What I’ve Been Up To

ბოლო დროს იშვიათად ვიცლი საწერად. არადა რამდენი რამ ხდება.

არა, არა, ეს წინადადება სხვანაირად უნდა დამეწყო:
ბოლო დროს იმდენი რამ ხდება, რომ საწერად ვეღარ ვიცლი.

ბოლო ერთი თვის მანძილზე:

  • ექიმმა დამინიშნა სათვალე, რომელიც კომპიუტერთან და კითხვის დროს უნდა მეკეთოს.

  • სტუმრად მიმიწვიეს ფორტუნა პლიუსზე გადაცემა “ბლოგომანიაში”.

მთელი თინეიჯერობა “ფორტუნა პლიუს”-თან ერთად მაქვს გატარებული. ვიცოდი ყველა DJ, ყველა გადაცემა, 24/7-ზე რადიო მქონდა ჩართული. ერთი პერიოდი DJ-ობაზეც კი ვოცნებობდი. ჩემი მუსიკალური გემოვნება ამ რადიომ ჩამოაყალიბა (იმიტომაც მეძახის ყველა – პაპსავიკს :D ). ამ რადიო სადგურმა ჩემზე და ჩემს თაობაზე მართლა დიდი გავლენა მოახდინა და მე მომწონს ეს გავლენა. დღემდე მჯერა – “ფორტუნა პლუსი”, MTV და ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი, არც ეს ბლოგი მექნებოდა, არც თქვენ წაიკითხავდით ამ სიტყვებს. ა, ხო, და ეს რეკლამა არ იყო. დღეს მე რადიოს საერთოდ აღარ ვუსმენ (თუ internetradio.ge-ს არ ჩავთვლით). Continue reading What I’ve Been Up To

დაამარცხე ბლოგერი

გუშინწინ პირველად ვუყურე გადაცემას “დაამარცხე ვარსკვლავი” და თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელევიზორს ძალიან იშვიათად ვუყურებ, შეიძლება ითქვას, რომ ამ შოუმ მართლა ჩამითრია.

მერე უცებ თავში გამიელვა, რა მოხდებოდა მსგავსი შეჯიბრი ქართველ ვარსკვლავებთან “ჩვეულებრივ მოკვდავებს” კი არა, ჩვენს საყვარელ ქართველ ბლოგერებს რომ გაემართათ. ჩემს იდეაზე მე თვითონვე გამეღიმა და უცებ ჩამოვწერე რამოდენიმე წყვილი, თუ რომელი ბლოგერი რომელ ვარსკვლავს შეერკინებოდა.

ხოლო ვინ ვის დაამარცხებდა, ამის გამოვლენა თქვენთვის მომინდვია! Continue reading დაამარცხე ბლოგერი

ფოტოები Kosmoshow-ს ინტერვიუდან

აქ უნდა დამეწერე ”ცხელ-ცხელი ფოტოები” მეთქი, მაგრამ მივხვდი რო კაი ხნის გაგრილებულია ესენი უკვე.

ამიტომ ოდნავ გრილი, დაგვიანებული ფოტოები ”კოსმოშოუს” ინტერვიუდან.

სასტუმრო ტიფლისი
სასტუმრო ტიფლისი

ძალიან ლამაზი სასტუმროა – ძლიან ლამაზი ხედით (განსაკუთრებით ღამის ხედი – ძველ თბილისზე)

მაგრად შემცივდა
მაგრად შემცივდა
DSC03140
I am watching you
ჩემი ბლოგი ჩანს ეკრანზე
ჩემი ბლოგი ჩანს ეკრანზე
ჩვენი ინტერვიუს მაგიდა
ჩვენი ინტერვიუს მაგიდა
***
***
Camshot in the Toilet
Camshot in the Toilet
Dizz
Dizz

30 გაკვეთილი

ქართულ ბლოგოსფეროში ძალიან ცოტა მომეძევება ისეთი, ვინც ბლოგინგს სერიოზულად უყურებს ან რაიმე სამომავლო შემოსავლის წყაროდ აღიქვამს, მაგრამ მერწმუნეთ გავა სულ ცოტა დრო და ისინი, ვინც თავიდანვე პროფესიონალურად მიუდგნენ საკითხს, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

ამერიკაში სწორედ ასეთი პროფესიონალური მიდგომის თვალსაჩინო მაგალითია დერენ როუზი, მეტსახელად Problogger. იგი ერთ-ერთ იმ ბლოგერთაგანია, ვინც – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – ბლოგინგით ცხოვრობს. შეგიძლიათ შეიხედოთ მის არაჩვეულებრივ ბლოგზე და იპოვოთ იქ შთაგონება ან უბრალოდ პრობლემის გადაჭრის მარტივი ხერხი, ბლოგინგის ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით.

რამდენიმე თვის წინ დერენმა ახალი პროექტი წამოიწყო სახელად ”31 Days to Build a Better Blog”  (ქართულად ”31 დღე უკეთესი ბლოგის შესაქმნელად”). ყოველ დღე იგი იძლეოდა დავალებებს ბლოგინგის შესახებ, რომელსაც სხვა ბლოგერები ასრულებდნენ და შემდეგ შესრულებულ დავალებებს განიხილავდნენ, ერთმანეთს რჩევებს აძლევდნენ და ა.შ. დასრულებისთანავე, დერენმა ეს პროექტი e-book-ად გამოუშვა და მისი შეძენა ყოველ თქვენგანს შეგიძლიათ $19.95-ად.

დოდკას ეწერა თავის ბლოგზე, რომ ”მინდოდა მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ჩამოვრჩი და ვეღარ დავეწიეო”. პროექტის თემებს რომ გადავხედე, მივხვდი რომ მეც მომინდა გამეკეთებინა ეს დავალებები.

გთავაზობთ ასეთ რამეს:

Continue reading 30 გაკვეთილი

And the BIG Question goes

Suggestion-ებს გადავხედე ამას წინათ და ყველაზე მაღალი რეიტინგი ბლოგების მიმოხილვას აქვს. მინდოდა დამეწერა ზოგიერთი კარგი ბლოგის შესახებ, მაგრამ ერთი შეკითხვა დამებადა რასაც ვერაფრით გავეცი პასუხი.

რატომ კითხულობთ ჩემს ბლოგს?

რა გაიძულებთ ყოველ დღე აკრიფოთ ბრაუზერში sweet.ge და მიუხედავად იმისა რომ ხანდახან ჩემი ბლოგი მართლა ჭედავს მოთმინებით ელოდოთ მის სრულად ჩატვირთვას?

რატომ გაინტერესებთ ჩემი ცხოვრება? მე ხომ სხვა არაფერზე ვწერ…

ჩემთვის გასაგებია, რატომ კითხულობთ დოდკას, იმიტომ რომ ის ყოველთვის კონკრეტულ საკითხებს საინტერესოდ განაზოგადებს. მე კი მხოლოდ კონკრეტულზე ვჩერდები და სიღრმისეულად არ ვაანალიზებ იმას, რასაც ვწერ.

გასაგებია რატომ კითხულობთ თინის, Continue reading And the BIG Question goes