Tag Archives: მიყვარხარ

პოსტი შენზე

ეს პოსტი შენზეა.

ხო სწორედ შენზე, ვინც ახლა ამას კითხულობ.

სხვა ყველა პოსტი, რომელიც აქამდე დამიწერია – ყოველ შემთხვევაში, სრული უმრავლესობა – ჩემზე იყო.

შენთვის კი არცერთი პოსტი არასდროს მომიძღვნია.

არასდროს გამომიყვია ადგილი, სადაც შეგეძლო თავი ისე გეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. არასდროს მითქვამს, რომ შენ ისევე მნიშვნელოვანი ხარ ჩემს ცხოვრებაში როგორც გამჭვირვალე სუფთა ჰაერი, ხარბად რომ ჩავისუნთქავ ან ნათელი, მზიანი დღე, გარეთ რომ გავიხედავ და გული სიხარულით ამევსება.

არასდროს მიკითხავს შენთვის, როგორ ხარ, რა გქვია, როდის არის შენი დაბადების დღე, რა გიყვარს, რა გძულს, რით ცოცხლობ, რა გიხარია და რა მიზნები გაქვს ცხოვრებაში.

ალბათ ამიტომაც არასდროს გამოგიჩენია ინიციატივა, შენს შესახებ რამე გეთქვა.

და მაინც შემოდიხარ ყოველ დღე, ჩუმად კითხულობ ჩემს ყოველ ახალ ჩანაწერს და სიტყვის უთქმელად გადიხარ.

მე კი არასდროს მითხოვია შენთვის, ხმა ამოგეღო.

ჰოდა დღეს შენი დღეა!

დღეს გთხოვ, რამე მაინც მითხრა.

შენ, რომელსაც არასდროს დაგიწერია თუნდაც ერთი კომენტარი, მაგრამ ვიცი, რომ მანდ ხარ, ვიცი, რომ გიყვარვარ, ვიცი, რომ რაღაც ძალა ყოველდღიურად გაბრუნებს ამ ბლოგზე.

იცოდე, რომ მე ვგრძნობ შენს არსებობას, მეც მიყვარხარ, მეც მამოძრავებს რაღაც ძალა, ყოველდღე ახალი ჩანაწერი დაგახვედრო!

და მაშინ, როდესაც ყველაზე აქტიური პერიოდი მაქვს, ჩემს ცხოვრებაში უამრავი ახალი რაღაც ხდება, უამრავი თემა მაქვს, რაზეც შემეძლო დღევანდელი პოსტი დამეწერა და თვით საახალწლო რეზოლუციაც კი არ გამომიქვეყნებია, აი ასეთ დროს, შენ გითმობ ასპარეზს!

მომიყევი რამე შენს შესახებ!

მითხარი, რა გქვია, რა გიყვარს, თუნდაც შენი სურათი გამომიგზავნე, ან შენი საყვარელი youtube-ს ვიდეოს ლინკი დაპოსტე, უბრალოდ გამაგებინე რომ აქ ხარ, ჩემს გვერდით.

მე კი ჩუმად გვერდით გავდგები და ისეთი ყურადღებით მოგისმენ, როგორიც არასდროს გამომიხატავს შენს მიმართ.

მე ვფიქრობ, რომ შენ ამას ნამდვილად იმსახურებ.

I invent U

17022009866რა ბედის პატრონი უნდა იყო, რომ ქმარი/ოჯახის წევრები დაარწმუნო გაიღონ თანხები აივნის მისაშენებლად, მერე იმდენი ქნა, რომ გარედან ვარდისფრადაც შეაღებინო და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს შენს ნალოლიავებ ვარდისფერ აივანს მერიის მიერ მოგზავნილი მეხანძრეების და მუშების მთელი არმია შეესიოს და ჩამოგიშალონ.

როცა ამ აივნის მშენებლობა დაასრულეს და შეღებვა დაიწყეს, ვფიქრობდი, რა ბედნიერია მისი პატრონი… ახლა, როცა დაუნგრიეს, მაინც არ შემიძლია ვიფიქრო, რომ ბედნიერი არ არის.

და ის ამოუშენებელი კარები, რომელიც პირდაპირ მეექვსე სართულის იმაღლეზე ჰაერში გამოდის, ისეთი იმედის ნაპერწკალით მავსებს რამდენჯერაც შევხედავ… თითქოს აივნის ხელმეორედ აშენებას ელოდებაო.

მე ხომ ბლოგებზე გარეკილი მაქვს.. ხოდა, ხანდახან ადამიანებს ვუყურებ ქუჩაში და ვცდილობ მათი ბლოგები წარმოვიდგინო. “აი, შენ რომ ბლოგი გქონოდა, ნამდვილად მოღუშული ბლოგი იქნებოდა. თეთრი ნაწერით შავ ფონზე და ვერავინ ვერაფერს წაიკითხავდა… სურვილიც არავის ექნებოდა. რა საცოდავი ხარ… იცოდი?”

ზოგი კი ისეთი მხვდება, ბლოგთან კი არა ადამიანთან ვერ დააკავშირებ… Continue reading

Best Wallpapers Ever

მოგეხსენებათ, ვაგროვებ ლამაზ ვოლპეიპერებს.

დღეს უმაგრეს საიტს მივაგენი: Vladstudio.com

შესაძლოა ბევრმა უკვე იცის ამ საიტის არსებობა, მაგრამ ვინც არ იცოდით, აუცილებლად შედით და დაათვალიერეთ.
არ არსებობს, რომ მათი რომელიმე პროდუქტი მაინც არ მოგეწონოთ. ვოლპეიპერების გარდა აქვთ დესქტოპის საათები, პოსტკარდები და სხვა რაღაცეები.

ამჯერად ვოლპეიპერებზე შევჩერდები. ჯობს გაადიდოთ სათითაოდ, რომ მთელი სილამაზე და ხარისხი შეიგრძნოთ ;)

[ყველა ფაილი ატვირთულია Sweet.ge-ს სერვერზე. რა მაგარია 150 GB ჰოსტი :love:]

სიყვარული

ვიღაცის ბლოგზე ვიპოვე და მომეწონა…

”მე სატანა ვარ, რომელიც შენს სულში შემოვიჭერი, თვალებით თვალებში შემოვედი, თითებით შენს უგრძეს და ოქროსფერ თმებში, ენით ტუჩებზე, სუნთქვით სუნთქვაში, მოვიარე შენი სული, ხარბად შევისუნთქე შენი სურნელი და ჩემი ნაკვალევი დავტოვე შენში…
მომინდი, და მოგინდი… იმიტომ, რომ შენც სატანა ხარ, თვალებით შემოხვედი ჩემს თვალებში, მოიარე მთელი სული და სხეული, კოცნით გაშანთე ჩემი თითოეული სისხლძარღვი და შენი ნაკვალევი დატოვე ჩემში…
და მე გაქცევა მომინდა შორს, ძალიან შორს, მზესთან, მაგრამ მზეს არ ეცალა, წითელი ზღვის ფსკერზე იყო ჩასული და ეძინა. ვერ გავიქეცი. ჩემმა გულმა საკუთარი ხელით დაილურსმა თავი შენს ნაკვალევზე, შიმშილობა გამოაცხადა და დაიძინა.
ჩემი გული იესოა შენზე გაკრული… მიყვარხარ…”


Love by ~dreaming-star on deviantART