ბავშვობიდან მიყვარს. ერთ-ერთი სუსტი წერტილია ჩემი. ყოველთვის ტკბილ-მწარე მოგონებებთან დაკავშირებული.
არა, რომელ გოგოს არ უყვარს?
ვისაც დღიური ჰქონია, ყველამ იცის სტიკერის ფასი…
სკოლაში პირველი სტიკერები (იგივე ”ნაკლეიკები”) მე მქონდა, ისრაელიდან გამოგზავნილი. მანდვილი Sandylion-ები. მას შემდეგ ეგეთი ხარისხიანი და ლამაზი სტიკერები არც მინახავს.
პირველი სტიკერებიანი მეგობრობის დღიურიც მე მქონდა, დიდ ლურჯ რვეულში. დედაჩემმა გამაკეთებინა და თავისი ხელით ჩააკრა ჩემი სენდილაიონები. პირველმაც თვითონ შემივსო…
მაგრამ კლასელმა გოგოებმა ზოგი სტიკერი ამომიხიეს. მერე წებოთი აკრავდნენ თავიანთ დღიურებში…
ვაგროვებ, ვაგროვებ და აღარ ვიცი, სად მივაწებო ამდენი?