Tag Archives: ოჯახის წევრები

25

დაბადების დღის აღნიშვნა უცნაური ჩვეულებაა. წესით, საერთოდაც არ უნდა გვიხაროდეს ის ფაქტი, რომ ვბერდებით, სიკვდილს ერთი წლით ვუახლოვდებით, ნაოჭები გვემატება და სხვა ასაკის მატებასთან თანმხლები ნეგატიური მხარეები ნელ–ნელა თავს იჩენს…

მაგრამ მეორეს მხრივ, დაბადების დღე ერთ-ერთ იმ შესანიშნავ დღეთაგანია, როდესაც შეგიძლია დაჯდე და გადახედო საკუთარ ცხოვრებას. ასეთი თარიღები წელიწადში მინიმუმ ოთხჯერ მაქვს:

  • 1 სექტემბერი – როდესაც ჩემს კარიერას და საქმიან ცხოვრებას ვაკორექტირებ,
  • ახალი წელი – როდესაც ჯანმრთელობას და ფიზიკურ გარეგნობაზე ვიწყებ ფიქრს,
  • დაბადების დღე – როდესაც იმ ადამიანებზე მეფიქრება, რომლებიც ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები არიან და რომლებიც მიყვარს;
  • და anniversary – როდესაც არსებულ ურთიერთობას უნდა გადავხედო ხოლმე.

წლევანდელი დაბადების დღე განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ 25–ის გავხდი. 25 წელი საუკუნის მეოთხედია, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მაგრძნობინებს.

ისე, წელს ერთ–ერთი ყველაზე თბილი და კარგი დაბადების დღე მქონდა. დილით სამსახურში ვიყავი, ტორტი შევუკვეთე, თანამშრომლებმა ერთ კედელთან ვარდისფერი ფეისბუქი მომიწყვეს. ცოტა დავლიეთ. სამსახურის მერე კი მულენ ელექტრიკში წავედი რამდენიმე მეგობართან ერთად.

ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ მეგობრებზე და ზოგადად მეგობრობაზე. აღმოჩნდა, რომ 25 წლის მანძილზე ძალიან ცოტა მეგობარი შევიძინე (ნამდვილ მეგობრებს ვგულისხმობ და არა კარგ, კეთილგანწყობილ ნაცნობებს). თუმცა დანამდვილებით ვაცხადებ, რომ მთავარი რაოდენობა კი არა – ხარისხია.

ასევე იმასაც მივხვდი, რომ თუ ადამიანთან საერთო არ გაქვს (რაღაც მიზეზის გამო არ ხვდებით ერთმანეთს, არ ლაპარაკობთ, არ უზიარებთ აზრებს), ვერანაირი “ბავშვობის მეგობრები ვართ”, “ჩემი კლასელი იყო მეორე კლასიდან” და “ტექნიკუმში ერთად ვსწავლობდით” ურთიერთობას ვერ გადაარჩენს.

დღევანდელ სამყაროში ადამიანები ძალიან სწრაფად უახლოვდებიან ერთმანეთს და ასევე სწრაფად შორდებიან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ტელეფონი, ინტერნეტი და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები, მიუხედავად იმისა, რომ შენი კლასელის / ბავშვობის მეგობრის / მეზობლის სტატუსებს და ფოტოებს ფეისბუქზე ყოველ დღე უყურებ, თუ მათთან ყოველდღიური ან ყოველკვირეული შეხების წერტილი არ გექნება, მაინც ისევე გაუცხოვდები, როგორც ნებისმიერ ჰოლივუდის ვარსკვლავთან. (სხვათა შორის, ფეისბუქზე ვარსკვლავებიც პოსტავენ ;) )

მაგრამ იმ აზრამდეც მივედი, რომ შესაძლებელია ადამიანს ყოველ დღე ხედავდე (ოჯახის წევრს ან თანამშრომელს), მაგრამ მასთან ახლოს მაინც არ იყო.

მთავარი საერთო შთაბეჭდილებებია.

მთავარი ემოციებია, რომლებიც ერთმანეთთან გვაკავშირებს.

მთავარია წლების მანძილზე საერთო ხუმრობების ფონზე გაცვლილი ღიმილი, ერთმანეთის პრობლემების განცდა და მხარდაჭერა, ერთმანეთის სიხარულის და წარმატების გაზიარება.

და სიყვარული.

ბუჩქი :)) ♥

ყველაზე ნაწნავებიანი ♥ ( busuna.ge )

ყველაზე გიჟები ♥

ჩემი მთრუალი მეგობრები

მე და ჩემი თამუნა ( literatori.wordpress.com )

ჩემი ნანუკა ♥

#9: გადაჭერი მკითხველის პრობლემა

ეს გახლავთ რიგით მეცხრე გაკვეთილი პოსტების სერიაში 30 გაკვეთილი პროფესიონალური ბლოგინგისთვის.

magicbox

თეორია

დღევანდელი თქვენი გაკვეთილი ეხება, მკითხველისთვის პრობლემის გადაჭრას.

ამ ‘დავალებას’ ბევრი წარმატებული ბლოგერი ყოველდღიურად თავისი სურვილით ასრულებს.

მათი მოტივაციაა:

  1. მკითხველებზე შთაბეჭდილების მოხდენა
  2. მკითხველების მოტივირება მეორედაც დაბრუნდნენ ბლოგზე
  3. მკითხველების მოტივირება გაავრცელონ ბლოგი მეგობრებში

პრობლემების აღმოჩენის 6 მეთოდი

1. გადაჭერით საკუთარი პრობლემები

მშვენივრად მოახერხა ეს ჩვენმა მეგობარმა ბლოგერმა – კიკიტომ, როდესაც დაწერა პოსტი Email Me from Blogger.

კიკიტოს გაუჩნდა სურვილი გაეკეთებინა ბლოგის sidebar-ში ისეთი ბმული რომელზე დაწკაპუნებითაც მკითხველი პირდაპირ მისწერდა მას იმეილს. Continue reading