Tag Archives: ოთახი

In the Closet

წინა პოსტში ვწერდი, რომ ოთახის დალაგებას მივყავი ხელი. ამ დალაგების პროცესს ძალიან გლობალურად მივუდექი. შევეცადე განმესაზღვრა, თუ როგორ უნდა დავალაგო კარადა ისე, რომ მომავალში აღარ ამერიოს.

ამის შესახებ ვეძებე ინტერნეტშიც: წავიკითხე უამრავი სტატია ონლაინ–ჟურნალებიდან სახლის კეთილმოწყობის შესახებ, ვიძრომიალე ბლოგებზე და ა.შ. ბოლოს მივაგენი საოცარ ნივთებს, რომლებიც შეიძლება ძალიან კარგად გამოიყენო ტანსაცმლის კარადაში, დაზოგო ადგილი და რომლებიც აქ საქართველოში ჯერ არცერთ მაღაზიაში არ მინახავს (თუ თქვენ გინახავთ, აუცილებლად მომწერეთ – სადაა!!!).

ქამრების საკიდი

ქამრების საკიდი

ქამრები

რამდენი ტანსაცმლის კარადა, უჯრა თუ კომოდი მქონია, მთელი ცხოვრება ქამრებს ადგილს ვერასდროს ვუჩენდი. დაკეცილი – ფუჭდება, დახვეული – იშლება, გაშლილი – ბევრ ადგილს იკავებს, კარადის შიდა კაუჭებზეც ვერ დაკიდებ – ძალიან ბევრია და ამდენ კაუჭს ვერსად მიამაგრებ.

ჰოდა, თურმე ამ დილემის გადასაწყვეტათ გენიალური ნივთი გამოუგონიათ… შესაბამის ინსტანციებს. :D

ქამრების გარდა ასეთ კაუჭზე შეგიძლია მომცრო ზომის ჩანთებიც ჩამოკიდო. Continue reading

Princess Room Project

მე არ ვიცი ეს მაგიდა როგორ უნდა დალაგდეს. :(

პლოსკო რატომ დევს ჩემს მაგიდაზე ბლიაძ?

პლოსკო რატომ დევს ჩემს მაგიდაზე ბლიაძ?

მომბეზრდა მართლა მომბეზრდა მაგრამ არცერთი უჯრა არ მაქვს სადაც ამ ნივთებს გადავაწყობ. ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყუთი რაც შეგვიძენია მე და კოტეს, ამ ოთახში დევს.კიდევ კოტეს ხელსაწყოები, დრელი, მტვერსასრუტი და ეგეთი ბარახლო.

სადმე ხომ უნდა გავანაწილო ეს ყველაფერი?

ყველაფერი თავზე მაწყვია

ყველაფერი თავზე მაწყვია

სასწრაფო ცვლილებები მინდა ამ ოთახში. დიდი კედლის კარადა, პატარა კომფორტული გასაშლელი დივანი და პატარა მაგიდა.

ასე მგონია ”სკლადში” ვზივარ

ასე მგონია ”სკლადში” ვზივარ

მიდი და იბლოგერე ასეთი ოთახიდან :D

ოთახის გეგმაც უკვე მოვიფიქრე:

Princess Room Plan

Princess Room Plan

გადაწყვეტილი მაქვს რომ ეს ოთახი აბსოლუტურად ვარდისფერი და ძალიან Cute იქნება. ყოველთვის მინდოდა ვარდისფერი ოთახი, სადაც ყველა ჩემს ახირებას ავასრულებდი. სანამ მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, იქაც ჩემი ოთახის კედლები ვარდისფერი იყო. ახლა ამ პატარა მოცუცქნულ ოთახშიც ვარდისფერი შპალერია გაკრული. მთავარია ისე მოვაწყო რომ თავი კარგად ვიგრძნო.

ამას წინათ xiaxue-ს ბლოგზე წავაწყდი მის ძველ პოსტს თავისი ოთახის შესახებ რომ წერდა. გამოვშტერდი! ამდენი ტანსაცმელი და აქსესუარები რაში სჭირდება გოგოს? Candy-ს ვანახე და იმასაც თვალები აუჭრელდა.

მართალია მთლად მასეთი არ გამომივა და არც გავაკეთებ, ძალიან ბევრი ნივთია მანდ, მაგრამ ჩემს ნავსაყუდელს მაინც შევიქმნი.

ოთახის გადაკეთების პროექტს Princess Room Project-ს და ვარქმევ და ნელ-ნელა ცვლილებებს დავპოსტავ ხოლმე.

Extra Sweets:

როგორც უკვე გითხარით ჩემმა მეგობარმა Twilight-ის თარგმნა დაიწყო. საბოლოოდ გადაწყდა რომ უფასოდ გაევრცელებინა და აჰა პირველი თავიც.

მეგობრებო!

წარმოგიდგენთ სტეფანი მაიერის ბესტსელერის – “ბინდი”-ს – პირველ ქართულ ვერსიას: Twilight: Chapter 1

Change in Relationship

ამ პოსტში გავამხელ ნამდვილ მიზეზს თუ რატომ წავედი ბათუმში მარტო (კოტეს გარეშე) და რა შედეგები მოჰყვა ამას.

რაც კოტემ სამსახურს თავი დაანება და 24 საათიან რეჟიმში სახლში დაჯდა, ემოციურად იმდენად გადავიღალე, რომ ხანდახან მისი დანახვაც არ მინდოდა. იმიტომ კი არა, რომ მაღიზიანებდა ან ცუდად იქცეოდა ან აღარ მიყვარს, არამედ შეუჩვეველი ვიყავი მის 24/7-ზე სახლში ყოფნას და მითუმეტეს რომ არსად არ დამყვება – არც კაფეში, არც კინოში, არც მეგობრებთან – ძალიან ასოციალურია.

მოკლედ მისი სახლში ჯდომის გამო ძალიან დავიძაბე და მინდოდა დასასვენებლად სადმე წავსულიყავით 1 კვირით მაინც. თავიდან ბათუმში ერთად წასვლას ვაპირებდით, მაგრამ მერე მივხვდი რომ 24/7-ზე ბათუმშიც ვერ ავიტანდი ჩვენს ერთად არსებობას და ძლივს დავიყოლიე, რომ სახლში დარჩენილიყო.

წასვლამდე ბოლო დღეებში ძაღლი და კატასავით ვიყავით მართლა. ერთმანეთს ყველაფერზე ვკბენდით და ვესწერვებოდით.

სამაგიეროდ… Continue reading