Tag Archives: ერთმანეთი

ავატარი

მგონი როგორც იქნა დაგინახე…

აქ ბნელა…

თითქოს გვირაბში ვარ…

მის ბოლოს კი სინათლე არ ჩანს.

მეშინია…

ტანზე ცივი ოფლი მასხამს, ხელისგულები მისველდება და ერთმანეთზე მეწებება.

არ მინდა ვიფიქრო, რომ გკარგავ. მე შენში ვარ, შენ კი ჩემში. უერთმანეთოდ ვერ გავძლებთ.

არც ის მინდა ვიფიქრო, რომ ერთად ვართ. ჩვენ ისეთი განსხვავებულები ვართ, ამის გაფიქრებაზეც კი მაჟრჟოლებს და ტანში მცრის!

არადა, დილა შენით იწყება, ღამე კი შენით მთავრდება.

შენ სრულიად სხვა სამყარო ხარ, ამოუცნობი, მიმზიდველი, საშიში, მაგრამ მაინც ყველაზე მშვენიერი!

შენი სილამაზით მოხიბლული, ვდგავარ უღრან ტყეში და არ ვიცი საით წავიდე.

მინდა ვიყვირო, ხმა მოგაწვდინო, მაგრამ ვიცი, გარდაუვალი სიკვდილი მელის.

მინდა თვალები დავხუჭო და მივეცე შენს წიაღში ნეტარებას, მაგრამ ვიცი, უფსკრულში ჩავიჩეხები.

მინდა გაგექცე და თან შემოვიჭრა შენში. ამაზე მარტივი არასდროს ყოფილა ჩემი ცხოვრება. გადადგი ერთი ფეხი, შემდეგ მეორე.

აქამდე ხომ სიარულიც არ შემეძლო…

ჰოდა, გავრბივარ!

უკან გტოვებ და წინ მხვდები. რა არსება ხარ?

გავრბივარ! გავრბივარ უსასრულოდ!

მე არ ვიცი, ვინ ვარ.

არც ის ვიცი, რას ვაკეთებ ან რას ვაკეთებდი აქამდე… სანამ შენ დაგინახავდი.

შენ არ გესმის ჩემი ენა, მე კი ლექსებს გიკითხავ.

შენ უსულო ხარ, მე კი შენს სულს ვხედავ.

შენ არ ჩანხარ, მე კი გიყურებ.

შენ შეგიძლია დამიცვა. მე შემიძლია განუგეშო.

მოდი, მაგრამ არ მომიახლოვდე.

შემომხედე, მაგრამ ნუ დამინახავ.

შემეხე, მაგრამ არც ეცადო, რომ იგრძნო ჩემი გულის ცემა!

მე შენი ვარ, შენ კი ჩემი.

მაგრამ ჩვენ არასდროს ვიქნებით ერთად.

მე და ჩემი ავატარი.

მე გხედავ შენ!

—-

P.S. ბილეთები იყიდება კინოთეატრ “ამირანის” სალაროებში. დაჯავშნა – 999955.

:)

რატომ არ უყვართ ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი?

სანამ ბლოგერებს ერთმანეთი არ შეუყვარდებათ, არაფერი გამოვა ;) if u know what I mean. პიკნიკზე ისეთ ადამიანებთან ერთად ვერ წახვალ, ვისაც წესიერად არ იცნობ ან ერთხელ გინახავს და მაშინაც გამარჯობა დაავიწყდათ. ~ Sophie Golden

რატომ არ გვიყვარს ერთმანეთი? ისედაც ასე ცოტანი ვართ…

არა-გულითადი ბლოგოსფერო რომ შეგვრჩა ხელში, ამაში მერამდენედ ვრწმუნდები. იმიტომ კი არა რომ წინა სხოდკა ჩაიშალა, არა! – იმ სხოდკაზე წასვლა მეც ძალიან მეზარებოდა და ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო რომ ჩაიშალა.

არამედ იმის გამო, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარს.

სად არის სიყვარული? სად არის გაგება? სად არის კომუნის ძალა?

თქვენს ბექლინკებს ვეღარ ვხედავ ხალხო!

ადრე, – marushkin.blogspot.com რომ მქონდა და როცა ცოტანი ვიყავით, სულ სხვა დამოკიდებულება იყო ბლოგოსფეროში. 15-20 ბლოგერი არსებობდა და ყველა ერთმანეთს ეფერებოდა, უკომენტებდა, რჩევებს აძლევდა.

ახლა კი დღეში საშუალოდ 300 უნიკალურ ადამიანს ვმასპინძლობ, ვინც 1000 ჯერ ნახულობს ამ ბლოგს და “სიყვარული” უფრო ნაკლებია ვიდრე ადრე…

არ მინდა იმ ბებერი კაცივით გამომივიდეს, ახალგაზრდებს რომ ეუბნება, “ეხ რა დრო იყო, მოსკოვში 37 მანეთად რომ დავფრინავდიო”, მაგრამ კომენტარების და ემოციების ratio ყველა ბლოგზე (მათ შორის ჩემსაზეც) ბევრად ნაკლებია, ახლა ვიდრე მაშინ.

ზოგმა კრიჭაში ჩადგომა დაიწყო, ზოგმა სხვის ბლოგზე საკუთარი კლიკების დათვლა, ზოგი კომენტარებს მხოლოდ ოთხშაბათობით ტოვებს და იმასაც ცინიკურს,  ზოგი “read more”-ს არ აჭერს იმის შიშით რომ მეგობარ ბლოგერს  ტოპ.გე-ზე page view-ები არ მოემატოს :D

გული ამაზეც არ მწყდება. მხოლოდ იმაზე, რომ პატარა, იდეალისტი სოფი გოლდენი, რომელიც ახლახანს შემოგვემატა ბლოგოსფეროში, თავისი დაკვირვებების საფუძველზე ფიქრობს, რომ ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი არ უყვართ და “სანამ არ შეიყვარებენ, არაფერი გამოვა”.

ეხ, ჩემო სოფი…

მწუხარებით ვიუწყები, რომ ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი უკვე უყვარდათ.

შორეულ 2005-ში.

:(

Update: კომენტარებში დავწერე გრძელი პასუხი, რაც ვფიქრობ პოსტში დამატების ღირსია…

Continue reading