Tag Archives: დიზაინი

ბლოგის დიზაინის ცვლილება

გუშინ თინი შემხვდა და ბევრი მისმინა.

ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:

“ერთი შეკითხვა მაქვს, აი, ამდენს ერთად როგორ უძლებ?”

მანდ მივხვდი, რომ სასწრაფოდ მჭირდება ახალი თეთრი ფურცელი ცხოვრებაში.

ჯერ ბლოგის დიზაინს მოვიყვან ჭკუაზე, მერე ჩემს ოთახს ჩემებურად მოვაწყობ, მერე გარდერობს განვაახლებ და მერე დასასვენებლად წავალ ერთი კვირით სადმე მიკარგულ სოფელში. ბევრს დავწერ, ბევრს ვისეირნებ, საღამოობით წითელ ღვინოს დავლევ.

დღეს დიზაინით დავიწყე – ეს რამოდენიმე თვის წინ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვერაფრით თავი ვერ მოვაბი.

ახლა რასაც ხედავთ, საბოლოო არ არის. ერთ-ორ დღეში დავასრულებ.

შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ შეეჩვევით. წინა დიზაინი უკვე ძალიან ბევრ რაღაცას მახსენებდა და ვერაფრით ვერ ვწერდი ბლოგზე.

დიზაინთან დაკავშირებული შენიშვნები და რეკომენდაციები კომენტარებში მომწერეთ.

მადლობა!

პროფესიონალები, ბლოგის დიზაინი და გულახდილობები

ბოლო რამდენიმე დღეა ისტერიულად მინდა ვიყო სვითი. სვითი რომ ვიყო, იმიტომ კი არ მინდა, რომ  ონალაინ შოპინგების დედა ვიყო და ათასობით ვიზიტორის მასპინძელი, ან  სექსი დიდ ქალაქში შემიყვარდა და უცხოპლანეტელების დავიჯერე. არა, ამ ყველაფრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ახლა  სხვა მიზეზი მაქვს  სვითობის სანატრელად.

საკუთარი ბლოგი მაქვს დასალაგებელი და დიზაინშესაცვლელი და რასაც მე აგერ უკვე სამი საღამო უშედეგოდ შევწირე, ღრმად ვარ დარწმუნებული მარი სულ ერთ საათში მოაგვარებდა

ხოოდა, ვინაიდან ჯერ სვითი ვერ გავხდი და ვერც ბლოგი დავალაგე  (დაულაგებლად კიდევ ჩემ ბლოგზე ვერაფერს ვერ დავწერ, როდის იყო ჭუჭყიან სამზარეულოში საჭმელს ხარშავდნენ ) , არარეალიზებული ოცნებების და იდეების  ქვეცნობიერში გადატანა კი არასასურველია,( არავინ იცის როდის რა სახით შემაწუხებს), აქ  მოვედი.

ხოოდა, რადგან  მოვედი, სხვა რამეებსაც გეტყვით.უფრო სწორად სხვა სურვილებს. ხო, ასე,სხვა უფრო ხანგრძლივი სურვილებიც მაქვს ხოლმე.

მაგალითად  მინდა რამე ისე საფუძვლიანად და კარგად ვიცოდე, როგორც სვითმა ბლოგების ამბები იცის, მთელი HTML კოდებით და სხვა საიდუმლოებით, ან როგორც მამიდაჩემმა ქართული სპორტის ამბები და ჩემი ბავშვობის  მეგობარმა ფონეტიკა.

აი, მე ათასი საჭირო და არასაჭირო რამე ვიცი და ყველაფერი ზერელედ.

არ გამომდის ძირფესვიანობები.

უფრო სწორედ ძირფესვიანი ცოდნა არა, თორემ სიყვარული უძირფესვიანობესი  გამომდის, აი, ეგეთი პროფესიონალები მიყვარან, კიდევ  გაზაფხულის წვიმა, გულახდილობები, ჰულა-ჰუპი, რეალიზებულობის შეგრძნება  და დღეს საღამოს ბილი ჰოლიდეი.

ხოოდა, სვით, გააგრძელე შენი გაკვეთილები, პროფესიონალ ბლოგერებზე და მე აღარ დავწერ ისეთ კომენტარებს და იქნებ ბლოგის დიზაინის სწორად შერჩევა და უფრო მეტი ადამიანის მოზიდვა მაინც ვისწავლო, გულახდილობას დავიმართებ და გეტყვი, რომ როცა გაგიცანი, იმაზე ბევრად, ბევრად უკეთესი  აღმოჩნდი, ვიდრე ბლოგიდან წარმომედგინე და იმის მერე შენზე სულ მახსენდება, როგორ მიხარია, რომ ადამიანები იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია და წავედი, მოვუსმინე წვიმას და ბილის :)

მადლობა მასპინძლობისთვის,

ნასტასია :)

როგორ ბლოგებს არ ვკითხულობ

რახან ბლოგერი ვარ, ძალიან ხშირად მეკითხებიან, ვკითხულობ თუ არა რომელიმე ბლოგს, ხანდახან თუ ჩემი პასუხი უარყოფითი აღმოჩნდება, მსაყვედურობენ კიდეც, როგორ თუ მაგას არ კითხულობო.

ერთმა პირდაპირ ის მკითხა, კომენტარებს რატო არ ტოვებ ჩემთანო. ჯერ ეკითხა, მის ბლოგს საერთოდ თუ ვკითხულობდი. :))

ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ დღეს გადავწყვიტე დავფიქრებულიყავი, თუ რა შეიძლება ვუპასუხო ადამიანს შეკითხვაზე –

რატომ არ კითხულობ [ჩასვით აქ ნებისმიერი ბლოგის სახელი/მისამართი, რომელსაც არ ვკითხულობ]?Continue reading

რაზე შეგიძლიათ თქვათ უარი ერთი თვის განმავლობაში?

გიგამ დამთაგა: დუმაი-დუმაი

ერთი თვის განმავლობაში შემიძლია უარი ვთქვა:

  1. ხორცის და პურის ჭამაზე
  2. ტელევიზორის ყურებაზე – /ისედაც არ ვუყურებ/
  3. Facebook-ზე და Twitter-ზე სტატუსების განახლებაზე
  4. Country Story-ზე
  5. სხვა ბლოგების კითხვაზე
  6. ჩემი ბლოგის დიზაინში რაიმე ცვლილების შეტანაზე
  7. Top.ge-ს სტატისტიკის მონახულებაზე

ვთაგავ: თინის

წამლები, Top.ge & დიზაინი

დერმატოლოგთან ვიყავი დღეს…

4 დასალევი წამალი და 3 სახეზე წასასმელი დამინიშნა :( ნაღვლის ბუშტი გაქვს გაღიზიანებულიო და სახეზე იმიტომაც გაყრისო. თან ერთი შეხედვით დამისვა დიაგნოზი. მაგრები არიან დერმატოლოგები, სახეზე შემოგხედავენ და უკვე იციან რა გჭრის :)

ძალიან მკაცრი დიეტა უნდა დავიცვა 2 კვირის განმავლობაში. ბოსტნეული და ხილიც კი არ შეიძლება (მხოლოდ მწვანე ფერის არის დაშვებული, მაგალითად კიტრი, კომბოსტო, ვაშლი). მაწონზე და ხაჭოზე უნდა ვიყო.

ცალკე გინეკოლოგის წამლებიც მაქვს დასალევი 3 ნაირი.

ამდენს როგორ მოერევა ჩემი საცოდავი ორგანიზმი?

ამდენი წამლებიდან მხოლოდ ერთი მათგანია ვარდისფერი :(

ვერ ვიტან ავერსს! ვერა ვერა ვერა! რატო შევედი არ ვიცი! ისე მეუხეშა გამყიდველი კინაღამ თავზე დავაფშვენი სალიცილის მჟავიანი ხსნარი! Continue reading