Tag Archives: ნიუ იორკი

What’s Going On?

აბა თუ იცით, რით განსხვავდება ადამიანი მაიმუნისგან?

– მართალია! ადამიანს შეუძლია ბლოგი იქონიოს. :D

1 კვირაა რაც ახალ სამსახურში მივედი და ჩემმა დღის განრიგმა ქირურგიული ჩარევა განიცადა.

დილით მიწევს ადრე ადგომა, რასაც მთელი ზაფხულის განმავლობაში სასტიკად გადავეჩვიე.

შემდეგ აუცილებლად უნდა ვისაუზმო, თორემ მთელი დღის განმავლობაში ერთ ცალ ლობიანზე უნდა ვიყო. არადა ჩემთვის გაღვიძებისთანავე საუზმობა შეუძლებელია. ადგომიდან 3-4 საათის შემდეგ მშივდება.

ლანჩი ოფიციალურად არ მაქვს, იმიტომ რომ ლანჩის დროს მეწყება სამუშაო დღე – 12 საათზე. სადღაც 4-5 საათისკენ რიგ-რიგობით გავდივართ რომ რამე ვიყიდოთ, ან ერთმანეთს აბარებენ გოგოები.

რაც შეეხება გოგოებს.

სასიამოვნოდ გავოცდი, როცა აღმოვაჩინე რომ ყველა ჩემი ახალი თანამშრომელი მდედრობითი სქესის იყო.

გვყავს მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგრამ რაღაც უცნაური გრაფიკით დადის, ასე რომ დღის უმეტეს მონაკვეთში ქალების ჟრიამული ისმის ჩვენი ოთახიდან.

ძალიან კარგი თანამშრომლები შემხვდა. ამჯერად მე მგონი გამიმართლა. წინა სამსახურებთან შედარებით, თავს სამოთხეში ვგრძნობ.

სამუშაო ჯერ-ჯერობით ადვილია და არც ისე ბევრია. ჩემი ამოცანაა გავზარდო ამ ვებ-საიტის GoogleRank-ი – NYCdwellers.

მყავს ერთი ქართველი და ორი უცხოელი ბოსი. ისინი ნიუ-იორკში ცხოვრობენ და იქიდან მართავენ ამ კომპანიას.

ყოველ საღამოს მელაპარაკებიან ტელეფონზე და ახალ დავალებებს მაძლევენ.

ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო საქმეა.

greek

ერთი კვირაა, რაც Greek-ის ყურება დავიწყე. გუშინ მივამთავრე პირველი სეზონი.

სამსახურიდან მოსული 2-3 სერიას ვუყურებ ხოლმე და გულში ამას ვაბრალებ, რომ ბლოგისთვის დრო არ მაქვს.

სინამდვილეში ბლოგზე საწერიც თითქოს არაფერია.  სამსახურიდან საერთოდ ვერ ვწერ. საქმის კეთებისას ვერ ვფოკუსირდები სხვა რამეზე, თანაც “არა-ჩემი” კომპიუტერიდან ბლოგინგი საშინელებაა.

არადა 4 ესკიზი მაქვს გამზადებული რა უნდა დავწერო და მეზარებასავით…

უბრალოდ, Sex and the City

მოგესალმებით ყველას, მე zurriuss ვარ და ვინც არ მიცნობთ, ეგებ ახლა მაინც გეშველოთ :) ხუმრობა იქით იყოს და ძალიან მიხარია, რომ ამ ბლოგზე მოწვეული ბლოგერის სტატუსით ვსარგებლობ. ვნერვიულობ და თუ რაიმე ისე არ გამოვა, მომიტევეთ ;)

kinopoisk_ru-Sex-the-City-21851

მოკლედ, იყო და არა იყო რა. იყო მანჰეტენი, იყო პროგრამა СТС და მასზე გადიოდა სერიალი ზემოაღნიშნული სახელწოდებით. რა დროს სექსია–მეთქი, ვფიქრობდი :) ისე, ქართველების გადმოსახედიდან, ამ სერიალს კიდევ კარგა ხანს ეროტიკულად აღქმა უწერია. ასე იყო ჩემ გარშემოც, როცა აბიტურიენტობის პერიოდში ღამის 1 საათამდე ვიცდიდი, რომ “სექსი დიდ ქალაქში” მენახა.

მაშინ ახალი გადაწყვეტილი მქონდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება (იმ დროს ჯერ კიდევ ფაკულტეტი ერქვა) და აზრზე არ ვიყავი, რა უნდა მექნა, როგორ უნდა მეაზროვნა. ჰოდა ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად, საკუთარ თავში  სტერეოტიპებს გადავაბიჯე და პულტის #14–ს დავაჭირე. Continue reading

Golightly, Bradshaw & NY

Carrie Bradshaw's House

ქერი ბრედშოუს სახლი: Perry Str, NY

ყველაზე მძაფრად ნიუ იორკი მაშინ შევიგრძენი და მაშინ შემიყვარდა, როცა Sex and the City-ს ვუყურე.

სერიალი, რომელიც ფილმების რანგში გადის ჩემთვის, იმდენად საპატივსაცემოა… რომელიც წარუშლელია ჩემი მეხსიერებიდან და ალბათ ვერცერთი სხვა სერიალი მსგავს შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს ვერასდროს… არასდროს არ იქნებიან სხვა ქერი, შარლოტა, მირანდა და სამანტა, ვინც მსგავს გრძნობებს გამიღვიძებენ… და არასდროს იქნება ნიუ იორკი ისეთი, როგორც ამ სერიალშია. თუმცა…

გუშინწინ ტელევიზორში ვუყურე ფილმს “საუზმე ტიფანისთან” – ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით და რატომღაც მომენტებში ნიუ იორკის სუნს ვგრძნობდი, განსაკუთრებით წვიმის შემდეგ და განსაკუთრებით იმ კადრების დროს, როდესაც ჰოლი გოლაითლი ბრაზილიაში გაფრენის წინა დღეს პოლ ვარჟაკთან ერთად სეირნობს და ეუბნება: “Oh, I love New York!” Continue reading