Tag Archives: კარაოკე

What I’ve Been Up To

ბოლო დროს იშვიათად ვიცლი საწერად. არადა რამდენი რამ ხდება.

არა, არა, ეს წინადადება სხვანაირად უნდა დამეწყო:
ბოლო დროს იმდენი რამ ხდება, რომ საწერად ვეღარ ვიცლი.

ბოლო ერთი თვის მანძილზე:

  • ექიმმა დამინიშნა სათვალე, რომელიც კომპიუტერთან და კითხვის დროს უნდა მეკეთოს.

  • სტუმრად მიმიწვიეს ფორტუნა პლიუსზე გადაცემა “ბლოგომანიაში”.

მთელი თინეიჯერობა “ფორტუნა პლიუს”-თან ერთად მაქვს გატარებული. ვიცოდი ყველა DJ, ყველა გადაცემა, 24/7-ზე რადიო მქონდა ჩართული. ერთი პერიოდი DJ-ობაზეც კი ვოცნებობდი. ჩემი მუსიკალური გემოვნება ამ რადიომ ჩამოაყალიბა (იმიტომაც მეძახის ყველა – პაპსავიკს :D ). ამ რადიო სადგურმა ჩემზე და ჩემს თაობაზე მართლა დიდი გავლენა მოახდინა და მე მომწონს ეს გავლენა. დღემდე მჯერა – “ფორტუნა პლუსი”, MTV და ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი, არც ეს ბლოგი მექნებოდა, არც თქვენ წაიკითხავდით ამ სიტყვებს. ა, ხო, და ეს რეკლამა არ იყო. დღეს მე რადიოს საერთოდ აღარ ვუსმენ (თუ internetradio.ge-ს არ ჩავთვლით). Continue reading

ჰელოუინი 2009

ჰელოუინი 2009 Sweet.ge-ს ორგანიზატორობით სამზადისს შეუდგა.

მაშ ასე!

31 ოქტომბერს, შაბათს, საღამოს 7 საათზე, გაიმართება ბლოგოსფეროს ჰელოუინი.

ადგილი ჯერ უცნობია და საჭიროებს განსჯასა და შერჩევას. მაქვს რამდენიმე იდეა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბების მეპატრონეებთან.

უმთავრესი კრიტერიუმი მისი შერჩევისას იქნება კარაოკე-მუსიკალური-აპარატურის ქონა და დაახლოებით 50-60 ადამიანის დატევის შესაძლებლობა…

(ვინმეს თუ რაიმე იდეა გაგაჩნიათ გადმოყარეთ კომენტარებში)

გაითვალისწინეთ რომ ბლოგოსფეროში 500-ზე მეტი ბლოგერია, ხოლო ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ბილეთები დაიჯავშნება 15 ოქტომბრამდე და გაიყიდება 20  ოქტომბრიდან.

ბილეთების დასაჯავშნად მომწერეთ e-mail-ზე sweet[at]sweet[dot]ge ან ქვევით კომენტარებში.

ბილეთებს ჯავშანი ეხსნება 20 ოქტომბერს და სიაში ავტომატურად  ხვდება მომდევნო დამჯავშნელი.

საკარნავალო კოსტუმი აუცილებელია!

მის გარეშე დღესასწაულზე არ დაიშვებით! ამიტომ აქედანვე იზრუნეთ მასზე.

შეგიძლიათ გადახედოთ ჩემს შარშანდელ პოსტს: სად ვიშოვოთ კარგი საკარნავალო კოსტუმი?

ასევე ძალიან მინდა ტრადიციულად წინა დღეებში ჩავატაროთ ”დიდი გოგრის ჭრა”. ეს საკმაოდ გასაიდუმლოებული და მისტიკური ღონისძიებაა, ამიტომ ვისაც მონაწილეობის მიღება გსურთ, წინასწარ შემითანხმდით.

აქვე გთხოვთ უპასუხოთ გამოკითხვას გასართობების შესახებ:
[polldaddy poll=2074247]

P.S. ყველა ბლოგერს შეუძლია +1 საწინააღმდეგო სქესის ადამიანის წამოყვანა. (არატრადიციული ორიენტაციის მქონეთ შეუძლიათ წამოიყვანონ თავის სქესის. ამ შემთხვევაში დისკრიმინაციას ადგილი არ ექნება გპირდებით! :D ბოდიში ყველას, ვისაც სიტყვა “საწინააღმდეგო” გულზე მოხვდა!)

P.P.S. ეს ღონისძიება არის მკაცრად მხოლოდ ბლოგერებისთვის! არა-ბლოგერებს ძალიან გთხოვთ, ნუ ეცდებით დეიდა სვითის გადაბირებას. ჯერ ამდენი ბლოგერისთვის ვერ მომივლია და ახლა კიდევ არა ბლოგერები… არამც და არამც! მაგას ჯობია იპოვოთ ვინმე ვინც +1-ად წამოგიყვანთ და ბილეთის ფასის 50% აუნაზღაუროთ! ^_^ ყველა ბლოგერმა მიხედოს თავის არაბლოგერს…

Pyjama party! That’s what i like

სვითისგან შემოთავაზების მიღების შემდეგ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ event-ზე დავწერო :)

Pyjama Party!

ვინც ვერ მიხვდა,ეს  არის მეგობრების შეკრება (ძირითადად გოგოების ;) )
და მთელი ღამის ერთად გატარება.  ერთხელ მაინც, ცხოვრებაში ყველა
ჩვენგანი იქნება ნამყოფი მსგავს “დევიშნიკზე”. თქვენი არ ვიცი,
და მე ძალიან მიყვარს ასეთი რაღაცეები. ამ დროს მე და მეგობრები, ვიკრიბებით,ვაკეთებთ საჭმელს, ვსვამთ(რადგან უკვე დიდი გოგოები ვართ:)),  ბევრს ვცეკვავთ(მეზობლების გულის გასახეთქად), ვჭორაობთ და რაც მთავარია, ვუყურებთ რომანტიულ მელოდრამებს!:)

ჩემი აზრით, ეს ელემენტი  მნიშვნელოვანია. ის დევიშნიკი,
რის დევიშნიკია, ყველამ ერთად თუ არ იტირეთ, ყველაზე
სენტიმენტალურ მომენტში?ძალიან ბევრი სასაცილო მომენტი მახსენდება, ამასთან დაკავშირებით. გქონიათ სიტუაცია, როდესაც აცრემლებული, მეგობრებს გადახედავთ
და უცებ ყველას სიცილი გიტყდებათ?ხო მაგარი გრძნობაა?)) ამ დროს, მახსენდება, ყბადაღებული “დოგმა”, რომ ბიჭები არ ტირიან.. რატომ მახსენდება? იმიტომ რომ, მეცოდებიან ხოლმე მამრები, ისინი ვერასოდეს გაიგებენ, რა მაგარია, რაღაც სულელურ ფილმებზე დაქალებთან ერთად ტირილი )) it’s so fun!..

კიდევ რამდენიმე დეტალი, რამაც შეიძლება გაახალისოს ასეთი ფართი. სხვა და სხვა სახის snack-ები:ჩიპსები,კრეკერები,პოპკორნი,მზესუმზირა + ბევრი უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელი:კოლა,წვენი,ნემიროვი და ა.შ. ))..

რით შეიძლება გაერთო ამ დროს? პირველ რიგში,ერთმანეთთან ყოფნით და ჭორაობით ),ფილმები,make up შეჯიბრება,dressing contest და სურათების გადაღება,Cosmopolitan-ის ახალი ნომრის წაკითხვა, კარაოკე :), სხვა და სხვა თამაშები.. ბოლოს, გამთენიისას ჩაძინება, ადამიანებთან, რომლებიც ასე ძალიან გიყვარს ))

მოკლედ, ძალიან მიყვარს Pyjama Party-ები.. ))

ესეც, ერთ-ერთი რომანტიული და სევდიანი ანიმე, რომელსაც გირჩევთ მე პირადად: 5 centimeters per second

p.s. ესეც, სვითის, სულ ახლახანს დაწერილი პოსტი, რომელიც წერისას გამახსენდა: If we wanna rock – we rock!

რა მინდა

გემრიელი კოსმოპოლიტენი

Cosmo

Cosmo

კარგი მიკროფონი ან/და მყუდრო ბარში კარაოკე

mic

mic

არავითარი ალერგია

pollen

pollen

ვინმემ ჩემს მაგივრად გააკეთოს პარასკევის პრეზენტაციის ვიზუალი

placeholder

placeholder

ავსულების დღესასწაული

საგა დასრულდა.

ნერვებ- და ჭაპან-წყვეტაც.

პატარა სიხარულებიც.

პატარა წარუმატებლობებიც.

ლოდინიც. დროის უქონლობაც.

მოკლედ ყველაფერი.

ჰელოვინის ფეიჯიც მოშორდება ზემოთ.

საღამო გამოვიდა ასე თუ ისე…

Notes:

  • [კუდა]-ს და თორნიკეს გამოჭრილი გოგრა მთავარ მაგიდაზე დავდეთ ”დიდისამბით”(c) iverson.
  • პროგრამის 60% განხორციელდა წარმატებით. დანარჩენი 40% დარჩა განუხორციელებელი, თავისი პარკში ჩაწყობილი საჩუქრებით. რომლებიც აგერ მიდევს მაგიდაზე და ალბათ გადავყრი უახლოეს დღეებში;
  • ძალიან მტკივა კუნთები. ეტყობა ბევრი ვიცეკვე… საერთოდ არ მახსოვს;
  • ყველაზე მეტად მომეწონა [Jo Key]-ს, [Iverson]-ის, [ნატოშა]-ს და Opizar-ის კოსტუმები; მელიას კოსტუმიც ძაან მაგარი იყო! და საერთოდ ყველა კოსტუმი კაი იყო! გამიხარდა რომ ხალხი სერიოზულად მოეკიდა ამ ამბავს და ყველამ იზრუნა კოსტუმებზე.
  • მე და ჯენიმ ავღნიშნეთ, რომ ყველა ძალიან შევიდა როლში და დაემსგავსა თავის განსახიერებულ პერსონაჟს;
  • სახეზე იყო 2 სასიყვარულო სამკუთხედი მაგრამ ყველაფერმა უსისხლოდ ჩაიარა;
  • სურათებს და ვიდეოს მალე გვპირდებიან;
  • ყველაზე საინტერესო და სახალისო ნაწილი კარაოკე გამოვიდა. ყველას ვეხვეწებოდი იმღერეთ მეთქი, ვინც ვერ იმღერა, თავის თავს უნდა დააბრალოს.
  • განსაკუთრებით აქტიურობდნენ ნანუკა, ინსპექტორი და დევიდ გილმორიძე. დიდი მადლობა მათ! ძალიან მაგარი იყო ხალხო!
  • Reira’s Song კარგად ვიმღერე… ვიდეოს ვუყურე და მომეწონა :jump: ვერავინ ვერ გაიგო 3 ადამიანის გარდა… მაგრამ მთავარი ხომ ეგ სამი ადამიანი იყო :)
  • სპეციალურად [კუდა]-სთვის შესრულდა სიმღერა What’s Up. სავარაუდოდ ვეღირსებოთ აივერსონის ვიდეო ჩანაწერს.
  • [შეცდომა:] ოხრად დაგვრჩა სასმელი და საჭმელი. ისე ვიყავი დაფეთებული რომ არ გვეყოფოდა უამრავი ვიყიდე…
  • ვითარცა ორგანიზატორს, საღამოს განმავლობაში წვეთი არ დამილევია. მაგრამ მაინც ვერ შევძელი ყველაფრის ორგანიზება. ბოლოს ისე დავიღალე, (ზემოთხსენებული) პროგრამის ნაწილი ვერ განვახორციელე.
  • [შეცდომა:] ვერ გავითვალისწინე ის, რომ ხალხის ნაწილი ეზოში გავიდოდა საღამოს მსვლელობისას. არადა ისედაც ცოტა იყო ხალხი; :(
  • თუმცა თუ დაფიქრდება ადამიანი, უფრო ცოტა რომ ყოფილიყო ბევრად მეგობრული პონტი იქნებოდა. მომავლისთვის მხოლოდ დახურულ ფართის ორგანიზატორობას ავიღებ საკუთარ თავზე, თუ ავიღე საერთოდ.
  • გოგრების დატოვება მოგვიხდა რესტორანში.
  • საბოლოო ჯამში ძალიან კარგად გავერთე. წვალებად ღირდა…