Tag Archives: მკითხველი

პოსტი შენზე

ეს პოსტი შენზეა.

ხო სწორედ შენზე, ვინც ახლა ამას კითხულობ.

სხვა ყველა პოსტი, რომელიც აქამდე დამიწერია – ყოველ შემთხვევაში, სრული უმრავლესობა – ჩემზე იყო.

შენთვის კი არცერთი პოსტი არასდროს მომიძღვნია.

არასდროს გამომიყვია ადგილი, სადაც შეგეძლო თავი ისე გეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. არასდროს მითქვამს, რომ შენ ისევე მნიშვნელოვანი ხარ ჩემს ცხოვრებაში როგორც გამჭვირვალე სუფთა ჰაერი, ხარბად რომ ჩავისუნთქავ ან ნათელი, მზიანი დღე, გარეთ რომ გავიხედავ და გული სიხარულით ამევსება.

არასდროს მიკითხავს შენთვის, როგორ ხარ, რა გქვია, როდის არის შენი დაბადების დღე, რა გიყვარს, რა გძულს, რით ცოცხლობ, რა გიხარია და რა მიზნები გაქვს ცხოვრებაში.

ალბათ ამიტომაც არასდროს გამოგიჩენია ინიციატივა, შენს შესახებ რამე გეთქვა.

და მაინც შემოდიხარ ყოველ დღე, ჩუმად კითხულობ ჩემს ყოველ ახალ ჩანაწერს და სიტყვის უთქმელად გადიხარ.

მე კი არასდროს მითხოვია შენთვის, ხმა ამოგეღო.

ჰოდა დღეს შენი დღეა!

დღეს გთხოვ, რამე მაინც მითხრა.

შენ, რომელსაც არასდროს დაგიწერია თუნდაც ერთი კომენტარი, მაგრამ ვიცი, რომ მანდ ხარ, ვიცი, რომ გიყვარვარ, ვიცი, რომ რაღაც ძალა ყოველდღიურად გაბრუნებს ამ ბლოგზე.

იცოდე, რომ მე ვგრძნობ შენს არსებობას, მეც მიყვარხარ, მეც მამოძრავებს რაღაც ძალა, ყოველდღე ახალი ჩანაწერი დაგახვედრო!

და მაშინ, როდესაც ყველაზე აქტიური პერიოდი მაქვს, ჩემს ცხოვრებაში უამრავი ახალი რაღაც ხდება, უამრავი თემა მაქვს, რაზეც შემეძლო დღევანდელი პოსტი დამეწერა და თვით საახალწლო რეზოლუციაც კი არ გამომიქვეყნებია, აი ასეთ დროს, შენ გითმობ ასპარეზს!

მომიყევი რამე შენს შესახებ!

მითხარი, რა გქვია, რა გიყვარს, თუნდაც შენი სურათი გამომიგზავნე, ან შენი საყვარელი youtube-ს ვიდეოს ლინკი დაპოსტე, უბრალოდ გამაგებინე რომ აქ ხარ, ჩემს გვერდით.

მე კი ჩუმად გვერდით გავდგები და ისეთი ყურადღებით მოგისმენ, როგორიც არასდროს გამომიხატავს შენს მიმართ.

მე ვფიქრობ, რომ შენ ამას ნამდვილად იმსახურებ.

#11: რევიუ-პოსტი (Review – Post)

ამ გაკვეთილის მიზანია, დაგანახოთ თუ რატომ არის რევიუ-პოსტები პოპულარული მკითხველებში და როგორ იწერება კარგი რევიუ-პოსტი.

დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანმა იცის რა არის review (ანუ მიმოხილვა).

ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს არაერთხელ დაუწერია რევიუ-პოსტი. ზოგი კი მხოლოდ მიმოხილვების წერით შემოიფარგლება. ასეთი ბლოგის ნათელი მაგალითია  ნიკა ესებუას (იგივე ლეონარდ შელბი) ბლოგი – Faukclub.

მეც არა ერთხელ დამიწერია რევიუები და მათ უზარმაზარი გამოხმაურებაც მოჰყოლია. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, უფრო ხშირად რომ ვწერო მიმოხილვითი პოსტები, ჩემი მკითხველების რაოდენობა გაცილებით სწრაფად გაიზრდებოდა.

ჩემი რევიუ-პოსტები (რაც მახსენდება):

რა სარგებლობა მოაქვს რევიუებს მკითხველისთვის?

ამ გაკვეთილების განმავლობაში ალბათ ხშირად მიხსენებია, რომ თუ გსურთ გყავდეთ ბევრი მკითხველი და იყოთ წარმატებული ბლოგერი, უნდა წეროთ მკითხველისთვის სასარგებლო და გამოსადეგ თემებზე.

ინტერნეტში მოხეტიალე ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს რჩევებსა და განხილვებს ამა თუ იმ პროდუქტისა და მომსახურების შესახებ. Continue reading

#9: გადაჭერი მკითხველის პრობლემა

ეს გახლავთ რიგით მეცხრე გაკვეთილი პოსტების სერიაში 30 გაკვეთილი პროფესიონალური ბლოგინგისთვის.

magicbox

თეორია

დღევანდელი თქვენი გაკვეთილი ეხება, მკითხველისთვის პრობლემის გადაჭრას.

ამ ‘დავალებას’ ბევრი წარმატებული ბლოგერი ყოველდღიურად თავისი სურვილით ასრულებს.

მათი მოტივაციაა:

  1. მკითხველებზე შთაბეჭდილების მოხდენა
  2. მკითხველების მოტივირება მეორედაც დაბრუნდნენ ბლოგზე
  3. მკითხველების მოტივირება გაავრცელონ ბლოგი მეგობრებში

პრობლემების აღმოჩენის 6 მეთოდი

1. გადაჭერით საკუთარი პრობლემები

მშვენივრად მოახერხა ეს ჩვენმა მეგობარმა ბლოგერმა – კიკიტომ, როდესაც დაწერა პოსტი Email Me from Blogger.

კიკიტოს გაუჩნდა სურვილი გაეკეთებინა ბლოგის sidebar-ში ისეთი ბმული რომელზე დაწკაპუნებითაც მკითხველი პირდაპირ მისწერდა მას იმეილს. Continue reading

Updated: ახლა თქვენი მხარდაჭერა ისე მჭირდება, როგორც არასდროს!!!

  1. დააჭირეთ აქ

  2. მოძებნეთ სიაში Sweet.ge

  3. მონიშნეთ მრგვალი წერტილი და დააჭირეთ Vote-ს

  4. დატოვეთ კომენტარი პოსტის ბოლოს თუ ვის მიეცით ხმა!

ძალიან გთხოვთ, კომენტარი დამიტოვეთ იმათაც, ვინც უკვე მომეცით ხმა. რადგან სხვა იუზერები ბრალს მდებენ პროქსის იყენებო!!! Continue reading