Tag Archives: პირადი ენციკლოპედია

პიცა (პირადი ენციკლოპედია)

image

პიცა (არს.) – დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების უმეტესობისთვის საკვებად ვარგისი პროდუქტი, რომელიც სრულიად მიუღებელია ჩემი კუჭისთვის. განურჩევლად ბრენდისა და წარმომავლობისა იწვევს მჟავიანობას, გულის რევას, თავის ტკივილს, ძილიანობას და მრავალ უბედურებას, სირცხვილია, ყველაფერს ხომ არ ვიტყვი.

ჩემი და პიცის გზების  ყოველ გადაკვეთაზე აღმართულია წარწერა “იბრძოლეს და დაიხოცნენ…” ძირითადად  ვიმარჯვებ ხოლმე, მაგრამ ალბათ ოდესმე შევეწირები.

თუმცა, შეიძლება სწორედ მასთან დაკავშირებით მოიფიქრა გონიერმა კაცობრიობამ გენიალური გამოთქმა: “რაც არა გვკლავს, გვაძლიერებსო”.