Tag Archives: კოსმო

ბლოგის ბრენდინგი

ეძღვნება მარიანას, ჩემს ბრენდინგის ლექტორს

მიუხედავად იმისა რომ მარკეტინგის მეცნიერებები ყოველთვის მაინტერესებდა და გულმოდგინედ ვსწავლობდი, ESM-ში ბრენდინგის ფინალურ გამოცდაზე სამარცხვინოდ ჩავიჭერი. თომას გედის “4D ბრენდინგს” გავდიოდით, საგანი ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა, მაგრამ გამოცდაზე ტესტები პირდაპირ წიგნიდან იყო მოტანილი და წიგნის ეგრე დეტალურად წაკითხვა ძალიან დამეზარა.

დედაჩემმა ამ ჩაჭრის ამბავი რომ გაიგო, ისე ინერვიულა, კინაღამ გულმა დაარტყა. მისი აზრით, ნიშნები რადგან გამიფუჭდა, მარკეტინგის სფეროში ვერასდროს მივაღწევდი წარმატებას.

დედა, შეხედე ამ ბლოგს! უამრავი ადამიანი ხშირად მეუბნება კომპლიმენტებს მის ბრენდზე და პიარზე. დიდი ამბავი, მეოთხე კურსზე ბრენდინგში ნიშანი თუ ვერ მივიღე.

ახლა კი ვბედავ და ბლოგის ბრენდინგზე და მარკეტინგზე ერთი-ორი სიტყვასაც დავწერ.

ამ პოსტის იდეა ნატოშას პოსტმა შთამაგონა. ნატოშა ეძებს ახალ დიზაინს და ბრენდს, რომელსაც კარგად გააპიარებს და დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეცვლის. მე მის პოსტზე უკვე დავაკომენტარე საკმაოდ ვრცლად და აღარ მინდა აქ განვმეორდე. თუმცა იქ მხოლოდ დიზაინთან დაკავშირებული რჩევები მივეცი. ბლოგის ბრენდინგი კი ბევრად უფრო რთული მოვლენაა, ვიდრე ადვილად დასამახსოვრებელი ლოგო, მსგავსი ჰედერი და ფოტოსურათების watermark-ი.

ჩემი აზრით ბლოგის ბრენდინგი ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია მის პიარში და სამომავლო წარმატებაში.

წინა პოსტშიც დავწერე და აქაც ვიმეორებ – მთავარი კონტენტი მაინც არასდროს არ არის! ხანდახან შეფუთვა და რეკლამა უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ კარგი ხარისხის პროდუქტი.

მაგრამ სანამ პროდუქტის შეფუთვაზე გადახვალთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ მის იდეაზე.

ამაში თომას გედის ბრენდ-კოდიც დაგეხმარებათ, რომელიც ბრენდის ოთხი აბსტრაქტული განზომილებისგან შედგება: ფუნქციონალური, სოციალური, სულიერი და მენტალური. თითოეულზე უფრო ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი. Continue reading

როდესაც ზომა მნიშვნელოვანია

ვინმემ ამიხსენით, რატომ არიან საქართველოს ფოსტის თანამშრომლები ასეთი უხეშები და უზრდელები?

სამი დღის წინ, დილის 10 საათზე მომადგა ერთი ფოსტალიონი. კარი როგორც კი გავუღე, იმ წამსვე მომაჩეჩა ხელში რაღაც ჟურნალი (რომელიც 6 თვის წინ გამოწერილი ამერიკული კოსმოპოლიტენი აღმოჩნდა) და თან მიბრძანა – გვარი შეამოწმეო.

სანამ გამოფხიზლებას ან რაიმეს შეკითხვას მოვასწრებდი, თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.

* * *

როდესაც რამე ისეთ ამანათს ველოდები, რაც პირდაპირ სახლში უნდა მომივიდეს და გადამზიდის სერვისს არ ვიყენებ, მაშინ იწყება ხოლმე ჩემი ნერვების წყვეტა.

საქართველოს ფოსტას აქვს სამი საშინელი ნაკლოვანება: Continue reading

3 გლამურნი სიახლე

ამას ქვია, ბედი მომეცი და თუ გინდა, სანაგვეზე დამაგდეო (თუ როგორაა ეგა?)

1. კიდევ ერთი ახალი სამსახური მაქვს :love:2908_74192234930_706119930_1543895_5955203_n

Tbilisi Open Air-ის ოფისმა დამიქირავა Community Manager-ად.

ვებსაიტის განახლება და კოორდინაცია, ბლოგის განახლება, სოციალური ქსელებში აქტივობები და ფორუმის მოდერაცია მევალება.

ამ ზაფხულში კიდევ რაღაც ფესტივალს გეგმავენ და იმაშიც ვიქნები ჩართული.

რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებლობა მექნება გავიცნო ისეთი კეთილი და ტკბილი ადამიანები, როგორიცაა მაგალითად აჩიკო გულედანი. :love:

2. კოსმოპოლიტენის ახალი ნომერი გამოვიდა!

დღეიდან ყველას შეგიძლიათ შეიძინოთ გაზეთების ჯიხურებში და წიგნის მაღაზიებში კოსმოპოლიტენის ამ თვის ნომერი, სადაც ჩემს მიერ მომზადებული 4 სტატიის წაკითხვას შეძლებთ.

გარდა ამისა, თქვენც გეძლევათ საშუალება, შემდეგ ნომერში საკუთარი სვეტი გქონდეთ!

განსაკუთრებით ბლოგერებს და მომავალ ჟურნალისტებს მინდა მივმართო:

თუ ოდესმე გიოცნებიათ კოსმოპოლიტენში ან მსგავს პრიალა ჟურნალში საკუთარი სვეტის ქონაზე, დღეიდან გეძლევათ ამის საშუალება. თემატიკა ამოუწურავი და შეუზღუდავია!

კონკურსის დაწვრილებითი პირობები ამ თვის ნომერში, რედაქტორის სვეტის გვერდით წერია!!!

3. ქართული კოსმოპოლიტენი 3 წლის გახდა!

ამ მოვლენასთან დაკავშირებით ხვალ (25 ივნისს) აკვაპარკში დიდი ივენტია დაგეგმილი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია დასწრება!

მოსაწვევის ფასი – 25 ლარია. სასურველია წამოიღოთ საცურაო კოსტუმები! ;)

ივენტი დაიწყება საღამოს 9 საათზე. იქნება ხილის ფურშეტი, ქართველი სელებრითები და ჯაან ტაკოი სიტუაციები :D

მოკლეეედ, ქალი სელებრითებში ვტრიალებ რაააა!!! :მიხარია და რა ვქნა:

cosmopolitan_bg_logo

სამუშაო პროცესი

სტატია მაქვს კოსმოპოლიტენისთვის მოსამზადებელი და ხვალინდელი ბლოგკემპისთვის პრეზენტაცია გასაკეთებელი.
სტატიის ნახევარს გავცდი. პრეზენტაციასაც ახლა შევეჭიდები.
მეხმარებიან: კაპუჩინო – ჩემს საყვარელ ჭიქაში, მარწყვის ბანანისა და ნაყინის ნარევი, თინის მხარდაჭერა (რომელიც ასევე თავის საკუთარ პრეზენტაციას უჩხიკინებს).

სამუშაო პროცესის სიტკბოება

სამუშაო პროცესის სიტკბოება

როგორ მიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებ!!!

Angel Wears Prada

2009 წლის რეზოლუცია რომ დავწერე, მესამე პუნქტად მეწერა “კოსმოში დავიწყებ მუშაობას”.

ჰოდა აღსრულდა ოცნება!

ერთი წლის ნაოცნებარი სამსახური მივიღე! ის რაც ამდენი ხანი მინდოდა, ვგეგმავდი, ვფიქრობდი…

შემიძლია ამაყად ვთქვა ხოლმე: მე ჟურნალ კოსმოპოლიტენში ვმუშაობ!

გუშინ ვიყავი, ასე ვთქვათ, გასაუბრებაზე. სინამდვილეში “გასაუბრება” ერთი წლის მანძილზე რედაქტორთან ვირტუალური მიმოწერით მიმდინარეობდა. პირველი მიმოწერა შარშან ივნისში შედგა და მას შემდეგ ძალიან ბევრმა რამემ შეგვიშალა ხელი ერთმანეთს შევხვედროდით, თუმცა გუშინ როგორც იქნა მივაღწიე კოსმოს ოფისში და ყურებამდე გაღიმებული ვიჯექი და ვუსმენდი staff-ის პოლემიკას უკანასკნელი პოლიტიკური ამბების შესახებ.

სამუშაო გრაფიკი ძაან თავისუფალი მაქვს. მარშუტკა 20 წუთში მიდის ოფისამდე.

ორშაბათიდან ვიწყებ მოკლედ კოსმო-დღიურების წერას და კიდე ძალიან ძალიან საინტერესო პროექტებს. ^_^

ჩემი პოზიცია რედაქტორის თანაშემწეობა იქნება. ზუსტად ისე, როგორც Anne Hathaway-ა ფილმში Devil Wears Prada.

ოღონდ ამ შემთხვევაში რედაქტორში გამიმართლა. :sweet:

Devil Wears Prada

Devil Wears Prada