Tag Archives: პანიკა

what if…

ბოლო დღეებში თავს ისე ჯანმრთელად არ ვგრძნობ როგორც უნდა ვგრძნობდე.

სიმპტომების დაწერა და რაღაცეები არ მინდა, უბრალოდ საქმე იმაშია რომ დღეს ანალიზები ავიღე, ექიმთან ვიყავი და სხვათაშორის მითხრა “შეიძლება ორსულად ხარო”…

რამდენიმე დღე მოიცადე და მერე ტესტი იყიდეო…

ძალიან დავპანიკდი.

ორსულობა… ბავშვი… ეს ისეთი თემაა რასაც სულ გავურბოდი და მეშინოდა. ერთია პასუხისმგებლობა და მეორე თვითონ ორსულობის გადატანა.

მშობიარობის ვიდეოს ვუყურეთ რამდენიმე დღის წინ.

ცრემლები ვერ შევიკავე, პანიკაში ჩავვარდი და მთელი სხეული ამტკივდა…

is this normal?

is this normal?

I don’t think I am ready! მართლა არ ვარ მზად…

What if I am pregnant?

April 1st

000098

არავინ მოგატყუოთ! მე მომატყუეს დღეს უკვე. როკომ თემა გახსნა www-ში რომ ერთ-ერთი ბლოგერი bekalius-ი დაიჭირეს რაღაც პოლიტიკური პოსტის გამო სააკაშვილზეო. :D გული გამისკდა… :)))

P.S. დიზაინი საპირველაპრილოდ შეიცვალა… არ დაპანიკდეთ :D.

P.P.S. ჩამოთვალეთ ვის ბლოგებს დაინახავთ ჩემს ჰედერში ;)

Update!

ჰედერის 12 სურათი:

tindatin.wordpress.com

tindatin.wordpress.com

Continue reading