Tag Archives: მერვე კლასი

the Boy who winked

იმ დღეს გადავწყვიტე იმეილზე სპამი და არასაჭირო წერილები წამეშალა. ის იყო შევუდექი, რომ ადნაკლასნიკებიდან მოსულ წერილებს წავაწყდი ნაგვის ყუთში. გამახსენდა, ადრე დავბლოკე ადნაკლასნიკიდან მოსული ფოსტა და ისე დავაყენე რომ ავტომატურად ნაგვის ყუთში ჩავარდნილიყო. თანაც სულ არ მახსოვდა ეს ამბავი…

მერე პაროლი დამავიწყდა და აღსადგენად წერილი რომ იგზავნებოდა ინბოქსში ვერ ვპოულობდი. ამიტომ დაახლოებით 4 თვეა ადნაკლასნიკის ექაუნთზე არ შევსულვარ. დღეს კი ის წერილები რომ ვიპოვე, დამაინტერესა რა ხდებოდა ჩემს მიტოვებულ ექაუნთზე და შევედი…

დამხვდა აუარება Friend Request-ი, 2 თვის წინანდელი დაბადების დღის მოლოცვები, სურათების შეფასებები, და ასე შემდეგ. მხოლოდ ერთმა წერილმა მიიქცია ჩემი ყურადღება ინბოქსში.

“შენ [ჩემი სკოლის სახელი]-ში არ სწავლობდი?” – წერილი მოკლე იყო, ფრიად კონკრეტული. მეც პასუხად მივწერე რომ კი ვსწავლობდი და გადავწყვიტე უცნობი ნაცნობის ფოტოგალერეა დამეთვალიერებინა, რათა გამეგო რომელმა სკოლელმა მომაგნო ამჯერად. Continue reading