Tag Archives: მუსიკა

დღის სიმღერა: World of Our Own

მახსოვს ეს სიმღერა პირველად რომ მოვისმინე რადიო ფორტუნა პლუსზე, რამდენიმე კვირა ვიტანჯებოდი, სანამ არ გავიგე, შემსრულებლის და სიმღერის სახელი.

რადიო მუდამ ჩართული მქონდა იმ იმედით, რომ იქნებ რომელიმე დიჯეის გამოეცხადებინა შემსრულებლის სახელი, მაგრამ რატომღაც თავიდან იმდენად პოპულარული არ იყო და არც ხშირად უშვებდნენ. არც Request Show-ში ითხოვდნენ მსმენელები, მე კი რომც დამერეკა ვერ მოვითხოვდი, სიმღერის სახელი არ ვიცოდი…

“დღის სიმღერა” თამაში იყო ფორტუნა პლუსზე: დღის განმავლობაში სამჯერ მოულოდნელად გაიჟღერებდა რომელიმე წინასწარ არჩეული სიმღერა; ვინც ჩაუსაფრდებოდა, სიმღერის დაწყებისთანავე დარეკავდა ეთერში და იტყოდა, რომ ეს არის დღის სიმღერა, ის ხდებოდა გამარჯვებული. ერთ დღესაც სწორედ ეს სიმღერა აირჩიეს “დღის სიმღერად” …და მე ვიყავი პირველი, ვინც დარეკა და გამოიცნო.

ინტროში, მეთორმეტე წამზე, რაღაც “ღძნნნ” ხმა რომ ისმის, მაგით მქონდა დამახსოვრებული და ამის გამო მოვახერხე ყველაზე სწრაფად გამოცნობა. რაღაც პრიზებიც მოვიგე, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ასე ტანჯვა-წამებით მოპოვებული ინფორმაცია გამომადგა და დამიფასდა. მერე შემსრულებლის სახელი გავიგე და “ვესტლაიფის” ალბომიც ვიყიდე – მათი თითქმის ყველა სიმღერა მიყვარდა.

ეს ხდებოდა 13 წლის წინ. სად იყო მაშინ Youtube :(

Speechless

იმედგაცრუებული და განადგურებული ქალის ნამღერ სასიყვარულო ბალადას ჰგავს…

არადა გაგამ ეს სიმღერა თავის მამას მიუძღვნა, რომელიც 15 წლის განმავლობაში გულის ავადმყოფობით იტანჯებოდა და უნდოდა ოპერაციის გაკეთებაზე დაეყოლიებინა. 2009 წლის ოქტომბერში მან როგორც იქნა გაიკეთა ოპერაცია და გადარჩა.

იმედი

ცხოვრება კალაპოტში ჩამიდგა.

კალაპოტი ისეთი რამეა: ბევრჯერ ნავალი, გაგნებული, წინასწარ დაგეგმილი, ძალდატანებული, აუმცდარი, დაღმა მავალი, შემოსაზღვრული, სწორი, სხვის შეცდომებზე ნასწავლი, ნაკლებ შეუმცდარი…

კალაპოტი ყველას სჭირდება: რომ არ იდარდოს, რომ არ იფიქროს, რომ არ გაგიჟდეს, რომ არ იტიროს, რომ არ შეწუხდეს, რომ არ ეტკინოს…

მე არ მინდა კალაპოტი. იმდენი ფული მინდა, ეს სტაბილურობა რომ მოვიშორო.

შემოქმედებითი წვა მინდა. მინდა ვიყიდო ზეთის საღებავები და ვარდისფრად შევღებო ორი წლის წინ ნაყიდი თეთრი ტილო, ჩემს კარადაში რომ იმტვერება.

www.masoneubanks.com

www.masoneubanks.com

მინდა შეყვარებულს გადავუღო ფოტოსურათები სამოყვარულო კამერით და ჩემსავე ოთახში მოვაწყო ფოტოგამოფენა მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

დილით რომ გავიღვიძებ, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს მომიცავდეს ნაზი მუსიკა. მინდა ვსვამდე ხარისხიან ჩაის. შემეძლოს ჩემი იდეების თუნდაც მცირე ნაწილის განხორციელება. ბევრი ვწერო. ბევრი ვიკითხო და ისევ ბევრი ვწერო და სხვა არაფერი.

მაშინ ჩემი გზა სულ სხვანაირი იქნებოდა.

მაგრამ სუსტი აღმოვჩნდი. შიშებით ვარ მოცული, ისევე როგორც ყველა.

მეშინია გუშინდელი ლატარიის გათამაშების შედეგებს თუნდაც ცალი თვალით შევხედო, მაშინ როდესაც ორი ბილეთი მიდევს ჩანთაში.

მინდა, რომ იმედი მიკიაფებდეს. სანამ იმედი მაქვს ეს ტექსტიც ხომ იწერება. რადგან იმედი ყველაზე დიდი შთაგონებაა.

სასაცილოა?

მე კი ვფიქრობ, უფრო სასაცილო მარკ ცუკერბერგის ადიდასის ფლოსტებია. 2004-წლიდან.

Last 3 events I attended

Smart Club Event

ამ ღონისძიებაზე ბლოგერის სტატუსით ვიყავი მიწვეული. გათამაშებაში რაღაც პრიზებიც კი მოვიგე.

ეს ფოტო ძალიან მიყვარს – ფონზე ყვავას გამო :love:

Jazz Festival + jamsession

სამსახურში 2 ბილეთი მომცეს ჯაზ ფესტივალზე და jamsession-ზე.

ძალიან მომეწონა. არ მეგონა ჯაზით ოდესმე ასე თუ ვისიამოვნებდი.

მომავალ ჯაზ ფესტივალზე ალბათ სეზონურ აბონემენტს ვიყიდი :love:

ფილმი – The Social Network

მომეწონა. განსაკუთრებით მუსიკა. უფრო განსაკუთრებით ტყუპი ძმები. :love:

სოციალური ქსელების მომხმარებლებო, ვისაც ნანახი არ გაქვთ აუცილებლად უნდა უყუროთ.