Tag Archives: პრეზენტაცია ლიფტისთვის

#1: “პრეზენტაცია ლიფტისთვის”

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩემს ახალ პროექტში – “30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს” – მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

დღეს წარმოგიდგენთ პირველ თემას და გაკვეთილს, რომელიც შედგება როგორც თეორიული, ისე – პრაქტიკული ნაწილისგან.

წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს დავალება უმნიშვნელოვანესია მთელი კურსის მსვლელობისთვის და ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მას.

elevator-pitch

თეორია

თქვენი დღევანდელი დავალება იქნება დაწეროთ თქვენივე ბლოგის “პრეზენტაცია ლიფტისათვის” (Elevator Pitch). ეს ტერმინი პირდაპირ იმიტომ ვთარგმნე, რომ მისი ქართული შესატყვისი ჯერ არ შემხვედრია. ერთ-ორ მარკეტინგში გარკვეულ ადამიანსაც ვკითხე და მათაც ვერ გაიხსენეს რაიმე ზუსტი შესატყვისი. ამიტომ იყოს მარტივად – ლიფტის პრეზენტაცია.

ახლავე მოგახსენებთ რას წარმოადგენს იგი.

პრეზენტაცია ლიფტისათვის ეს გახლავთ იდეის, პროდუქტის, მომსახურების ან პროექტის მოკლე აღწერა. სახელიც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს აღწერა სიტყვიერად უნდა ჩაეტიოს იმ დროში რასაც ადამიანი ლიფტით მგზავრობას ანდომებს (30 წამი ან 100-150 სიტყვა).

განმარტება ინლისურ ენაზე იხილეთ აქElevator’s Pitch

განმარტება რუსულ ენაზე იხილეთ აქПрезентация для лифта

ამ ყველაფრის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი სიტუაციისთვის წინასწარ მოფიქრებული გქონდეთ იმ საქმის მოკლე, ზუსტი და მკაფიო აღწერილობა, რასაც აკეთებთ.
Continue reading