Tag Archives: მიზეზები

3 მიზეზი თუ რატომ ვერ იძინებ

“Think in the morning. Act in the noon. Eat in the evening. Sleep in the night.” — William Blake

დაახლოებით 5 წლის წინ, ჩემი ფეისბუქის მეგობრები ტენდენციურად ინსომნიაკობდნენ. გახსოვთ ეგ დრო? :) თითქოს უძილობა მოდაში იყო. ყველა წუწუნებდა, რომ ვერ იძინებდნენ და სინამდვილეში დილის 5 საათამდე სერიალებს უყურებდნენ ან სხვა “ინსომნიაკ” მეგობრებს ეჩატავებოდნენ.

მაგრამ ეს პოსტი სხვა ადამიანებისთვისაა – მათთვის, ვისთვისაც ხარისხიანი ძილი გადამწყვეტია ბედნიერებისათვის.

როცა ღამე კარგად არ მძინავს, მეორე დღეს, გარდა იმისა რომ იმდენივე საქმეს ვერ ვაკეთებ, რამდენსაც კარგად გამოძინებული გავაკეთებდი, ასევე მერღვევა ვარჯიშისა და კვების რეჟიმი, ცუდ ხასიათზე ვარ და გარშემო ყველას ვეჩხუბები. გეცნობათ სიტუაცია?

ჰარვარდის კვლევებით დამტკიცდა, რომ პროდუქტიულობა და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება ხარისხიანი ძილის პირდაპირპროპორციულია. თუ ღამით ვერ იძინებ, ამას თავისი ბიოქიმიური მიზეზები აქვს. მოდი, განვიხილოთ სამი მათგანი.

1. ზედმეტი კოფეინი

როცა დღის განმავლობაში მეტისმეტ ყავას სვამ, ღამე დაძინება აუცილებლად გაგიჭირდება. შეამცირე კოფეინის დოზა ერთ ესპრესომდე (ან მის ექვივალენტამდე) ან სულაც უკოფეინო ყავაზე გადადი. მე მაგალითად უკოფეინო ყავას და ჩვეულებრივს შორის განსხვავებას საერთოდ ვერ ვამჩნევ. :)

ასევე, დააკვირდი, დღის რომელ ნაწილში იღებ კოფეინს. ზოგიერთი ბიოჰაკერი ყავას დღის 2 საათის შემდეგ საერთოდ აღარ სვამს. თუმცა, წარმომიდგენია, რომ შეიძლება ზოგი ადამიანი დღის მეორე ნახევარში უფრო ეტანება კოფეინს, “გამოსაფხიზლებლად”. არასწორი სტრატეგიაა. აჯობებს ღამით კარგად გამოვიძინოთ, რომ მეორე დღეს კოფეინი აღარ დაგვჭირდეს.

2. გვიან ვარჯიში

როცა სამსახურიდან გვიან გამოდიხარ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებ ჯანმრთელობაზე აქტიურ ზრუნვას, შესაძლოა ამან ძილის რეჟიმი დაგირღვიოს. ვარჯიშის დროს კალორიების დიდ დანახარჯს წევ, მაგრამ ამასთანავე მხნეობა გემატება და ზოგჯერ ენერგიის მოზღვავებასაც კი გრძნობ. თუ ძილის პრობლემა გაქვს და გვიან ვარჯიშობ ხოლმე, ვარჯიში დილის საათებში გადაიტანე ან მინიმუმ დაძინებამდე 4-5 საათით ადრე.

3. ზედმეტი კალორიები

როცა დღის განმავლობაში იმაზე მეტ კალორიას ვიღებ, ვიდრე ვხარჯავ, საღამოს ჯერ კიდევ ენერგიულად ვგრძნობ ხოლმე თავს და მიჭირს გონების გათიშვა.

თუ შენც ასე ხარ, ყურადღება მიაქციე კვების რაციონს. ინტერესის გულისთვის, დაიწყე კალორიების დათვლა ერთი კვირის განმავლობაში და შეამოწმე მოქმედებს თუ არა ეს შენი ძილის რეჟიმზე.


თუ დარწმუნებული ხარ, რომ ამ მიზეზებიდან არცერთი არ არის შენი უძილობის მიზეზი, სასურველია კარგად გამოიკვლიო ძილის ბიოქიმია ან სპეციალისტს მიმართო. ძილის მოწესრიგება წარმატების მისაღწევისკენ გადადგმული პირველი უდიდესი ნაბიჯია.

შენ რამდენ საათს გძინავს და რომელზე იღვიძებ დილაობით?

Photo credit: Benjamin Combs

#2: დააკვირდით სტატისტიკას

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩემს პროექტში – “30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს” – მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

პირველი გაკვეთილი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ: #1: პრეზენტაცია ლიფტისთვის

Clip Art Graphic of a Pink Guy Characterდღეს წარმოგიდგენთ მეორე თემას და დავალებას, რომელიც სტატისტიკას და მის ანალიზს შეეხება.

სანამ პრაქტიკულ დავალებაზე გადავალთ, პირველ რიგში თეორია გავიაროთ და ჩამოვთვალოთ ის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ბლოგის სტატისტიკურ მონაცემებში:

1. უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა

მნიშვნელობა: ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. იგი გვიჩვენებს თუ რამდენი განსხვავებული IP დაფიქსირდა ბლოგზე ერთი დღის განმავლობაში.

როგორ გავიგოთ: უნიკალური ვიზიტორების შეტყობა შეგიძლიათ Top.ge-ს მთვლელიდან ან Google Analitycs-დან.

2. გვერდების ნახვების რაოდენობა

მნიშვნელობა: რამდენი გვერდი დაათვალიერეს დღის/კვირის/თვის განმავლობაში.

როგორ გავიგოთ: Google Analitycs და Top.ge Continue reading

#1: “პრეზენტაცია ლიფტისთვის”

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩემს ახალ პროექტში – “30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს” – მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

დღეს წარმოგიდგენთ პირველ თემას და გაკვეთილს, რომელიც შედგება როგორც თეორიული, ისე – პრაქტიკული ნაწილისგან.

წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს დავალება უმნიშვნელოვანესია მთელი კურსის მსვლელობისთვის და ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მას.

elevator-pitch

თეორია

თქვენი დღევანდელი დავალება იქნება დაწეროთ თქვენივე ბლოგის “პრეზენტაცია ლიფტისათვის” (Elevator Pitch). ეს ტერმინი პირდაპირ იმიტომ ვთარგმნე, რომ მისი ქართული შესატყვისი ჯერ არ შემხვედრია. ერთ-ორ მარკეტინგში გარკვეულ ადამიანსაც ვკითხე და მათაც ვერ გაიხსენეს რაიმე ზუსტი შესატყვისი. ამიტომ იყოს მარტივად – ლიფტის პრეზენტაცია.

ახლავე მოგახსენებთ რას წარმოადგენს იგი.

პრეზენტაცია ლიფტისათვის ეს გახლავთ იდეის, პროდუქტის, მომსახურების ან პროექტის მოკლე აღწერა. სახელიც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს აღწერა სიტყვიერად უნდა ჩაეტიოს იმ დროში რასაც ადამიანი ლიფტით მგზავრობას ანდომებს (30 წამი ან 100-150 სიტყვა).

განმარტება ინლისურ ენაზე იხილეთ აქElevator’s Pitch

განმარტება რუსულ ენაზე იხილეთ აქПрезентация для лифта

ამ ყველაფრის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი სიტუაციისთვის წინასწარ მოფიქრებული გქონდეთ იმ საქმის მოკლე, ზუსტი და მკაფიო აღწერილობა, რასაც აკეთებთ.
Continue reading