Tag Archives: ივენტი

Dilato Fitness Club-ის გახსნა

ახლახანს შევქმენი რეკლამის გვერდი, სადაც მიწერია:

თუ თქვენ აწყობთ რაიმე ღონისძიებას(საღამოს, კონცერტს, მიღებას, პრეზენტაციას, გახსნას, პრემიერას) შეგიძლიათ გამომიგზავნოთ მოსაწვევი. ამის შესახებ მიმოხილვა აუცილებლად დაიწერება ბლოგზე.

ჰოდა რამოდენიმე დღის წინ პირველი მოსაწვევი მივიღე!

მოსაწვევი

მოსაწვევი

ძალიან მიყვარს ნამდვილი, ქაღალდის მოსაწვევები.

იმას კი არ ჰგავს, იმეილით რომ მოგივა და სანამ Display pictures from this sender-ს არ დააჭერ იქამდე საერთოდ არ ჩანს. :D

შემეძლო სავარჯიშო ტანსაცმელი წამეღო და იქვე გამომეცადა სავარჯიშო მოწყობილობა

შემეძლო სავარჯიშო ტანსაცმელი წამეღო და იქვე გამომეცადა სავარჯიშო მოწყობილობა

ეს მოსაწვევი დილატო ფიტნეს კლუბისგან მომივიდა.

10 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე მათ ოფიციალური საზეიმო გახსნა აღნიშნეს!დილატო ფიტნეს კლუბი

კლუბის შესახებ:

Dilato ფიტნეს კლუბი არის უახლესი იტალიური სავარჯიშო მოწყობილობებით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი.

აქ თქვენ შეგიძლიათ აღიდგინოთ კარგი ფიზიკური ფორმა, შემატოთ ჯანსაღი
ცხოვრების ელემენტები თქვენს ყოველდღიურობას და რა თქმა უნდა შეინარჩუნოთ ლამაზი სხეული.

Dilato ფიტნეს კლუბი აღჭურვილია იტალიური ფირმის TechnoGym-ის ინვენტარით, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. მხოლოდ აქ შეგიძლიათ ნახოთ უნიკალური სავარჯიშო დანადგარი, რომელიც TechnoGym – ის გამოგონებაა და უზრუნველყოფს სხეულის განჯანსაღებას.

Dilato ფიტნეს კლუბში თქვენს წარმატებას უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორები.” ~ გადმოწერეთ სრული ინფო ფასებით და პირობებით.

სადღესასწაულო გახსნა:

სამსახური სამშაბათს ისედაც ცოტა ადრე დავამთავრე და იმ წუთასვე ჩავხტი ტაქსში, რომ მომესწრო საზეიმო გახსნისთვის.

კლუბი პეკინზეა, სასტუმრო აჭარასთან, HSBC ბანკის გვერდით.

მეოთხე სართულზე ლიფტით ავედი და პირდაპირ განათებულ ჰოლში მოვხვდი.

ძალიან მომწონს, ის რომ ამ ფიტნეს-კლუბს დიდი შუშის ფანჯრები აქვს და ისეთ შეგრძნებას ტოვებს თითქოს ნიუ-იორკში, რომელიმე ცათამბჯენის სართულია და არა თბილისის 5 სართულიანი შენობის.

შესვლისთანავე მანჰეტენზე გგონია თავი

შესვლისთანავე თავი მანჰეტენზე გგონია

მსგავს პრეზენტაციებზე ყველას ყველაზე მეტად ალაფურშეტი უყვარს, მითუმეტეს თუ პირდაპირ სამსახურიდან მოდიხარ. ალაფურშეტი კი მართლა მაგარი იყო!

მეც სმა-ჭამა არ დამიკლია. განსაკუთრებით ხიზილალის მინი-სენდვიჩებმა გამიტაცა. :D

ალაფურშეტი

DSC03255

პრეზენტაციაზე შეკრებილი იყვნენ ჟურნალისტები, ტელე-რეპორტიორები, ცნობილი ადამიანები.

სანამ ისინი ერთმანეთს ინტერვიუებს უღებდნენ, საუბრობდნენ და გემრიელ შამპანურს სვამდნენ, მე სავარჯიშო მოწყობილობების დათვალიერებას შევუდექი.

გირებს შორის შამპანურს ვსვამ

გირებს შორის შამპანურს ვსვამ

თვით ტუალეტში და გასახდელშიც კი შევძვერი და აღმოვაჩინე რომ დილატო ფიტნეს-კლუბში ფუნქციონირებს საუნა.

თანაც ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ-ცალკე.

საუნა

საუნა

გასახდელებიც და საშხაპეებიც გენდერულად გაყოფილია და ძალიან მოწესრიგებული. აღჭურვილია ყველაფრით რაც კი შეიძლება დაგჭირდეს.

თვით პროფესიონალური თმის საშრობი ფენიც კი აღმოვაჩინე ქალების გასახდელში!!!

”შტეფსელში” შეერთებული პროფესიონალური თმის ფენი! - ამას ნამდვილად აღარ მოველოდი!

”შტეფსელში” შეერთებული პროფესიონალური თმის ფენი! - ამას ნამდვილად აღარ მოველოდი!

ძალიან მომეწონა ყველა ტრენაჟორში ჩამონტაჟებული ციფრული ეკრანი, საიდანაც აკონტროლებ როგორც ტრენაჟორის მუშაობას, სიჩქარეს და დატვირთვას, ასევე შეგიძლია უყურო ტელევიზორს (ინტეგრირებულია 6 ქართული და 39 უცხოური არხი) ან უსმინო რადიოს (თუმცა სასიამოვნო მუსიკა დარბაზში ისედაც არის ჩართული).  რა თქმა უნდა ყველა მოწყობილობას ინდივიდუალური ყურსასმენი აქვს, რათა სხვებს ხელი არ შეეშალოთ.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ვარჯიშის პროცესში მოწყენის საშუალებას არავინ გაძლევს. თუ ტელევიზორში საინტერესო არაფერია და მუსიკაც დიდად ვერ გართობს, შეგიძლია სიმპატიური ინსტრუქტორების თვალიერებით ან მათთან ჯანმრთელი ცხოვრების წესზე საუბრით დაკავდე. ;)

ეკრანის გასააქტიურებლად მასზე თითის დაჭერაა საჭირო

ეკრანის გასააქტიურებლად მასზე თითის დაჭერაა საჭირო

როგორც აღმოჩნდა ეკრანის ფუნქციებით ჩემსავით აღფრთოვანდა ცნობილი სპორტული კომენტატორი – ჯამლეტ ხუხაშვილი.

ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს ბატონმა ჯამლეტმა ველო-ტრენაჟორიდან დაიწყო ფეხბურთის მატჩის კომენტატორობა, რომელიც ტელევიზორში ერთ სპორტულ არხზე იპოვა.

ასდ

ჯამლეტ ხუხაშვილი პირდაპირ ველო-ტრენაჟორიდან კომენტატორობდა

გახსნის ცერემონიალი კორპორატიული ხილის ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა, რომელიც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა!

მე დემონსტრაციულად მოვერიდე ლურჯ კრემს, ვიფიქრე რომ ძალიან ხელოვნური გემო ექნებოდა, თუმცა რამოდენიმე წუთის შემდეგ იქვე ბართან შეკრებილმა გოგონებმა მამცნეს, რომ ლურჯი კრემი ყველაზე გემრიელი იყო და მაშინვე ვინანე ჩემი ეს “თავხედური საქციელი” ტორტთან მიმართებაში.

უგემრიელესი ხილის ტორტი

უგემრიელესი ხილის ტორტი

შამპანურით ოდნავ შეზარხოშებული და გემრიელი ტორტით დამტკბარი პუბლიკა მხიარულად დაიშალა.

მე კი დილატო ფიტნეს კლუბის მარკეტინგის მენეჯერმა საჩუქრად კლუბის VIP ბარათი გადმომცა!

ეს VIP ბარათი უზრუნველყოფს, რომ კვირაში სამჯერ ნებისმიერ დროს ნებისმიერ დღეს შემიძლია მისვლა და ვარჯიში.

ამის გარდა, კლუბის დირექტორთან უკვე მქონდა მოლაპარაკება, ფიტნეს რეალითი პროექტთან დაკავშირებით, რომლის შესახებ სულ მალე მოგიყვებით.

ჩემი VIP ბარათი Dilato ფიტნეს კლუბში

ჩემი VIP ბარათი Dilato ფიტნეს კლუბში

აქვე:

VIP ბარათს საჩუქრად მიიღებს ყველა მომხმარებელი, ვინც Dilato ფიტნეს კლუბში ერთწლიან აბონემენტს გააფორმებს!

კონტაქტი:

ტელეფონი: +995 32 36 56 76

E-mail: Office@DilatoFitnessClub.ge

WEB: DilatoFitnessClub.ge

Facebook: facebook.com/DilatoFitness

შეხსენება

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს ბლოგერები ვიკრიბებით 5 საათზე, ხინკალ ცენტრში!

ოფიციალურად ვაცილებთ ზამთარს! წამოიღეთ ფოტოაპარატები!!!

რატომ ვწერ ამ პოსტს არც კი ვიცი, მაგრამ მინდა, რომ რაღაცნაირად დავიცალო და ისე წავიდე ბლოგერების შეკრებაზე… არ მინდა რამე მაწუხებდეს ან ნერვებს მიშლიდეს.

პირველად ხდება, რომ ჩემსავე დაგეგმილ და მოწყობილ ბლოგერების სხოდკზე წასვლისას ფეხები უკან მრჩებოდეს და დიდად არ მიხაროდეს…

ნელ-ნელა ვეგუები იმ ფაქტს [და ყველას მოუწევს შეგუება], რომ ბლოგოსფერო გაიზარდა.

ვიღაცასთან მე მაქვს კონფლიქტი, ვიღაცასთან – სხვას. ზუსტად ისევე ფორმირდება ჩვენი ბლოგოსფერო, როგორიც გლობალური ბლოგოსფეროა. მალე ბანაკებიც ჩამოყალიბდება. I can clearly see it! :D

შეკრებაზე კი ყველა ერთად მოიყრის თავს. ამის გამო, შესაძლოა რაიმე გართულებებიც კი წამოიჭრას.

პირველი გართულება გუშინწინ ისევ მე მქონდა.  სულ დამავიწყდა, რამდენიმე სუბიექტის არსებობა ბლოგოსფეროში, რომლებთან შეხვედრა და მითუმეტეს ხინკლის ერთად ‘წოვა’ დიდად არ მესიამოვნებოდა დღეს, და ვთქვი, რომ აუჰ, ვსიო, მე აღარ მოვდივარ.

მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ ვერც ერთ ბლოგერს ვერ აუკრძალავ ისეთ ტოტალურ [ :D ] ივენტზე მოსვლას, როგორსაც “ბლოგერების შეკრება” ჰქვია. Everyone is welcome to the show! ;)

ასე რომ გადავიფიქრე.

what the fuck? სხოდკა ჩემი დაგეგმილია, ყველა ჩემს იმედზეა, და მე კიდევ ვიღაცების გამო არ უნდა წავიდე. noway! აბრძანდნენ და თვითონ ნუ წამოვლენ თუ ძალიან უნდათ. ანდაც წამოვიდნენ რას მიშლიან რო? თუ რამეა და ვალში არავის დავრჩები. [ამ ბოლო დროს გატაცებული ვარ VooDoo ხელოვნებით :D ]

ნუ მოკლედ, ამ წარმტაცი ფიქრებით მტკიცედ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად, აუცილებლად წავალ სხოდკაზე!!!

თუ რამე კონფლიქტს, სკანდალს, ინტრიგას ან/და ემოციების მოზღვავებას ექნება ადგილი, ეს აუცილებლად დაიწერება.

თანაც დღეს ჩემი პირველი ბლოგერული ჰონორარი უნდა ავიღო! It will make my day! :)

უი, ხო ყველამ იცით, რომელი ბლოგი უნდა შეამოწმოთ ხოლმე ხშირად? :spy:

Imda Corporate Blogger!

კორპორატიული ბლოგინგი ან პროფესიონალი, გამოცდილი ბლოგერის დაქირავება კომპანიის ოფიციალური ბლოგისთვის უცხოეთში ერთგვარ ტენდენციად არის ქცეული. საქართველოში კი ბლოგის რაობის შესახებ რაღაც მითები დადის, რომ ეს იგივეა რაც პიკზო.ქომი ან მაისფეისი და ა.შ.

სამი წლის წინ როცა ჩემი ბლოგის გავხსენი blogger.com-ზე, ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი თუ ეს საქმიანობა ჩემს ერთგვარ მეორე პროფესიად გადაიქცეოდა, თუმცა დღეს უკვე ყველაფრის წარმოდგენა შემიძლია.

ერთი კვირის წინ შემოთავაზება მივიღე კორპორატიული ბლოგერის პოზიციაზე.

გამოჩნდა ადამიანი ვისაც დიდი ხანია აწუხებდა ბლოგის იდეა, მაგრამ არ ჰყავდა შესაბამისი კონტენტ-მეიქერი. შენ იტყვი “ამის გაკეთებას რა უნდაო”, მაგრამ გაითვალისწინე, რომ თუ შენც ჩემსავით დიდი ხნის ბლოგერი ხართ და წერა ასე თუ ისე გეხერხება, შესაბამისად მარტივი, ყველასათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ტექსტის შექმნაც პრობლემას არ წარმოადგენს შენთვის (ყოველ შემთხვევაში ბლოგერების უმრავლესობისთვის). Continue reading