საწინააღმდეგო საშუალება

სტრიები (stretchmarks) არის სიმსუქნის/ორსულობის შედეგად დარჩენილი თეთრი და წითელი ხაზები.
ალბათ ყველას გინახავთ ან საკუთარ თავზე გამოგიცდიათ სტრიებისგან გამოწვეული დისკომფორტი. მეც მაქვს სიმსუქნისგან და ძალიან მინდა მოშორება.
ამას წინათ ერთმა მაგობარმა მაჩვენა იუტუბზე ერთი ქალის ვიდეოები რომელმაც აღმოაჩინა სტრიების (და არა მარტო სტრიების: ნაოჭები, დამწვრობები, კანის დეფექტები, ლაქები…) საწინააღმდეგო საშუალება.ეს არის აფრიკული კარაქი დამზადებული Shea-სგან (ხეა აფრიკაში) რომელიც მოიპოვება მხოლოდ განაში და თითქმის სასწაულებრივ შედეგს აჩვენებს 3-6 თვის განმავლობაში ყოველდღიური ხმარების შედეგად.

დღეს ფორუმზე მშობლების კლუბში TT+ის თემაში დავწერე რომ არსებობს ასეთი კარაქი, რომელიც ძალიან იაფი ღირს და შეგიძლია ეგ გამოიყენო სტრიების გასაქრობად მეთქი. Continue reading