Tag Archives: ვოკალი

What I’ve Been Up To

ბოლო დროს იშვიათად ვიცლი საწერად. არადა რამდენი რამ ხდება.

არა, არა, ეს წინადადება სხვანაირად უნდა დამეწყო:
ბოლო დროს იმდენი რამ ხდება, რომ საწერად ვეღარ ვიცლი.

ბოლო ერთი თვის მანძილზე:

  • ექიმმა დამინიშნა სათვალე, რომელიც კომპიუტერთან და კითხვის დროს უნდა მეკეთოს.

  • სტუმრად მიმიწვიეს ფორტუნა პლიუსზე გადაცემა “ბლოგომანიაში”.

მთელი თინეიჯერობა “ფორტუნა პლიუს”-თან ერთად მაქვს გატარებული. ვიცოდი ყველა DJ, ყველა გადაცემა, 24/7-ზე რადიო მქონდა ჩართული. ერთი პერიოდი DJ-ობაზეც კი ვოცნებობდი. ჩემი მუსიკალური გემოვნება ამ რადიომ ჩამოაყალიბა (იმიტომაც მეძახის ყველა – პაპსავიკს :D ). ამ რადიო სადგურმა ჩემზე და ჩემს თაობაზე მართლა დიდი გავლენა მოახდინა და მე მომწონს ეს გავლენა. დღემდე მჯერა – “ფორტუნა პლუსი”, MTV და ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი, არც ეს ბლოგი მექნებოდა, არც თქვენ წაიკითხავდით ამ სიტყვებს. ა, ხო, და ეს რეკლამა არ იყო. დღეს მე რადიოს საერთოდ აღარ ვუსმენ (თუ internetradio.ge-ს არ ჩავთვლით). Continue reading

ლა-ლა-ლა! All I want for christmas is…

მივედი ვოკალის მასწავლებელთან დღეს სასინჯად! :bis:

ძაან კაი გოგო დამხვდა.. ჯერ მკითხა რა მუსიკა მოგწონსო, რა სტილს მღერიო, მუსიკაზე თუ გივლიაო, ესაო, ისაო…

მერე ფუსიქეთდოლზის სვეის მინუსი ჩამირთო და იმღერეო. ტექსტი იასნია დამავიწყდა მომენტალურად. ლა-ლა-ლა-თი იმღერეო :D ხოდა ვიმღერე ლა-ლა-ლა-თი.

მერე პიანინოზე გამამღერა, მიიიიიი-ააააააააა-ააააა :D

მერე მითხრა ის სიმღერა შემისრულე, თებერვალში კასტინგზე რაც იმღერეო. ვიმღერე. (მერაია ქერის – All I want for Christmas)

ხოდა ხელათ მომახსენა დასკვნა:

  • ტემბრი – არაჩვეულებრივი;
  • დიაპაზონი – გადასარევი;
  • ვიბრატო [lol] – მშვენიერი;
  • ვოკალის კარგად დამუშავება გინდა და ყველაფერი 5-იანზე გამოგივაო
  • ოღონდ სიმღერის დროს ნუ იჭყანებიო :D :D :D

ყოველ სამშაბათს ჩამიტარებს თითო გაკვეთილს ჯერ-ჯერობით და მერე გავზრდი სიხშირეს.

:user:

:cry:

[მხოლოდ სიხარულის ცრემლებია]

pop

P.S. დღეს პატარა რეკლამის გაკეთებას ვაპირებდი აქ. მაგრამ უკვე გვიანია ძალიან. ხვალ დილით გამოვაქვეყნებ
P.P.S. ყველას გაინტერესებთ, სად ვმუშაობ არა? ;)

Kinda’ Resolution

  • ვოკალზე ვიწყებ სიარულს! :bis:

უფრო სწორად: მინდა დავიწყო! თებერვალში რომ ჩავფლავდი მომავალ თებერვალს რევანშის ასაღებად ვემზადები! :braz:
I am not kind of girl who gives up that easy!
თათამ გამიგო ვოკალის პედაგოგის ტელეფონი და დღეს ან ხვალ მივადგები. მთელი დილაა ვურეკავ, მობილი გამორთული აქვს შეიძლება გაკვეთილზეა. ახალგაზრდა გოგოაო, კარგად გაუგებთო და თან ეგრევე გეტყვის გამოგივა თუ არა რამეო.
მოკლედ დიდ ნერვიულობაში ვარ რას მეტყვის… რომ მითხრას, ”რა სიმღერა შვილო, წადი სახლი დაალაგეო”… :(
Iverson-ის პოსტმა სტიმული მომცა მგონი.

ბრაკი ოცნება მაქვს – მოტივაცია არ მოყვებოდა თან :/

ნუთუ ჩემსასაც? არ დავნებდები! რამდენი discaurage-მაქვს არადა: დედაჩემი – ”შენ ხმა არა გაქვს!”, კოტე – ”მერე 3 თვე მარტო უნდა ვიყო?”… :( ზატო რამდენი encaurage? Iverson, Secrets, თათა, ხიმში… ეს ოთხი ადამიანია ვინც მეჩიჩინება რომ don’t give up, Grab your chance! და მერე მრცხვენია ხოლმე რომ წიპა ”იმედებს ვუცრუებ იმ ადამიანებს ვისაც ჩემი სჯერა”… :(
რამდენი წელია ვერ მივეთრიე ვოკალის პედაგოგთან. :( ჯანდაბა მეტაკოს! როგორც კი ტელეფონს ჩართავს, ეგრევე დავურეკავ!

  • საბერძნეთში მივდივართ კათოლიკურ შობას!

თუ ახალი სამსახურიდან ავიღე ის ანაზღაურება რასაც ველოდები, აუცილებლად წავალთ მე და კოტე საშობაოდ ათენში. მარინასთანაც (კოტეს დედა) შეთანხმებულია უკვე და მოკლედ იქ დიდი ამბები დაგვხვდება. იმედია, იქამდე მოვახერხებთ ციფრულის ყიდვას და ფოტომასალით ჩამოვალ :D გუშინ სკაიპით დავურეკეთ და გვიყვებოდა როგორ ზეიმობენ შობას საბერძნეთში. რა საოცარია, ეგეც ხო მართლმადიდებლური ქვეყანაა… მაინც 25-ში აქვთ შობა. რაც მთავარია, გართობა იცის რა ხალხმა. ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” არ მიუვარდება არავის ჰელოვინზე :D რაღაცნაირი მართლმადიდებლობა აქვთ, ლიბერალური. ხო არ გადავინათლო? :D მარა რად უნდა გადავინათლო? მოკლედ დაიბნევა კაცი… მაგათაც მართლმადიდებლები ჰქვიათ და ჩვენც? :drug:

  • Online-მაღაზიას ვხსნი!

მართალია ჯერ დიზაინის კეთება არ დამისრულებია, მაგრამ ზოგი პროდუქტი უკვე ავტვირთე. ვფიქრობ დავასრულო და მერე დავდო ლინკი, თუ ჯერ დავდო და მერე დავასრულო?. ალბათ უფრო პირველი. თქვენი პრეტენზიების თავი არ მაქვს. :D
გადახდის პრობლემა ვერ მოვაგვარე. ჯერჯერობით ნივთის გადაცემასთან ერთად ხდება გადახდა. მინდოდა E-money-ს ინტეგრირება, მაგრამ ტვინი ამერია. ვერ შევძელი მარტომ. არავინაც არ მეხმარება :( ბანკთან ჭიდაობა მეზარება. ამიტომ ისევ ასე მირჩევნია. მიუტან – გადაგიხდის!

რამდენიმე მიმართულება მექნება:

  • სადღესასწაულო კოსტუმები
  • ხელნაკეთი სამკაულები
  • სერიალები DVD-დისკებზე
  • სხვადასხვა -ნივთები upon request: თუ ვინმე სამკაულებს ან ხელნაკეთ ნივთებს ქმნის (ან ტანსაცმელი/ფეხსაცმელი), შემიძლია მინიმალური საკომისიოს გადახდის შემდეგ (ამას მოვიფიქრებ კარგად და მაღაზიის საიტზე დავწერ) განვათავსო მათი პროდუქტები ჩემს მაღაზიაში.
  • მოკლედ აი ასეთ ხასიათზე ვარ რა:

    [ნუ გეზარებათ მუსიკის მოსმენა. ქართულ სერვერზე დევს :D ]