პიარის სკოლაში პირველი ლექცია მქონდა წინა სამშაბათს და პირველმა ტრენერმა გასაცნობად ასეთი თამაში-დავალება მოგვცა: ყველას უნდა დაგვეწერა რაც შეიძლება მეტი ზედსართავი სახელები, რომლებიც იწყებოდნენ ჩვენი სახელის პირველ ასოზე და ამავე დროს გვახასიათებდნენ ჩვენ.
იმ წუთას მხოლოდ შვიდი ზედსართავი მოვიფიქრე:
მხიარული
მეგობრული
მუსიკალური
მშვენიერი
მახვილგონიერი
მისტიკური
მადისაღმძვრელი
არ ვიცი რამდენად კარგი მეთოდია ადამიანების გასაცნობად, რადგან სულ ორად-ორი ადამიანის სახელი დამამახსოვრდა ამ ტესტის შემდეგ:
სექსუალური სესილი
და
ვნებიანი ვახო
(რომელიც ასევე კოსმოპოლიტენის გამარჯვებული არის და 100%-იანი დაფინანსება მიიღო. )
თქვენც გთავაზობთ მოიფიქროთ და აქვე კომენტარებში დაწეროთ თქვენი სახელის პირველ ასოზე დაწყებული რაც შეიძლება მეტი ზედსართავი, რომლებიც კარგად გახასიათებენ თქვენ.