Tag Archives: კამერა

იმედი

ცხოვრება კალაპოტში ჩამიდგა.

კალაპოტი ისეთი რამეა: ბევრჯერ ნავალი, გაგნებული, წინასწარ დაგეგმილი, ძალდატანებული, აუმცდარი, დაღმა მავალი, შემოსაზღვრული, სწორი, სხვის შეცდომებზე ნასწავლი, ნაკლებ შეუმცდარი…

კალაპოტი ყველას სჭირდება: რომ არ იდარდოს, რომ არ იფიქროს, რომ არ გაგიჟდეს, რომ არ იტიროს, რომ არ შეწუხდეს, რომ არ ეტკინოს…

მე არ მინდა კალაპოტი. იმდენი ფული მინდა, ეს სტაბილურობა რომ მოვიშორო.

შემოქმედებითი წვა მინდა. მინდა ვიყიდო ზეთის საღებავები და ვარდისფრად შევღებო ორი წლის წინ ნაყიდი თეთრი ტილო, ჩემს კარადაში რომ იმტვერება.

www.masoneubanks.com

www.masoneubanks.com

მინდა შეყვარებულს გადავუღო ფოტოსურათები სამოყვარულო კამერით და ჩემსავე ოთახში მოვაწყო ფოტოგამოფენა მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

დილით რომ გავიღვიძებ, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს მომიცავდეს ნაზი მუსიკა. მინდა ვსვამდე ხარისხიან ჩაის. შემეძლოს ჩემი იდეების თუნდაც მცირე ნაწილის განხორციელება. ბევრი ვწერო. ბევრი ვიკითხო და ისევ ბევრი ვწერო და სხვა არაფერი.

მაშინ ჩემი გზა სულ სხვანაირი იქნებოდა.

მაგრამ სუსტი აღმოვჩნდი. შიშებით ვარ მოცული, ისევე როგორც ყველა.

მეშინია გუშინდელი ლატარიის გათამაშების შედეგებს თუნდაც ცალი თვალით შევხედო, მაშინ როდესაც ორი ბილეთი მიდევს ჩანთაში.

მინდა, რომ იმედი მიკიაფებდეს. სანამ იმედი მაქვს ეს ტექსტიც ხომ იწერება. რადგან იმედი ყველაზე დიდი შთაგონებაა.

სასაცილოა?

მე კი ვფიქრობ, უფრო სასაცილო მარკ ცუკერბერგის ადიდასის ფლოსტებია. 2004-წლიდან.

KidsNews

ორი კვირის წინ ჯანომ, საბავშვო ამბების პროდიუსერმა, რუსთავი 2-ში დამპატიჟა. სურდა სტუდიაში გადაცემის ჩაწერას დავსწრებოდი და შემდეგ მისთვის ჩემი აზრი გამეზიარებინა.

პირველ რიგში, აღფრთოვანებული დავრჩი ბავშვებით!!!

სტუდია

ყველანი ისეთი საყვარლები, ლაღები და თავისუფლები იყვნენ, ისე არ უშინდებოდნენ კამერებს, მიკროფონებს და უთვალავ განათებებს, მათ შემყურეს მეც კი მომინდა გადაცემის წამყვანობა. Continue reading

Blinged Camera

მე-1000 პოსტი!

როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი კრისტალები!

5 თვის ლოდინის შემდეგ ჩამოაღწია მალაიზიიდან. თუმცა მე უკვე იმედი სრულიად გადაწურული მქონდა და გამყიდველს ფული უკან დავაბრუნებინე.

ამის გამო თავს ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ 5 თვე ლოდინი ძალიან ბევრია… თან ათასჯერ შეცვალა ჩემი შეკვეთა, ზოგი რაღაც გაუთავდა იქიდან რაც მინდოდა და სხვა რაღაცეები შემომტენა…

ყოველ შემთხვევაში…

გუშინ გამეთიშა მაგთიფიქსის 48 საათიანი საცდელი პაკეტი და გააქტიურება დამავიწყდა. სახლში ადრე მივედი იმ იმედით რომ ვიდეო პოსტს ჩავწერდი ონლაინ-შოპინგზე, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა და არ ვიცოდი რა მექნა.

გადავწყვიტე ფოტოაპარატი მომერთო ჩემი ახალი კრისტალებით და ეს გადამეღო ვიდეოზე.

ამის გაფიქრება და შესრულება ერთი იყო!

ვიდეო გამოვიდა 2 საათიანი, ბევრი უაზრო კადრებით, ამიტომ გადავწყვიტე მკაცრად დავამონტაჟო, თანაც ზოგადად ჩემი პირველი ვიდეო პოსტია, სადაც გავბედე რამე თემაზე ლაპარაკი და ცოტა უცნაურად მეჩვენება საკუთარ თავს რომ ვუყურებ…

როგორც კი მონტაჟს მოვრჩები, ვიდეოს დავდებ Show-ს გვერდზე.

დოდკას ეწერა სადღაც რა პროგრამით ამონტაჟებდა, ადვილიაო, და არ მახსოვს, adobe premiere იყო ვითომ?

P.S. მირჩიეთ რამე ადვილი სამონტაჟო პროგრამა!

ესეც ჩემი ფოტოაპარატი:

blinged camera

Sweety's blinged camera

ყველაზე ლამაზი კამერა მსოფლიოში

ყველაზე ლამაზი კამერა მსოფლიოში