Tag Archives: პოსტი

როგორ მოვიპოვოთ პოპულარობა 1 პოსტით!

პოსტი ეძღვნება ბლოგოსფეროს ბოღმებს!

1. თუ თქვენში აბსოლუტურად არ არსებობს კრეატივის ნასახი და არ გაქვთ საწერი თემა, გადახედეთ ჩემს ბლოგს, იქნებ რამე იდეა მოგივიდეთ!

2. თუ თქვენი ბლოგი ნაგავია და არავინ შემოდის, დაწერეთ იმ ბლოგის კრიტიკა, რომელიც საუკეთესოა და ყველა სწორედ იქ შედის!

3. ატკინეთ გული რომელიმე ბლოგერს – მაგალითად მე!

მე ხომ ბლოგოსფეროს ვარდისფერი ჩუჩელა ვარ, რომელსაც არც გრძნობები აქვს და არც ტვინი. არც იმის ძალა, დრო და ნერვები რომ ყოველ თქვენს შხამიან ფრაზას პასუხი გასცეს!

გადაპოსტეთ ჩემი პოსტები, გამსვარეთ ტალახში, მომაყენეთ შეურაცხყოფა, მაწყენინეთ!

ეს ყველაფერი უფასოა და ადვილია! არავინ მოგთხოვთ პასუხს ამის გამო, არც დაგიჭერენ, არც გაგასამართლებენ.

ქულებსაც დაიწერთ და რეიტინგებიც მოგემატებათ!

ვერც ჩემს თვალებს დაინახავთ, როდესაც ამ პოსტებს წავიკითხავ. რეალში როცა შეგხვდებით, მე მაინც მოგესალმებით და თბილად გაგიღიმებთ!

რა პრობლემაა! მე არ ვარ წინააღმდეგი. ბლოგოსფეროს განვითარებისთვის…

იქნებ ბექლინკების გაკეთება მაინც ისწავლოთ. ;)

წარმატებებს გისურვებთ!

კელტროპებთან…

ბოლო დროს ბევრი რაღაც მოხდა:

blogroll.ge გაეშვა და წარმატებით მუშაობს.

ჩემი ბლოგის დღიური უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

უკვე მესამედ, აზიური ბლოგოსფეროს საუკეთესო ბლოგის ჯილდო სიაშუემ მიიღო.

ახალი სამსახური მაქვს – სხვათაშორის ძალიან საინტერესო (თუ მოვიცალე დავწერ მაგაზეც მერე). ორშაბათიდან ვიწყებ სიარულს.

ერთ ჩემს თანამშრომელს თურმე „ჩემთან კონტაქტი არ შეუძლია“ და საშინელ რაღაცეებს ლაპარაკობს ჩემზე. თუ თმით თრევას გადამირჩა, ღვთის რისხვას მაინც ვერ გადაურჩება.

რუსთავი 2-დან დამიკავშირდნენ, რაღაც რეალითი შოუში სჭირდებათ ხალხი. იმედია აქედან რაღაც გამოვა. (მომწერეს, ნუ ნერვიულობ, მარინა ბერიძე მანდ არ იქნებაო… :D )

თუთბერიძემ პატრიარქის მიმდევრები გაანაწყენა. პატრიარქის მიმდევრებმა კი თუთბერიძე კოცონზე დაწვეს.

ჩემს ერთ ნაცნობს თურმე ქმარი ღალატობს. არადა რა შეხმატკბილებული წყვილი მეგონა… მძაგს თვალთმაქცი და მოღალატე ხალხი!

მე კი კელტროპებმა მომიტაცეს… :D

ამის შესახებ წინა პოსტში ზურიუსმა და თინიმ უკვე დაწერეს.

მე კი ჩემის მხრივ დამავატებ იმას, რომ კელტროპები კარგად მკვებავდნენ და არც ნასკებ მახდევინებდნენ სიმთვრალეში. მათ მიერ ჩემი გატაცების მიზანი და მიზეზი უცნობია.

ერთი ეს იყო, ტუალეტი ჰქონდათ ჭალის გადაღმა და ღამით გასვლა ძალიან მეზარებოდა…

იქ ყოფნისას მივხვდი სამ რამეს:

  • ინტერნეტის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია – ამიტომ გადავწყვიტე ლეპტოპისთვის “ყველგანმავალი” ინტერნეტის მოდემი ვიყიდო. თუმცა, ვაღიარებ, 5 დღის განმავლობაში უინტერნეტოდ, უტელეფონოდ და უტელევიზოროდ ყოფნისას დავწერე უამრავი პროექტის გეგმა – ამ სამი კომპონენტიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში არცერთ პროექტს დღის სინათლე არ ეღირსებოდა.
  • ლეპტოპში ყოველთვის უნდა გქონდეს რამე გასართობი – მაგალითად რამდენიმე დღის სამყოფი ფილმები, სერიალი ან უკიდურეს შემთხვევაში დაინსტალირებული ფოტოშოპი. იქ ყოფნისას გადავიღე უამრავი ფოტოსურათი, მაგრამ რომ მახსენდება მათი გადატანა კომპიუტერში, ვნატრობ, ნეტა არ გადამეღო. ფოტოშოპი რომ მქონოდა, ლეპტოპშივე გავამზადებდი საბლოგედ…
  • ძალიან მომენატრა ბლოგი – პოსტების წერა და კითხვა, ბლოგოსფეროზე დაკვირვება, ახალი ბლოგების აღმოჩენა, კომენტარების დატოვება, და რაც მთავარია, თქვენი – მკითხველების მიერ გამოთქმული აზრები ჩემს თითოეულ პოსტზე. ეს ყველაფერი იმაზე მეტად მყვარებია, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი!

P.S. Facebook-ზე ბლოგის გვერდის მისამართი გავაოფიციალურე და ამიერიდან შეგიძლიათ შემომიერთდეთ აქ: facebook.com/sweet.ge

ერთი საინტერესო feature-ც დაემატა თუ მობილურიდან გააგზავნით SMS-ს ნომერზე 32665 ტექსტით “fan Sweet.ge” ავტომატურად შემოუერთდებით ამ გვერდს :D

#5: გააკეთე ბლოგერის კალენდარი!

ეს გახლავთ #5 გაკვეთილი ჩემი პროექტიდან 30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს.

თეორია

ნებისმიერი საძიებო სისტემა უკეთესად აანალიზებს იმ ბლოგებს რომელთა კონტენტი უფრო რეგულარულად ახლდება.

რეგულარულ განახლებაში არ იგულისხმება ის რომ აუცილებლად ყოველ დღე უნდა პოსტოთ, არამედ ერთი და იმავე დიაპაზონით პოსტით.

თუ გადაწყვეტთ, რომ ყოველ დღე შეგიძლიათ წერა, – იყოს ყოველ დღე, მაგრამ აუცილებლად დაჯექით და დაწერეთ!

თუ თვლით, რომ კვირაში ორჯერ უნდა წეროთ, აირჩიეთ კონკრეტული დღეები და იმ დღეებში პოსტეთ. ამას არა მარტო საძიებო სისტემები არამედ თქვენი მკითხველებიც დაგიფასებენ.

მე პირადად მაქსიმალურად ვცდილობ ყოველდღიურად ვწერო. ხანდახან დღეში ორჯერაც კი ვაქვეყნებ პოსტებს.

თქვენი წინა დავალება 10 პოსტის იდეის მოფიქრებაში მდგომარეობდა.

მოდით განვავრცოთ ეს დავალება და მოფიქრებული პოსტები ბლოგერის კალენდარში გადავანაწილოთ. Continue reading

#3: ლისტ-პოსტი

ვაგრძელებთ პროექტს 30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს და წარმოგიდგენთ მესამე დავალებას – “ლისტ-პოსტი”.

მათ, ვინც დღეს შემოგვიერთდით, გირჩევთ გააკეთოთ წინა დავალებებიც: #1: პრეზენტაცია ლიფტისათვის, #2: დააკვირდით სტატისტიკას.

ახლა კი დღევანდელი გაკვეთილის თემას მივხედოთ, რომელიც ჩვენი სილაბუსის მიხედვით “ბლოგის შინაარსის” ნაწილს ეკუთვნის.

list-posts-1 Continue reading