Tag Archives: ნაგავი

უკულტურო ხარ და აღიარე!

გასაგებია, რომ ადამიანს, რომელიც თავის გადამუშავებულ ნაგავს არ აგდებს ურნაში –  არა აქვს ამის ჩვევა და კულტურა.

გასაგებია, რომ ის არ ფიქრობს ამ შემთხვევაში გარემოს დაბინძურებაზე და მსგავს ’გლობალურ თემებზე’.

გასაგებია, რომ ის არ ფიქრობს ელემენტარულად გარემოს ესთეტიურობაზე და ლამაზად შენახვაზე.

მაგრამ გაუგებარია რატომ სწყინს, როცა მას ვინმე უკულტუროს დაუძახებს? რატომ უჩნდება პროტესტის გრძნობა?

ხო დაყარე ნაგავი? ხო არ შეიწუხე თავი ურნამდე მიტანით? ხო არ გაქვს სილამაზის ან ესთეტიკის გრძნობა? ხომ არ უსწავლებიათ და ჩაუნერგავთ შენთვის ელემენტარული ჩვევები? ხომ მოგწონს ნაგავში ცხოვრება?

მაშინ რატო გწყინს ერთი ბეწო სიმართლე? რატო გამოთქვამ პრეტენზიებს?

დაყარე? გაჩუმდი! და აღიარე!

უკულტუროვ!