Tag Archives: ვიდეო

Global Voices – ინტერვიუ

დღეს აუცილებლად დავწერ ახალ, გრძელ და ბევრ ფოტოიან პოსტს. ნახევარი უკვე დაწერილი მაქვს, მაგრამ რადგან ერთ საათში საქმიანი შეხვედრა მაქვს ხოლო 8-ზე იაკუბთან უნდა ვიყო სასტუმროში ინტერვიუზე, გადავწყვიტე ნაჩქარევად არ გამომექვეყნებინა და საღამოსთვის გადავდე.

მანამდე კი ამით გაერთეთ:

Interview with Georgian bloggers from onewmphoto on Vimeo.

ეს არის Global Voice-ზე გამოქვეყნებული ინტერვიუ, რომელიც ახალი მედიის ფორუმზე ჩაიწერა ონიკ კრიკორიანმა (Global Voices-რედაქტორმა).

P.S. თმა რა კარგ ფერზე და ფორმაზე მაქვს – Loves It!!! :love:

If we wanna rock – we rock!

If we wanna rock, we rock!

If we wanna Roll, we roll!

We can roll with the punches

As long as we feels like we’re in control

ძალიან მაგარი საღამო იყო!!!
დაქალები მესტუმრნენ და ბევრი ვიხალისეთ, ვიჭორავეთ, ვიმზარეულეთ… მარიამს ხელი სტკიოდა და შეფ-მზარეულობა იკისრა დანარჩენები “პატარა” მზარეულები ვიყავით. :D

მე – გავრეცხე, ბაკომ – დაჭრა, გვანცამ – მოურია, მარომ – მარილი მოაყარა, ლოლამ – შეჭამა :D

არა ნუ პრინციპში ყველამ შევჭამეთ… :user:

სლაიდშოუს სანახავად დააჭირეთ აქ →
Continue reading

დიალოგიო?!…

Woot woz zet?

spyვინც გაიცინოს ეშმაკი იყოს! :yes:

Jayden’s Birthday

ჯეიდენი არის ყველაზე Cool სინგაპურელი ბლოგერი ბიჭი. მისი ბლოგი არის შავ ფონზე და ძალიან ბანძი URL აქვს და წესით არ უნდა იყოს ეგრე განთქმული მაგრამ უბრალოდ სხვანაირად ვერ იქნება. უზომოდ საყვარელია. <3

ეს ვიდეო დღეს დაპოსტა თავის ბლოგზე. ახლახანს შეუსრულდა 21 წელი და აღსანიშნავად მეგობარი ბლოგერები დაპატიჟა ფართიზე, რისთვისაც სასტუმროში დაიქირავა სპეციალურად ნომერი ერთი ღამით.

უყურეთ ვიდეოს, სულ რაღაც 2 წუთიანია. ცრემლები მომადგა ლამის… სულ მინდა რომ ხელახლა და ხელახლა ვუყურო. რა მაგარი ხალხია. :D მანდ ვინც არიან 50%-ის ბლოგებს ვკითხულობ და უცებ ყველა ერთად შეყრილი… ძალიან გულის ამაჩუყებელია. თან ყველას რაღაც სულ ფერადი ტანსაცმელი აცვია და ძალიან ინდივიდუალური ხალხია. ის გოგო ძალიან დიდი სათვალეებით როა, ესთერია, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბლოგერი, და ყვითელკაბიანი, ნადია, ძალიან მაგარი ქალი, ან აი ის კოპლებიანი მაისური რო აცვია, რა მაგარი კაცია. ქართველი ბლოგერებიდან რომელი ჩაიცვამს ეგეთ მაისურს? :D

ეხლა წარმოვიდგინე, რომ ვინმე ჩვენს ბლოგოსფეროზე ასე იყოს შეყვარებული, როგორც მე – სინგაპურულზე და ჩვენს სურათებს და ვიდეოებს ასე გულაჩუყებული ათვალიერებდეს ხოლმე ჩვენს ბლოგებზე… მიყვარხარ, ვინც არ უნდა იყო <3 :love:

ჯეიდენის დაბადების დღე:

საპროტესტო აქცია

ხვალ  3 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ იმართება განმეორებითი აქცია ”დიდი ათეულის” მხარდასაჭერად.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:  http://www.gevision.tv/