Tag Archives: ლინკი

ჩარგალი

გამგზავრება

9-ს რომ 15 აკლდა დევიმ დამირეკა. ზუსტად 2 წუთის გახელილი მქონდა თვალები. უაზროდ ჭერს მივშტერებოდი და ვიხსენებდი ვინ ვიყავი, რა დღეა, სად ვარ და რატომ რეკავს ეს მაღვიძარა. დევის ხმამ გამომაფხიზლა და ისეთი სისწრაფით დავიწყე ჩაცმა, ჩანთის ჩალაგება და თან ჭამა, რომ გაოცებულმა დედაჩემმა ერთი მომაძახა “რამე არ დაგრჩეს” და “არ დააგვიანოო”. მეტის თქმას მაინც ვერ მოასწრებდა.

სასწრაფოდ ტაქსში ჩავხტი და შეხვედრის ადგილისკენ ანუ – სპორტის სასახლისკენ გავეშურე.

შეხვედრის ადგილზე 9 ბლოგერი დამხვდა: ლეონსიო, დევი, Kate Alukard, Doody, წყარო, ბექა, ჰექსე, ნიკა და კნუტი.

გვაკლდა მხოლოდ ლანდიშა და ფსიქე. ფსიქეც მალევე მოვიდა. ლანდიშა კი, რომ გადავურეკეთ ახალი გაღვიძებული აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ მისთვის სახლში გაგვევლო.

ლეონსიო, ბექა, წყარო, ალუკარდი, დათო, დევის ნაწილი

ლეონსიო, ბექა, წყარო, ალუკარდი, Doody, დევის ნაწილი

წყარო, ჰექსე, დათო, ალუკარდი, კნუტი

წყარო, ჰექსე, Doody, ალუკარდი, კნუტი

ყველაზე მეტად ბაზარში საჭმლის ყიდვის პროცესი გაიწელა. ლეონსიო ბექა და ნიკა წავიდნენ. ჩვენ სამარშუტო ტაქსში დავრჩით. დაგვცხა, მოგვწყურდა, საწყალი ლანდიშაც თურმე ტრასაზე გველოდებოდა იმდენი ხანი, მაგრამ “ესეც გაივლისო” უთქვამს ბრძენს და 12 საათი იქნებოდა როცა თბილისიდან გავედით. ეს კი მართლა ღირდა ამდენ ლოდინად.

ლეონსიო და ბექა

ლეონსიო და ბექა

მე და დევი ერთად ვისხედით და ბლოგის ბრენდინგზე, განვითარებაზე და სტრატეგიებზე ვსაუბრობდით. მერე გლამურულ თემებს და ჟურნალ კოსმოპოლიტენსაც გადავწვდით. ორივე იქ ვმუშაობდით. საუბარმა ისე გაგვიტაცა და გზა ისე გაილია, ვერც გავიგე. ამასობაში ჟინვალის წყალსაცავს მივადექით და მცირე ფოტოგრაფიულ-ბლოგერული შესვენების მოწყობა გადავწყვიტეთ. Continue reading

#7 იპოვეთ მეგობარი ბლოგერი

ეს პოსტი ეძღვნება ჩემს მეგობარ ბლოგერს!

ეს არის მეშვიდე გაკვეთილი პოსტების სერიაში: 30 გაკვეთილი უკეთესი ბლოგისთვის

დღევანდელი გაკვეთილი შეეხება ბლოგერების მეგობრობას… ამას წინათ ვდარდობდი ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი არ უყვართ მეთქი, ჰოდა დროა დამეგობრდეთ, მეგობრებო :D

თეორია

თუ გსურთ წარმატებული და პოპულარული ბლოგი გქონდეთ, იპოვნეთ ადამიანი (ან ადამიანები), ვინც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. მერწმუნეთ, სხვა ბლოგერთან ძალების გაერთიანებით დიდ ხეირს ნახავთ.

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვყავდეს მეგობარი ბლოგერი: (წყარო)

1. მას შეუძლია შეაფასოს თქვენი პოსტი მის გამოქვეყნებამდე

– უამრავჯერ მიჩვენებია ზოგიერთი პოსტი გამოქვეყნებამდე თინისთვის. უამრავჯერ მოუცია მას შენიშვნა და უამრავჯერ გადამიხდია მისთვის მადლობა ამის გამო. ასევე პირიქით, ის მაჩვენებს ხოლმე თავის პოსტებს და მე ვეუბნები, რა შეიძლებოდა სხვანაირად დაეწერა.

2. იგი ყოველთვის მოგისმენთ და გაიგებს თქვენს სიტუაციას

– ხანდახან არ ღირს ხოლმე ძალიან გაბრაზებული პოსტების დაწერა. როცა ეს მინდება, უბრალოდ ვრთავ მესინჯერს და ვინმეს ვუყვები ყველაფერს. თუ თქვენც იგივეს გააკეთებთ და ეს ვინმე – მეგობარი ბლოგერი აღმოჩნდება – დამიჯერეთ, არ წააგებთ. პირველ რიგში, ის გირჩევთ საერთოდ ღირს თუ არა ამაზე დაწერა, მეორე რიგში, უამრავ რჩევას მოგცემთ კონკრეტულად სიტუაციის შესახებ და მესამე რიგში, პირველი იქნება, ვინც დააკომენტებს პოსტზე – ეს კი ნამდვილად სასიხარულოა.

3. თქვენ შეგიძლიათ რაიმე პროექტის ერთად დაწყება

– მე და თინი საათობით ვმჯდარვართ და პროექტებზე გვიფიქრია. მართალია, მას ყოველთვის ეზარება რაღაცეების კეთება, მაგრამ მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომელიმე ჩემს მომავალ პროექტში ისე ჩავითრიო, რომ ვეღარ ამოძვრეს.

4. ის აუცილებლად დაგლინკავთ თავის პოსტებში, თქვენ დალინკავთ მას თქვენსაში.

5. თქვენ შეგეძლებათ გაავრცელოთერთმანეთის პოსტები სოციალურ ქსელებში

6. თქვენ შეგეძლებათ ერთმანეთის ქომიუნითი-ების გაზიარება

– ო, ეს ძალიან საინტერესო პუნქტია. მე და ჩემი მეგობარი ბლოგერი სხვადასხვა სამყაროებს მივეკუთვნებით. თვით ონლაინ სოციუმებიც კი არ გვაქვს საერთო. მე – ანტიკური Forum.ge-ელი ვარ, ის კი თსუ-ს ფორუმის ძირძველი შთამომავალი. ასე და ამგვარად ხვდებოდა თურმე ჩემი პოსტების ლინკები რაღაც პერიოდის განმავლობაში თსუ-ს ფორუმზე, ისე რომ მე აზრზეც არ ვიყავი. ჰეჰეე…

7. ერთმანეთს დაეხმარებით მოტივაციის შენარჩუნებაში

– რაც მახსენდება… ამას გადახედეთ after კრიზის.

8. შეგეძლებათ ერთმანეთის ბლოგებზე გესტ-პოსტების წერა

– იხილეთ ჩემი პოსტი თინის ბლოგზე, რომელიც ერთ-ერთი რეიტინგული გახდა მის ბლოგზე, ყოველ შემთხვევაში 37 კომენტარი აქვს.

9. შეგიძლიათ ერთმანეთის უნიკალური ტალანტების გაზიარება

– მოგეხსენებათ, ძალიან კარგად გამომდის კოდებთან ურთიერთობა. შესაბამისად, თინის ბლოგს უმეტესწილად მე ვუვლი ხოლმე, ან პრობლემების არსებობის შემთხვევაში – ვეხმარები. სამაგიეროდ მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ფოკუსირებული ვარ ჩემი ბლოგის ტექნიკურად გამართვაზე და კოდებში ვიხლართები, ის ბევრი კრეატიული იდეებით მამარაგებს.

10. თქვენს განკარგულებაში ორჯერ უფრო მეტი ბლოგერული ძალა იქნება

– რაც ნიშნავს: +1 Like facebook-ზე, +1 ბლოგროლ.გე-ზე ან +1 ხმა ნებისმიერ ბლოგერულ შეხლა-შემოხლაში.

Continue reading

ბლოგის მონეტარიზაცია

უკვე ერთ წელზე მეტია რაც ბლოგს აწარმოებ და ჯერ ამ საქმიანობიდან ერთი ცენტიც არ მიგიღია? მაშ ეს პოსტი უნდა წაიკითხო.

უცხოურ ბლოგებზე იმის გარდა არაფერი იწერება, თუ როგორ შემოსავლებს იღებენ პოპულარული ბლოგერები.

მას შემდეგ რაც გადაწყვეტ, რომ არცთუ უსაფუძვლოდ გაქვს პრეტენზია ბლოგიდან მიღებულ შემოსავლებზე, აუცილებელია მოძებნო შუამავალი რეკლამის განმთავსებელსა და შენს შორის.

ასეთი შუამავლები ბევრია, თუმცა ზოგან რეგისტრაცია დახურულია და მხოლოდ მიწვეული ბლოგერებისთვის არის გახსნილი. ჩვენ თავი დავანებოთ დახურული რეგისტრაციის მქონე სერვისებს და მივხედოთ გახსნილებს.

პირველი სერვისი, რომელიც რეკლამის განმთავსებლებთან შუამავლობას სთავაზობს ბლოგერების, გახლავთ – რომელიც მუშაობს შემდეგ პრინციპზე:

  1. დარეგისტრირდები საიტზე
  2. დაამატებ შენს ბლოგს
  3. დაელოდები სისტემაში ავტორიზაციას
  4. მეილზე მოგივა დავალებები
  5. რომლებიც უნდა შეასრულო, შენს ბლოგზე სტატიების დაწერის სახით.

სტატიებზე ანაზღაურება 1$-იდან იწყება და ადის 1000$-მდე. რაც დამოკიდებულია ისევ და ისევ დამკვეთის სოლიდურობაზე, ბლოგის პოპულარობაზე და რანკებზე. Continue reading