Tag Archives: ლანჩი

What’s Going On?

აბა თუ იცით, რით განსხვავდება ადამიანი მაიმუნისგან?

– მართალია! ადამიანს შეუძლია ბლოგი იქონიოს. :D

1 კვირაა რაც ახალ სამსახურში მივედი და ჩემმა დღის განრიგმა ქირურგიული ჩარევა განიცადა.

დილით მიწევს ადრე ადგომა, რასაც მთელი ზაფხულის განმავლობაში სასტიკად გადავეჩვიე.

შემდეგ აუცილებლად უნდა ვისაუზმო, თორემ მთელი დღის განმავლობაში ერთ ცალ ლობიანზე უნდა ვიყო. არადა ჩემთვის გაღვიძებისთანავე საუზმობა შეუძლებელია. ადგომიდან 3-4 საათის შემდეგ მშივდება.

ლანჩი ოფიციალურად არ მაქვს, იმიტომ რომ ლანჩის დროს მეწყება სამუშაო დღე – 12 საათზე. სადღაც 4-5 საათისკენ რიგ-რიგობით გავდივართ რომ რამე ვიყიდოთ, ან ერთმანეთს აბარებენ გოგოები.

რაც შეეხება გოგოებს.

სასიამოვნოდ გავოცდი, როცა აღმოვაჩინე რომ ყველა ჩემი ახალი თანამშრომელი მდედრობითი სქესის იყო.

გვყავს მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგრამ რაღაც უცნაური გრაფიკით დადის, ასე რომ დღის უმეტეს მონაკვეთში ქალების ჟრიამული ისმის ჩვენი ოთახიდან.

ძალიან კარგი თანამშრომლები შემხვდა. ამჯერად მე მგონი გამიმართლა. წინა სამსახურებთან შედარებით, თავს სამოთხეში ვგრძნობ.

სამუშაო ჯერ-ჯერობით ადვილია და არც ისე ბევრია. ჩემი ამოცანაა გავზარდო ამ ვებ-საიტის GoogleRank-ი – NYCdwellers.

მყავს ერთი ქართველი და ორი უცხოელი ბოსი. ისინი ნიუ-იორკში ცხოვრობენ და იქიდან მართავენ ამ კომპანიას.

ყოველ საღამოს მელაპარაკებიან ტელეფონზე და ახალ დავალებებს მაძლევენ.

ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო საქმეა.

greek

ერთი კვირაა, რაც Greek-ის ყურება დავიწყე. გუშინ მივამთავრე პირველი სეზონი.

სამსახურიდან მოსული 2-3 სერიას ვუყურებ ხოლმე და გულში ამას ვაბრალებ, რომ ბლოგისთვის დრო არ მაქვს.

სინამდვილეში ბლოგზე საწერიც თითქოს არაფერია.  სამსახურიდან საერთოდ ვერ ვწერ. საქმის კეთებისას ვერ ვფოკუსირდები სხვა რამეზე, თანაც “არა-ჩემი” კომპიუტერიდან ბლოგინგი საშინელებაა.

არადა 4 ესკიზი მაქვს გამზადებული რა უნდა დავწერო და მეზარებასავით…

“პრაგოსის” პირველი ელჩები

დღეს ძალიან მაგარი რაღაც შეგვემთხვა მე და თინის! :love:

ექსტერიერი

ექსტერიერი

მას შემდეგ რაც კავკაზუსში 2 დომენი შევიძინე, პეროვსკაიაზე გავისეირნეთ. უფრო სწორად ფეხებმა წაგვიყვანა იქითკენ. ცოტა მოშიებულებიც ვიყავით და განზრახული გვქონდა სადმე ჩაი დაგველია. თორე პეროვზე რო წესიერად დანაყრდე შეიძლება სული არა მაგრამ ჯიბე გაგძვრეს :D თინის ვეუბნები მომშივდა მეთქი და თინიმ – აბა მარჯვნივ გაიხედეო. მარჯვნივ რომ გავიხედე თვალში მომხვდა დიდი აბრა სადაც გემრიელი საჭმელები ეხატა. :D

აღმოჩნდა, რომ ჩეხურ ბარს – “პრაგოსს“- მივდგომივართ კარს. ცხვირი შევყავით მორიდებულად და იმ წუთასვე მოგვეგება Host-ი ანუ “დიასახლისი”, რაც ქართულად ცუდად ჟღერს, ამიტომ ადმინისტრატორს ვუწოდებ ქვემოთ. მან იმ წამსვე შემოგვთავაზა ადგილი 3 სართულიდან ნებისმიერზე, აგვაცილა მესამე სართულამდე, დაგვირიგა მენიუები და მოკლედ გვითხრა მენიუს შესახებ, რომელიც საკმაოდ იაფი აღმოჩნდა პეროვზე არსებულ სხვა ბარებთან შედარებით!!! Continue reading