Tag Archives: კლუბი

ანონიმურ სიყვარულომანთა კლუბი

– მოგესალმებით, მე მარიამი მქვია და მე სიყვარულომანი ვარ.

– გამარჯობა, მარიამ! – თქვენც მესალმებით, აქა-იქ აპლოდისმენტები ისმის.

– მე დღეს აქ იმისთვის მოვედი რომ დახმარება გთხოვოთ. ეს დახმარება არ გულისხმობს არც მატერიალურს, არც მორალურს, არც ფიზიკურს, არც სხვა რაიმე სახის დახმარებას… მე დღეს აქ რწმენის განსამტკიცებლად მოვედი.

ბოლო რამოდენიმე თვეა ვფიქრობ, რომ სიყვარული არ არსებობს…

რომ არ მოვსულიყავი, ალბათ ბევრიც არაფერი დაშავდებოდა, კიდევ ერთი იმედგაცრუებული და ხელმოცარული ადამიანი შეემატებოდა სამყაროს და ყველა სხვა ადამიანის ცხოვრება კი ჩვეული დინებით გაგრძელდებოდა, მაგრამ მე სიყვარულომანი ვარ! მე არ შემიძლია სიცოცხლის ფიზიკურად გაგრძელება რწმენის გარეშე – რწმენის, რომ სიყვარული არსებობს და რომ ის ატრიალებს დედამიწას!

დიახ, თქვენ მართალი ხართ, წითელ თმიანო გოგონავ, მარჯვნივ მესამე რიგში! დიახ, დაბადებიდან მეოცნებე ვარ! ყველაზე დიდი მეოცნებე, რასაც კი შეიძლება თქვენი ფანტაზია გასწვდეს!

ყოველ საღამოს ჩაძინებამდე ჩემი ოცნების სამყაროში მიმიხარია,  ხოლო ყოველ დილით გაღვიძებისას იმავე სამყაროდან გადმოსვლა ისე მიჭირს თითქოს სიცოცხლეს ვთმობდე!

დიახ, ჭაბუკო, ბოლო რიგში, თქვენც მართალი ხართ, ბავშვობაში ძალიან ბევრი ზღაპარი წამიკითხავს! რასაც არ ვკითხულობდი, მამიკო და დედიკო მიკითხავდნენ და მიყვებოდნენ.

ვისაც არ დაეზარა, ყველამ ჩემი სული ასაზრდოვა სიყვარულზე დაწერილი ზღაპრებით, სადაც მთავარი მოქმედი გმირები – უფლისწული და მზეთუნახავი – ბოლოს ტკბილად და ბედნიერად იცხოვრებდნენ.

სამწუხაროდ, “ჭირი – იქა და ლხინი – აქა”-ს შემდეგ რა ხდებოდა ისევე არავის უთქვამს, როგორც არავინ გვიყვება თუ რა ხდება ფილმებში ტიტრების შემდეგ, ან როგორც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობას გვიმალავენ.

ახლა კი ჩემი ცხოვრების მეოთხედზე ვდგავარ და სიყვარულის აღარ მჯერა. Continue reading

დილატო – ვიზიტი #1

მას შემდეგ რაც დილატო ფინტეს კლუბისგან VIP საშვი მივიღე საჩუქრად, ერთ თვეზე მეტი გავიდა, მე კი ვერაფრით მოვახერხე იქამდე მიღწევა. ხან სამსახური მიშლიდა ხელს, ხან ამინდი არ მომწონდა, ხან რას დავაბრალე და ხან რას…

თუმცა იმ დღეს, როგორც იქნა, ავწიე დილის 10 საათზე თავი, თან დილით ნატალიმ გამომიარა მანქანით (რისთვისაც დიდი მადლობა!), თორემ ნაღდად დამეზარებოდა დღესაც.

ზუსტად 12 საათზე, პეკინზე, დილატო ფიტნეს-კლუბის სავარჯიშო დარბაზში, (სრულიად ახალ ნაყიდ) სპორტულებიში გამოწყობილი ვიდექი და ინსტრუქტორის რჩევა დარიგებებს ვუსმენდი.

ნეტავ ამ მომენტში რას ვამბობდი?

ნეტავ ამ მომენტში რას ვამბობდი?

გადავწყვიტე, რომ საერთო ჯამში 8 კილო მაქვს დასაკლები. ახლა 66 კილო ვარ და ჩემი მიზანი ორ თვეში 58 კილომდე დაკლებაა. შემდეგ ვიზიტზე, გარშემოწერილობებს გავიზომავ და თვის ბოლოს ერთად შევადაროთ, რა შეიცვლება და რამდენად სწრაფად. ამ ყველაფერს თქვენ დეტალურად ამ ბლოგზე გაეცნობით.

მაგარი მოტივაცია მაქვს!!! ძალიან მინდა დაკლება. ოღონდ იმიტომ არა, რომ ცუდად გამოვიყურები, ან საკუთარი თავი არ მომწონს. პირიქით, ძალიანაც მომწონს ჩემი თავი, მშვენიერი ჩასაკბეჩი გოგო ვარ :P

უბრალოდ მინდა, რომ შოპინგზე სიარულისას ჩემი ზომა ტანსაცმელი ადვილად ვიპოვო ხოლმე და ყველა ჯინსი კარგად მომერგოს, რომელსაც ჩემი ზომა ეწერება.

ერთი სიტყვით, 4 საათის განმავლობაში როგორ ვივარჯიშე არც გამიგია.

ინსტრუქტორმა, რომელიც სხვათაშორის ძალიან სიმპატიური ბიჭია (დაირაზმეთ გოგოებო! :D ), Continue reading

ჰელოუინი 2009

ჰელოუინი 2009 Sweet.ge-ს ორგანიზატორობით სამზადისს შეუდგა.

მაშ ასე!

31 ოქტომბერს, შაბათს, საღამოს 7 საათზე, გაიმართება ბლოგოსფეროს ჰელოუინი.

ადგილი ჯერ უცნობია და საჭიროებს განსჯასა და შერჩევას. მაქვს რამდენიმე იდეა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბების მეპატრონეებთან.

უმთავრესი კრიტერიუმი მისი შერჩევისას იქნება კარაოკე-მუსიკალური-აპარატურის ქონა და დაახლოებით 50-60 ადამიანის დატევის შესაძლებლობა…

(ვინმეს თუ რაიმე იდეა გაგაჩნიათ გადმოყარეთ კომენტარებში)

გაითვალისწინეთ რომ ბლოგოსფეროში 500-ზე მეტი ბლოგერია, ხოლო ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ბილეთები დაიჯავშნება 15 ოქტომბრამდე და გაიყიდება 20  ოქტომბრიდან.

ბილეთების დასაჯავშნად მომწერეთ e-mail-ზე sweet[at]sweet[dot]ge ან ქვევით კომენტარებში.

ბილეთებს ჯავშანი ეხსნება 20 ოქტომბერს და სიაში ავტომატურად  ხვდება მომდევნო დამჯავშნელი.

საკარნავალო კოსტუმი აუცილებელია!

მის გარეშე დღესასწაულზე არ დაიშვებით! ამიტომ აქედანვე იზრუნეთ მასზე.

შეგიძლიათ გადახედოთ ჩემს შარშანდელ პოსტს: სად ვიშოვოთ კარგი საკარნავალო კოსტუმი?

ასევე ძალიან მინდა ტრადიციულად წინა დღეებში ჩავატაროთ ”დიდი გოგრის ჭრა”. ეს საკმაოდ გასაიდუმლოებული და მისტიკური ღონისძიებაა, ამიტომ ვისაც მონაწილეობის მიღება გსურთ, წინასწარ შემითანხმდით.

აქვე გთხოვთ უპასუხოთ გამოკითხვას გასართობების შესახებ:
[polldaddy poll=2074247]

P.S. ყველა ბლოგერს შეუძლია +1 საწინააღმდეგო სქესის ადამიანის წამოყვანა. (არატრადიციული ორიენტაციის მქონეთ შეუძლიათ წამოიყვანონ თავის სქესის. ამ შემთხვევაში დისკრიმინაციას ადგილი არ ექნება გპირდებით! :D ბოდიში ყველას, ვისაც სიტყვა “საწინააღმდეგო” გულზე მოხვდა!)

P.P.S. ეს ღონისძიება არის მკაცრად მხოლოდ ბლოგერებისთვის! არა-ბლოგერებს ძალიან გთხოვთ, ნუ ეცდებით დეიდა სვითის გადაბირებას. ჯერ ამდენი ბლოგერისთვის ვერ მომივლია და ახლა კიდევ არა ბლოგერები… არამც და არამც! მაგას ჯობია იპოვოთ ვინმე ვინც +1-ად წამოგიყვანთ და ბილეთის ფასის 50% აუნაზღაუროთ! ^_^ ყველა ბლოგერმა მიხედოს თავის არაბლოგერს…