What I’ve Been Up To

ბოლო დროს იშვიათად ვიცლი საწერად. არადა რამდენი რამ ხდება.

არა, არა, ეს წინადადება სხვანაირად უნდა დამეწყო:
ბოლო დროს იმდენი რამ ხდება, რომ საწერად ვეღარ ვიცლი.

ბოლო ერთი თვის მანძილზე:

  • ექიმმა დამინიშნა სათვალე, რომელიც კომპიუტერთან და კითხვის დროს უნდა მეკეთოს.

  • სტუმრად მიმიწვიეს ფორტუნა პლიუსზე გადაცემა “ბლოგომანიაში”.

მთელი თინეიჯერობა “ფორტუნა პლიუს”-თან ერთად მაქვს გატარებული. ვიცოდი ყველა DJ, ყველა გადაცემა, 24/7-ზე რადიო მქონდა ჩართული. ერთი პერიოდი DJ-ობაზეც კი ვოცნებობდი. ჩემი მუსიკალური გემოვნება ამ რადიომ ჩამოაყალიბა (იმიტომაც მეძახის ყველა – პაპსავიკს :D ). ამ რადიო სადგურმა ჩემზე და ჩემს თაობაზე მართლა დიდი გავლენა მოახდინა და მე მომწონს ეს გავლენა. დღემდე მჯერა – “ფორტუნა პლუსი”, MTV და ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი, არც ეს ბლოგი მექნებოდა, არც თქვენ წაიკითხავდით ამ სიტყვებს. ა, ხო, და ეს რეკლამა არ იყო. დღეს მე რადიოს საერთოდ აღარ ვუსმენ (თუ internetradio.ge-ს არ ჩავთვლით). Continue reading What I’ve Been Up To

დაამარცხე ბლოგერი

გუშინწინ პირველად ვუყურე გადაცემას “დაამარცხე ვარსკვლავი” და თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელევიზორს ძალიან იშვიათად ვუყურებ, შეიძლება ითქვას, რომ ამ შოუმ მართლა ჩამითრია.

მერე უცებ თავში გამიელვა, რა მოხდებოდა მსგავსი შეჯიბრი ქართველ ვარსკვლავებთან “ჩვეულებრივ მოკვდავებს” კი არა, ჩვენს საყვარელ ქართველ ბლოგერებს რომ გაემართათ. ჩემს იდეაზე მე თვითონვე გამეღიმა და უცებ ჩამოვწერე რამოდენიმე წყვილი, თუ რომელი ბლოგერი რომელ ვარსკვლავს შეერკინებოდა.

ხოლო ვინ ვის დაამარცხებდა, ამის გამოვლენა თქვენთვის მომინდვია! Continue reading დაამარცხე ბლოგერი