ისევ ინტერნიუსის ცნობა:
სამშენებლო კომპანია “არტიქსი”, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის კუთვნილ შენობაში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა, მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
~მიმდინარეობდა შიდა სარემონტო სამუშაოები, ძირითადი კარკასული ცვლილებები დაგეგმილი არ იყო. წარმოებს შიდა კვლევა, ასევე, დაწყებულია გამოძიება, რომელთანაც მზად ვართ ვითანამშრომლოთ~, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა დავით გვასალიამ.
[წყარო]
აქვე პატარა ინტერნეტ-გამოძიება ჩავატარე და ახალი მემარჯვენეების საიტზე ვიპოვე შემდეგი ინფო:
2006 წლის სექტემბერში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს დაურეგისტრირებია შპს არტიქსი, რომლის კომერციულ დირექტორადაც ინიშნება დ.კეზერაშვილის მეუღლე.
[წყარო]
არ ვიცი ეს ინფოები ერთმანეთთან რა კავშირშია.
უბრალოდ ვგუგლავდი…
აქვე არტიქსის ვებსაიტი: artx.ge
არანაირი ინფო არ წერია პორტფოლიიოს შესახებ. ვინმემ თუ იცით რა კომპანიაა და რა პროექტები გაუკეთებია, დაწერეთ!