Tag Archives: კიკიტო

#9: გადაჭერი მკითხველის პრობლემა

ეს გახლავთ რიგით მეცხრე გაკვეთილი პოსტების სერიაში 30 გაკვეთილი პროფესიონალური ბლოგინგისთვის.

magicbox

თეორია

დღევანდელი თქვენი გაკვეთილი ეხება, მკითხველისთვის პრობლემის გადაჭრას.

ამ ‘დავალებას’ ბევრი წარმატებული ბლოგერი ყოველდღიურად თავისი სურვილით ასრულებს.

მათი მოტივაციაა:

  1. მკითხველებზე შთაბეჭდილების მოხდენა
  2. მკითხველების მოტივირება მეორედაც დაბრუნდნენ ბლოგზე
  3. მკითხველების მოტივირება გაავრცელონ ბლოგი მეგობრებში

პრობლემების აღმოჩენის 6 მეთოდი

1. გადაჭერით საკუთარი პრობლემები

მშვენივრად მოახერხა ეს ჩვენმა მეგობარმა ბლოგერმა – კიკიტომ, როდესაც დაწერა პოსტი Email Me from Blogger.

კიკიტოს გაუჩნდა სურვილი გაეკეთებინა ბლოგის sidebar-ში ისეთი ბმული რომელზე დაწკაპუნებითაც მკითხველი პირდაპირ მისწერდა მას იმეილს. Continue reading

WE LOVE BLOGSPHERE !!!

მოგესალმებით ვარდისფერი სამყაროდან, მე ვარ კიკიტო Kikitoland-დან, დაე კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ბლოგზე. ჰალილუია : ))

Sweety-ს შემოთვაზების მერე დავჯექი და დავიწყე ფიქრი თუ რაზე დამეწერა, რამე საინტერესო, აქაურობის შესაფერისი და ისეთი ყოფილიყო ჩემ ბლოგზე ჯერ რომ არც დამიწერია და აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ მაინც რაღაც ჩემისეული ყოფილიყო. გადავხედე კიდევაც წინა მოწვეული ბლოგერების თემებს, გადავიკითხე კიდევ ერთხელ და გავაგრძელე ფიქრი. არ ვიცი რამდენად გამომივა ამ ყველაფრის შეთავსება, მაგრამ მთელ ძალებს მოვიკრებ და შემოგთავაზებთ რამე თემას.

მაშ ასე:

მინდა დავწერო ამ სამყაროზე სადაც ჩვენ ვარსებობთ, როგორც Sweety, Sophie Golden-ი, Kissie, Tjorven, Kikito …. და ამ არსებაზე რომელსაც ვუყურებთ, ვუწკაპუნებთ, რომლის საშუალებით ერთმანეთს ვეკონტაქტებით, ვესიყვარულებით, ვეჩხუბებით თუ ვუზიარებთ აზრებს და მთელი ჩვენი ცხოვრება ამ სამყაროსთან არის გადაკვანძული და ამ შინაურ ცხოველს ვეჩვევით და ჩვენი ყურადღების 70% ვუთმობთ, რატომ ცხოველი და არა უბრალოდ ნივთი? და რატომ მოვიხსენიებ როგორც სულიერ არსებას?

რა თქმა უნდა, ჯერ (იმედია) არ გამირეკია და არ მგონია, რომ ჩემ კომპიუტერს გული, ყურები და კუჭი აქვს, თუმცა პირდაპირი მნიშვნელობა რო არ მივცეთ ყველაფერს, ზუსტად მასეა და ყველა ზევით ჩამოთვლილი ორგანო გააჩნია, თავისებურად, მოვლა და ყურადღება სჭირდება, რომ ერთ დღეს არ გვიმტყუნოს და ჩვენ ბლოგებზე დაგვაპოსტინოს ყველანაირი შეფერხების გარეშე, კვება და წამლებიც სჭირდება, რომ კარგად გამოიყურებოდეს და სხვებთან ურთიერთობის დროს არ გადასდოს რამე.  ყოველთვის მოწესრიგებული და ორგანიზირებული იყოს, რომ გამოგვადგეს ახალი ინფორმაციის მოძიებაში და არ ჩამოვრჩეთ არც ერთ ნიუსს. Continue reading