Tag Archives: კონკურსი

ლიბრესის კონკურსი მოვიგე! – ანუ რატომ არის კარგი იყო გოგო

რამდენი ხანია ამ ბლოგზე არ დამიწერია… დღეს კი სასიხარულო ამბავმა მაიძულა.

ლიბრესის კონკურსის გამარჯვებული გავხდი.

კონკურსის პირობის მიხედვით უნდა დაგვეწერა, თუ რატომ არის კარგი, იყო გოგო.

ეს არის ჩემი პასუხი

კარგია იყო გოგო, რადგან:
* შეგიძლია ატარო გრძელი თმა და გაიკეთო სხვადასხვანაირი ვარცხნილობა. აი, მე შევიჭერი 2 კვირის წინ და სულ ერთნაირად მაქვს, უკვე მომბეზრდა.
* შეგიძლია ყოველ დღე ჩაიცვა ლამაზი კაბა. ჩემი საზაფხულო კოლექცია დიდი ხანია მელოდება და კარადიდან მეძახის
* გიხარია ყოველი ახალი დაკლებული კილოგრამი, რამდენი კილოც არ უნდა იყო.
* თუ გოგო არ ხარ ვერ გაიგებ ონლაინ შოპინგით გამოწვეულ ბედნიერებას და ახლად ჩამოსული ამანათის გახსნის წინ განცდილ პეპლებს მუცელში.
* შეგიძლია თამამად იზრუნო ქალთა უფლებების დაცვაზე და შეცვალო სხვა გოგოების ცხოვრება.
* შეგიძლია უყურო რომანტიკულ მელოდრამებს ან სერიალებს და თან ცრემლები აღვარღვარო. ამის გამო არავინ გაგაკრიტიკებს.
* ისეთ კომპანიებში მუშაობა, რომლებიც ქალებისთვის აწარმოებს მაკიაჟს, სახის და ტანის მოვლის პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, განსაკუთრებით სასიამოვნოა.
* შეგიძლია მიაღწიო დიდ წარმატებებს და სხვა გოგოებსაც მისცე მაგალითი
* არასდროს იგრძნობ თავს უხერხულად ლიბრესის ყიდვის დროს. ბიჭებს ხომ ეს არ შეუძლიათ :))))))

თქვენ რას იტყვით, რატომ არის კარგი, იყო გოგო?

NCIB – ფინალში გავედი!

ვაშა!!!

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავედი ანუ საუკეთესო ხუთეულში მოვხვდი!

ახლა 6 კვირის განმავლობაში სპეციალურად გამოყოფილი ვებ სივრცის (ბლოგის) მართვა მომიწევს.

NCIB-ს ოფისში, სხვა კონკურსანტებთან ერთად

ინტერვიუ.

NCIB – კონკურსის მეორე ეტაპი

მინდა ბლოგზე ერთი კონკურსის მიმდინარეობა გავაშუქო, რომელშიც ვმონაწილეობ და საკმაოდ ვნერვიულობ მის შედეგებზე.

19 მაისს NCIB-მ ვებმარკეტინგის კონკურსი დაიწყო, რომელშიც ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

კონკურსის პირობები ერთი შეხედვით მარტივია:

I ეტაპზე – უნდა დარეგისტრირებულიყავი საიტზე, აგერჩია ლობისტი კომპანია და დაგეგროვებინა მინიმუმ 50 ხმა.
II ეტაპზე – უნდა გაგეგზავნა ლობისტი კომპანიისთვის შექმნილი ვებმარკეტინგის სტრატეგია.
III ეტაპზე – 5 ფინალისტი სტრატეგიის ავტორმა უნდა მართოს ვებ-მარკეტიგნის კამპანია.

გამარჯვებულის გამოვლენის საკითხი ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. როგორც კონკურსის საიტზე წერია, თითოეული კონკურსანტისთვის გამოიყოფა სპეციალური ვებ-სივრცე სადაც მან უნდა განახორციელოს თავისი სტრატეგია.
შედეგები კი ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით დაითვლება.

აქ უამრავი კითხვა მიჩნდება:

  • როგორ დაითვლიან ვიზიტორებს?
  • გაითვალისწინებენ თუ არა ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა bounce rate? საიტზე გაჩერების ხანგრძლივობა? returning visitors?
  • ჩაითვლება თუ არა ნაყიდი და სერფინგებით მიღებული ტრაფიკი?
  • საშუალება ექნებათ თუ არა ფინალისტებს გამოიყენონ ლობისტი კომპანიის უკვე არსებული პლატფორმები? (მაგალითად facebook-ის გვერდი)

ამ შეკითხვებზე პასუხები მართლაც საინტერესოა, თუმცა იმედია მალევე გაირკვევა.

პრიზი კი ძალიან მიმზიდველია – კონკურსში გამარჯვებული 5000 ლარს მიიღებს!

მე ავირჩიე კომპანია “კამპა” და საკონკურსო ნაშრომიც გაგზავნილი მაქვს. ამ კვირის ბოლოს დაიდებაო პასუხები. ძალიან მინდა ფინალში გადასვლა.

ვნერვიულობ…

გამოკითხვა-კონკურსის შედეგები

ყველას მადლობას მოგახსენებთ გამოკითხვა-კონკურსში მონაწილეობისთვის.

მივიღე 68 სრულიად განსხვავებული და საინტერესო აპლიკაცია.

წუხელ ძალიან გვიანობამდე მე და ჩემი თანამშრომელი ამ პასუხებს ვაანალიზებდით და ზოგიერთი ისეთი საჭირო და სასარგებლო პასუხი აღმოვაჩინეთ, დავრწმუნდით, რომ მართლა ღირდა ამ გამოკითხვაზე ბიუჯეტის გამოყოფა.

რაც მთავარია, სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რომ ჩემი ბლოგის მკითხველები ასეთი მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანები არიან.

გარდა ამისა, ზოგიერთი ისეთი პასუხი შემხვდა, გავიხიეთ სიცილით :D მინდოდა ამაზე ცალკე პოსტი დამეწერა და სასაცილო პასუხები გამომექვეყნებინა (რა თქმა უნდა ანონიმურობის სრული დაცვით), მაგრამ მეშინია ავტორებმა არ მიწყინონ და ამიტომ თავს ვიკავებ. :)

მართალია აპლიკაცია ძალიან გრძელი და ერთი შეხედვით რთული იყო (რაც ჩემი შეცდომაა!), მაგრამ გპირდებით, რომ მომავალში გავითვალისწინებ და ასე ძალიან აღარ გაგტანჯავთ.

ახლა ის, რაც ყველას ასე ძალიან გაინტერესებთ – გამარჯვებულების გამოვლენა.

თითოეული მონაწილის პასუხებს ვაფასებდით ორი კრიტერიუმით – კრეატიულობა და იდეის ჩვენი პროექტისთვის გამოსადეგობა.

თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პასუხები ფასდებოდა 1-დან 3-მდე ქულით. ამ დაჯამებული ქულების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.

ყველაზე კრეატიული და სასარგებლო პასუხებისთვის პრიზებით დაჯილდოვდებიან:

  1. ბექა – 6 ქულა

  2. ნანუკა – 6 ქულა

  3. კოკოლა – 5 ქულა

  4. თინი – 5 ქულა

  5. ცირა ვახანია – 5 ქულა

გილოცავთ და დიდი მადლობა ასეთი კარგი პასუხებისთვის!

ხუთივეს დაგიკავშრდებით აპლიკაციაში მითითებულ იმეილზე და პრიზებსაც უახლოეს დღეებში გადმოგცემთ.

დანარჩენებს გთხოვთ გული არ დაიწყვიტოთ, რადგან უახლოეს მომავალში იმდენ სასიამოვნო სიურპრიზს შემოგთავაზებთ, რომ ეს გამოკითხვა-კონკურსი აღარც გაგახსენდებათ.

გამოკითხვა-კონკურსი

ძვირფასო მკითხველებო!

გთავაზობთ გამოკითხვას, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეიტანოთ თქვენი წვლილი ახალი მობილური სერვისების დანერგვაში.

სულ მალე ბაზარზე გამოჩნდება Continue reading