Tag Archives: ინტერნეტი

Internet Forum Tbilisi 2014

blogging and online activism

24 მაისს სრულიად ქართული ბლოგოსფეროს შემორჩენილი ნაწილი ისევ ერთ სივრცეში – Multimedia Education Center-ში შეიკრიბა. Internet Forum Tbilisi ერთ დღიანი ღონისძიებაა, რომელიც წელს პირველად ჩატარდა. მისი მიზანი ბლოგერების, ინტერნეტ აქტივისტების, დეველოპერებისა თუ სხვა დაინტერესებული პირების ერთად შეკრება და საქართველოში ინტერნეტის განვითარებაზე საუბარი იყო.

მთელი დღის განმავლობაში 9 დისკუსია / პრეზენტაცია ჩატარდა და თითო საათი მიეძღვნა. სპიკერთა შორის მეც ვიყავი და საუბარი ინტერნეტ ჟურნალების წარმოებაზე და მათ ბედ-იღბალზე მომიწია. ჩემთან ერთად პანელისტები იყვნენ ნასტასია არაბული (wis.ge), აკო ახალაია (marketer.ge), ლევან პაიჭაძე (ideahub.ge) და ლაშა ქავთარაძე (photoessay.ge).

Internet Forum Tbilisi - Online magaiznes

All serious and stuff...

All serious and stuff…

სრული დღის წესრიგი შეგიძლიათ ამ გვერდზე იხილოთ: Internet Forum Tbilisi 2014

ჩვენი პანელ-დისკუსია ვიდეოს სახით შეგიძლიათ myvideo-ს ლაივსტრიმზე ნახოთ (მოგვიანებით Youtube-ვიდეოს დავამატებ).

საკმაოდ ცხარე და დატვირთული გამოვიდა დისკუსია ბლოგინგის გამოწვევების შესახებ. ორიგინალური და მრავლისმომცემი გამოდგა ონლაინ აქტივიზმის შესახებ პრეზენტაცია, რომელსაც ნიკა დავითაშვილი (პარტიზანული მებაღეობა) უძღვებოდა. ასევე ძალიან დავინტერესდი დისკუსიით ღია მმართველობის შესახებ.

Open Government

რა თქმა უნდა ონლაინ სატირის შესახებ დისკუსიამ ისე ჩაიარა როგორც მოველოდით: წარდგენა ნიკა ქავთარაძის მონოლოგით დაიწყო, შემდეგ კი “სცენაზე” ჩიტის და ზარათუშტრას შემქმნელები გამოვიდნენ.

online satira

თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, მგონი დამსწრე საზოგადოება ყველაზე მეტად ტვიტერით გაერთო. დიდ ეკრანზე Live Feed-ი იყო გაშვებული და ტვიტის გაგზავნისთანავე ეკრანზე ჩანდა ჩვენი “ნაღვაწი”. რა თქმა უნდა ბლოგერთა “გარყვნილმა” გონებამ უმალ შემოაგდო ისეთი თემები როგორიცაა პორნოს ყოფნა არყოფნის საკითხი, ნინი ბადურაშვილისა და საბუნიას აღებ-მიცემობის საკითხი და სხვა. ეს ფიდი ინტერნეტის ფარულ კუნჭულებში იმალება, თუმცა მე აქვე პოსტში შემიძლია წარმოგიდგინოთ.


ასეთი აქტიურობა ტვიტერზე რამდენიმე წელია არ მინახავს. გული დამწყდა და სურვილი გამიჩნდა, უფრო აქტიურად ვიყენებდეთ ტვიტერს საქართველოში. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქართულ ენოვანი კონტენტის შემქმნელები ტვიტერზე არ არსებობენ. ალბათ გარკვეული დრო და თვითდისციპლინა სჭირდება იმას, რომ ქმნიდე კონტენტს ფიდბეკის გარეშე და ელოდებოდე follower-ების ზრდას. თუმცა ბლოგინგიც ხომ ასეთი გზით დავიწყეთ. Back in 2005, არავინ არ იყო მკითხველი და მხოლოდ იმიტომ ვწერდით, რომ ჩვენ გვსიამოვნებდა.

MEC-ის მხიარული საპირფარეშო:

MEC-ის შესასვლელში Foodpanda-ს მასკოტი, რომელმაც დღის განმავლობაში არაერთხელ დაგვაპურა, მომსვლელებს ესალმებოდა და ასევე 3 ლარიანი ვაუჩერები დაგვირიგა.

ჩემი ვაუჩერის კოდს გიზიარებთ: panda3

მისი გამოყენება ასე შეგიძლიათ:

  1. გაიარეთ რეგისტრაცია foodpanda.ge-ზე
  2. მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს მოძებნე საჭმელი და მარცხენა მხარეს ფილტრის შედეგებში მონიშნეთ “ვაუჩერით სარგებლობა”.
  3. აირჩიეთ რესტორანი, კერძი და შეკვეთის დასრულებისას შეიყვანეთ ვაუჩერის კოდი შესაბამის გრაფაში
  4. შეკვეთის ღირებულება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 15 ლარს

foodpanda

პანელ-დისკუსიების ყველა მონაწილეს კარიკატურები დაგვირიგეს:

Internet Forum Tbilisi 2014

მემორაბილია:

Internet Forum Tbilisi - memorabilia

მოუთმენლად ველოდებით მომავალი წლის ღონისძიებას. :)

We need PayPal in Georgia

მეგობრებო, მოკლედ როგორც იქნა გვეღირსა და სამთავრობო დონეზე დაიწყეს ჩალიჩი ფეიფალზე!

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი დაინტერესებულია ამ საკითხით და აგროვებს “ხელმოწერებს” facebook-ის გვერდის საშუალებით. მათ სჭირდებათ 30,000 “ხელმოწერა” (ანუ Like) იმისთვის რომ საქმეს ძვრა ჰქონდეს.

თუ გსურთ საქართველოში ფეიფალის დანერგვა, შეუერთდით ამ გვერდს და გაავრცელეთ ის მეგობრებში.

ამ ლაიკის ჩასმა შეგიძლიათ თქვენს ბლოგზე/ვებ-გვერდზე შემდეგი კოდების საშუალებით:

გარდა ამისა, თუ ხართ აქტიური ინტერნეტ–მომხმარებელი, პოსტავთ სხვადასხვა ფორუმებზე, გაქვთ საკუთარი ვებ–გვერდი/ბლოგი და ერთგვარი ზეგავლენა ინტერნეტ აუდიტორიაზე, შემოუერთდით ამ ჯგუფს სადაც კონკრეტულად განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება დავაჩქაროთ PayPal-ის შემოსვლის პროცესი.

მხოლოდ ერთად თუ მივაღწევთ ამ დიდ მიზანს!

I wrote this for you

ჩემმა სრულიად ახალმა ნაცნობმა, ამერიკელმა ჯარისკაცმა იენმა ერთი ფანტასტიკური ბლოგი აღმომაჩენინა. ვერ მოვწყდი. შეიძლება იმიტომ, რომ უბრალოდ ასეთი პერიოდი მაქვს ცხოვრებაში. ან შეიძლება იმიტომ, რომ უბრალოდ გენიალურია.

www.iwrotethisforyou.me

ზოგი პოსტი უბრალოდ ერთი წინადადება და ფოტოა, მაგრამ იმდენად გულში ჩამწვდომი, რომ ასობით კომენტარია მასზე გაკეთებული. არქივების კითხვაც კი დავიწყე. ერთ-ერთი ბოლო პოსტის გადათარგმნა მომინდა საშინლად. არ ვიცი, რამდენად კარგი გამომივიდა, მაგრამ ორივე ვერსიას წარმოგიდგეთ.

თქვენც ეწვიეთ ბლოგს და თქვენი ფავორიტი პოსტების ლინკები მომწერეთ…

მეც მინდა, ასე გრძნობით ვწერდე.

(რაც შეეხება ამერიკელი ჯარისკაცის გამოჩენას, მაგ სახალისო ისტორიას ამ დღეებში მოგიყვებით. :$ )

Monday, June 14, 2010

The Taking Of Turns

You are in some songs that still get played on the radio when the DJ is feeling nostalgic.

You are in a book you once lent me (never returned) with yellowed pages.

You are in trees when I touch them, even ones without names carved into them.

You are in the way someone on the street laughs as I pass them.

You are in a box I keep filled with letters.

You are in a ring I no longer wear.

And, every day, you each get a moment to haunt me.

* * *

შენ სიმღერებში ხარ, რომლებიც მხოლოდ მაშინ გადის რადიოში, როცა წამყვანს ნოსტალგია შემოაწვება.

შენ ფურცლებგადაყვითლებულ წიგნში ხარ, ადრე რომ მათხოვე და დაბრუნება ვერ მოვასწარი.

შენ იმ ხეებში ხარ, რომელთაც ვეხები, თუნდაც ზედ ჩვენი სახელები არ იყოს ამოკაწრული.

შენ იმ უცნობის სიცილში ხარ, ქუჩაში რომ შემთხვევით მოვკარი ყური.

შენ ყუთში ხარ, წერილებით რომ გავსებულა.

შენ ბეჭედში ხარ, რომელსაც უკვე აღარ ვატარებ.

და თითოეული თითო წამით მსტუმრობთ ყოველ ცისმარეს.


TweetCloud

ტვიტერის ძალიან საყვარელი სერვისი არსებობს, TweetCloud.com. შეხვალ, ავტორიზაციას გაივლი, მონიშნავ დროს, ღრუბლის ზომას და საიტი ტვიტების ღრუბელს აგენერირებს.

ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩემი ყველაზე ხშირად დატვიტული 3 სიტყვა იყო:

Love, Hate & Thanks

@Sweet tweetcloudთქვენც გააკეთეთ და კომენტარებში დამიწერეთ თქვენი ტოპ-3 სიტყვა. :)

ბლოგო, გვეღირსა სიყვარული!

I love my babe!!!!

I love my babe!!!!

ჯერ-ჯერობით 48 საათიან სატესტო რეჟიმში ვართ. სამსახურში ვარ და ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და ლეპტოპს შევუერთო.

იმედია კარგად მუშაობს და სწრაფია! :love:

P.S. სხვათაშორის, ეს ჩემი 999-ე პოსტია. შემდეგზე გავათასდებით :)) ^_^