კამათის შესახებ

DontPanic

ხშირად ვფიქრობ ფილმზე The Hitchhikers Guide Through Galaxy (ლიტერატურის მოყვარულებმა არ ინერვიულოთ, ვგეგმავ წიგნის წაკითხვასაც). რატომ გადაწყვიტა სუპერმძლავრმა კომპიუტერმა და კაცობრიობის გონმა, რომ საბოლოო/მთავარი შეკითხვა არასწორად იყო დასმული, ან რომ ის აბსურდული იყო, თავისივე აბსურდული პასუხით – 42?! იმიტომ, რომ მთავარი ის კი არ არის, თუ რა შეკითხვებს ვსვამთ, და არც ის, თუ რა პასუხებს ვიღებთ, არამედ ის, რომ ჩვენი ცნობისმოყვარეობა და ცოდნის წყურვილი არ გვაძლევს მოსვენებას, და მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს, მაინც ყველა გზაზე ვეძიებთ მას.

ამ ძიებაში კი უამრავი ქარტეხილის გამოვლა გვიწევს, რაც მუდმივად გვზრდის და საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობაში გვეხმარება.

ევოლუციის (გინდათ, ჯუნგლისა დაარქვით) კანონია, რომ რაც უფრო დიდია კრიზისი, გაჭირვება, უსიამოვნო მდგომარეობა, მით უფრო სწრაფად ვითარდება ან გადაგვარდება სახეობა. ადამიანის ტვინიც ამ კანონს ემორჩილება და ზუსტად ამიტომ, ჩვენ ყველაზე მეტად სწორედ კრიზისის დროს ვიზრდებით. ყველაზე მეტს (და საფუძვლიანად) მაშინ ვსწავლობთ, როცა გვიჭირს, კონფლიქტი გვაქვს ან სიძნელეებთან შეჯახება გვიწევს. თუ კრიზისებს გავურბივართ, კომფორტის და სტაგნაციის ზონაში ვრჩებით.

ვთვლი, რომ ერთი უნივერსალური ჭეშმარიტება არ არსებობს. თუმცა ცხოვრების ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში გარკვეული ფაქტებისა და მოსაზრებების კრებული არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ გაგხადონ იმაზე უკეთესი (გაგზარდონ), ვიდრე მანამდე იყავი. კამათი, რომელიც კრიზისის, დაძაბულობის, და კონფლიქტის ნაირსახეობაა, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასეთი ფაქტებისა და მოსაზრებების კრებულამდე მიგვიყვანს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, კამათში ვინ გაიმარჯვებს. თავად კამათის პროცესი წარმოშობს კრიზისს, რომელიც შეიძლება კამათის დასრულებიდან რამდენიმე დღე, კვირა და თვეც კი გაგრძელდეს. ამ დროს ცალსახად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მოკამათე.

არ მიყვარს გამოთქმა – “კამათში იბადება ჭეშმარიტება“, რადგან, კონკრეტულია და თან სათქმელს ბოლომდე არ ამბობს.

სამაგიეროდ ეს მიყვარს, რადგან ყოვლისმომცველია, თან პირდაპირი და ნათელი:

რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.

მე და ჩემი ჰარამხანა

მე თაზო ვარ, თავისუფალი სიტყვის ბლოგიდან. გუშინ Sweet Baby Girl-მა შემომთავაზა მისი ბლოგისთვის რამე პოსტი დამეწერა. “ბიჭი ხარ და პირველად შენ სწორედ ამიტომ გითხარიო”. სწორედ ამიტომ, დღეს “სვითლენდის” სტუმარი ვარ. ამაყ!

ამ პოსტში ვისაუბრებ ქალისა და კაცების ურთიერთობაზე. უფრო კონკრეტულად ჩემზე და ქალებზე, რომლებიც ჩემს გარშემო ტრიალებენ(თუ მე ვტრიალებ მათ გარშემო…ნუ რა მნიშვნელობა აქვს). დაწყნარდი, განვლილი ვნებიანი ღამეების აღწერას და ამით ტრაბახს  არ ვაპირებ (ხოხ!). არაფერი მსგავსი.

ჩემი ბედნიერება მეათე კლასიდან დაიწყო.  გადავედი სკოლაში, სადაც კლასში 22 გოგო და მხოლოდ  5 ბიჭი ვიყავი. აი იქ მივხვდი, რომ მაგრად გამიმართლა.  ტკბილია უმცირესობაში ყოფნა, მეტისმეტად ტკბილი. აი, სწორედ მაგ დროიდან დავუწყე ზოგიერთ ვირგლას გატრაკება, გოგოებს რომ აჩმორებდნენ.  ჰო, აჩმორებდნენ.

“რო გლეწავ გაგაკრავ კედელზე!”, “მოგაჯენ პოლზე!”, “აგილეწავ როჟას!”-ზოგიერთი ქუთაისელი ჩმო ასე ეკონტაქტებოდა საპირისპირო სქესს. ეს თავიდან, მერე უკვე აღარ. ყოველ შემთხვევაში ჩემი და ჩემი მეგობრების “სამოქმედო კვადრატში” ასე ხდებოდა.

“დეტსკი” ისტორიებს მოვრჩეთ.

მეორედ უკვე უნივერსიტეტში გამიმართლა. თავად განსაჯეთ: კურსზე 80-მდე გოგო და 15-მდე  ბიჭი ვართ. Continue reading მე და ჩემი ჰარამხანა