Tag Archives: მიყვარს

როგორ ფიქრობთ…

ამას წინათ ერთ ფილმს ვუყურე სადაც ასეთი შეკითხვა დაუსვეს ერთ-ერთ მთავარ გმირს:

რომელს აირჩევდი, საერთოდ არ გყავდეს მეგობრები, თუ გყავდეს ბევრი მეგობარი, რომლებიც სინამდვილეში ვერ გიტანენ?

ფილმი თვითონ დიდად არაფერი (შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან) მაგრამ ამ ფრაზამ ჩამაფიქრა და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი…

საერთოდ რას ნიშნავს  ქალისთვის იყო კარგი მეგობარი? Doesn’t it mean, რომ იდგე მუდამ მის გვერდით, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მხარი დაუჭირო, თუნდაც დამნაშავე იყოს რამეში, საზოგადოებაში არასდროს დასცინო, პირიქით, უხერხულობას აარიდო,  გაუგო ყველაფერი და როცა საჭიროა, სასარგებლო რჩევები მისცე, გიხაროდეს მისი სიხარული და გაწუხებდეს მისი საწუხარი?

მე ყოველთვის ასე მესმოდა და ჩემს საუკეთესო მეგობრებთანაც ასეთი ურთიერთობები მაქვს. ხანდახან მიკვირს, ამ სამ ადამიანს, ვისაც ჩემს დაქალებს ვუწოდებ, როგორ შეუძლია, ყველაფერი მაპატიონ და ისე ვუყვარდე, როგორც ვუყვარვარ… და ამ სიყვარულს არანაირად არ ვაბრალებ ჩემს ‘იდეალურობას’, არამედ ვუმადლი მათ მეგობრობის უნარს. მე არ ვარ სრულყოფილება, მაგრამ 100%-ით ვთვლი, რომ ისინი ნამდვილი მეგობრები არიან.

ზოგ ქალს მეგობრობა არ შეუძლია. ხო, არსებობენ ეგეთი ქალებიც, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ სხვა მდედრის გვერდით დგომა და ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება ადამიანი, რომელთანაც მეგობრობა ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის მეგონა, რომ მასაც უნდოდა, და ყოველთვის ჩემზე მაღლა ვაყენებდი და დიდ პატივს ვცემდი, აღმოჩნდეს, რომ სინამდვილეში ვერ მიტანს. Continue reading

I invent U

17022009866რა ბედის პატრონი უნდა იყო, რომ ქმარი/ოჯახის წევრები დაარწმუნო გაიღონ თანხები აივნის მისაშენებლად, მერე იმდენი ქნა, რომ გარედან ვარდისფრადაც შეაღებინო და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს შენს ნალოლიავებ ვარდისფერ აივანს მერიის მიერ მოგზავნილი მეხანძრეების და მუშების მთელი არმია შეესიოს და ჩამოგიშალონ.

როცა ამ აივნის მშენებლობა დაასრულეს და შეღებვა დაიწყეს, ვფიქრობდი, რა ბედნიერია მისი პატრონი… ახლა, როცა დაუნგრიეს, მაინც არ შემიძლია ვიფიქრო, რომ ბედნიერი არ არის.

და ის ამოუშენებელი კარები, რომელიც პირდაპირ მეექვსე სართულის იმაღლეზე ჰაერში გამოდის, ისეთი იმედის ნაპერწკალით მავსებს რამდენჯერაც შევხედავ… თითქოს აივნის ხელმეორედ აშენებას ელოდებაო.

მე ხომ ბლოგებზე გარეკილი მაქვს.. ხოდა, ხანდახან ადამიანებს ვუყურებ ქუჩაში და ვცდილობ მათი ბლოგები წარმოვიდგინო. “აი, შენ რომ ბლოგი გქონოდა, ნამდვილად მოღუშული ბლოგი იქნებოდა. თეთრი ნაწერით შავ ფონზე და ვერავინ ვერაფერს წაიკითხავდა… სურვილიც არავის ექნებოდა. რა საცოდავი ხარ… იცოდი?”

ზოგი კი ისეთი მხვდება, ბლოგთან კი არა ადამიანთან ვერ დააკავშირებ… Continue reading