Tag Archives: დიეტა

სრული სპრინტი

სპრინტი ინგლისური ზმნა არის და მოკლე მანძილზე მთელი სისწრაფით გარბენს ნიშნავს.

გუშინ სკოპიეში ჩამოვედი და დღეიდან 2 კვირიან სპრინტზე გადავდივარ.

შაბათს მარშალი გამომეხმაურა და ბოლოს 2 კვირაში სან ფრანცისკოში შეხვედრაზე შევთანხმდით.

წინ დრამატული თავგადასავალი მელის. სან ფრანცისკოში წასვლამდე, 3 დღით ბერლინში ვრჩები. უკანა გზაზე კი 2 დღე ისლანდიაში უნდა გავატარო.

ორი კვირა მაქვს იმისათვის, რომ ამ მოგზაურობისთვის მოვემზადო. გასაკეთებელი საქმეები ჩამოვწერე, ყველა დღე დეტალურად დავგეგმე. ყველაზე მეტად ძილის რეჟიმის არევა მაღელვებს, ამიტომ ვცდილობ წინასწარ ნელ-ნელა გადავიდე ამერიკის დროზე.

*

სკოპიეში ჩამოსვლა ყველაზე მეტად დიეტის განახლების გამო მიხარია. თუ გსურთ, დიეტა დაარქვით, ზოგი ჩემი მეგობარი ტანჯვასაც ეძახის, მაგრამ ჩემთვის ეს უკვე ჩვეულებრივი ცხოვრების წესია.

ბოლო 3 წელია, მუდმივად განსაკუთრებული კვების რეჟიმში ვარ. სხვადასხვა დიეტებს ვცდი საკუთარ თავზე. შემდეგ სისხლის სრულ ანალიზს ვიტარებ და ვცდილობ საკუთარ თავზე დაკვირვების გზით კვებასა და პროდუქტიულობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ვიპოვო.

მაისიდან აგვისტოს ჩათვლით კეტოგენურ დიეტას ვიცავდი. კეტოგენური დიეტა დაბალი ნახშირწყლების, საშუალო ცილების და მაღალი ცხიმების შემცველი დიეტაა. ამ დიეტის დახმარებით ნაკლები ძილი მჭირდება, მეტი ენერგიით ვიღვიძებ, მეტი ხალისით ვმუშაობ და დაუშრეტელი ენთუზიაზმი მაქვს ცხოვრების მიმართ. ამ დიეტას სხვა პოზიტივებიც მოჰყვება: სახის კანის გადაწმენდა, თმის ცვენის შემცირება, წონაში კლება, და სხვა.

არ უარვყოფ, ხანდახან ვარღვევ რეჟიმს, მაგრამ ამ დროს იწყება ხოლმე დაღლილობა, არაპროდუქტიულობა, ავადმყოფობა, უხალისობა, უენერგიობა და სხვა უამრავი უსასიამოვნო გვერდითი მოვლენა, მათ შორის წონაში მატება…

*

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდი, თუ როგორ მოქმედებდა საკვები ჩემს ცხოვრებაზე და შრომის ინტენსიურობაზე. არც სკოლაში და არც ოჯახში, არავის უსწავლებია, თუ რა გავლენას ახდენს ცხიმები, ცილები და ნახშირწყლები, ან მათი კომბინაცია, გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე.

ბევრი წიგნისა თუ სტატიის წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვაკეთებთ მინიმუმ 70%-ით განპირობებულია იმით, თუ რას ვჭამთ. ყველა ჩვენი ახალი იდეა, გადაწყვეტილება, თუ სოციალური კავშირი დამოკიდებულია ჩვენს სხეულში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებზე.

თუკი წარმატების მიღწევა გვსურს, რატომ არ უნდა დავიწყოთ ამ პროცესების შესწავლა და შემდგომში მართვა უკეთესი შედეგების მისაღებად?

მიზნის მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუკი:

ა) მიზანს დავისახავთ; და
ბ) ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე საჭირო ნაბიჯებს რიგრიგობით გადავდგამთ.

გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, რომ გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი სწორედ პირველი ნაბიჯია ამ გაუმჯობესებებისკენ.

ფოტო: Dave Lastovskiy

დიეტა – ნაწილი 3

ბოლო დიეტის განმავლობაში 8 კილო დავიკელი. ხოლო შემდეგ პერიოდში დღემდე 2 მოვიმატე. დღესასწაულებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამიტომ…

მეშვიდე დღეა დიეტაზე ვარ. წინ კიდევ 21 დღე მაქვს. წესით ვადის ბოლოს ისეთი გამხდარი უნდა ვიყო, როგორიც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ვყოფილვარ.

კი, ისევ იმ დიეტაზე, შარშან გაზაფხულზე რომ ვიყავი.

ეს არის ჩემი საკვები კვირის დღეების განმავლობაში

არა, მასაჟებს აღარ ვიკეთებ, თუმცა, ვფიქრობ ვიარო სადმე, თუ რამე კარგი ცენტრი იცით ცელულიტის მასაჟებს ეფექტურად რომ აკეთებდნენ და თან ცეცხლის ფასიც არ ედოს, მომწერეთ კომენტარებში.

კი, უკვე ორი კილო დავიკელი პირველი კვირის განმავლობაში.

არა, არც ერთხელ არ დამირღვევია.

კი, ისევ 8 კილოს დაკლებას ვაპირებ.

არა, ჯერ არ ვვარჯიშობ, მაგრამ ვაპირებ დაწყებას. თან სამსახურში უფასო სავარჯიშო დარბაზი გვაქვს და ტყუილად ვაცდენ.

კი, ძალიან მშია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემს გარშემო ვინმე გემრიელ ნამცხვარს და ტკბილეულს მიირთმევს.

დიეტას 2 თებერვალს ვასრულება. 6 თებერვალს ჩემი დაბადების დღეა.

ეს ალბათ საუკეთესო საჩუქარი იქნება, რასაც საკუთარ თავს გავუკეთებ სანამ 25 წლის გავხდები.

I bawt a skinnih jeans!

ჩემთვის ზედმეტი კილოგრამები არასდროს ყოფილა შემაწუხებელი პრობლემა, ანუ ერთი სიტყვით – მეკიდა.

ვერასდროს ვიცავდი დიეტას, ვარჯიში საერთოდ გამორიცხული იყო. არც დრო მქონდა მაგის და არც ნერვები. თანაც ყოველთვის მეგონა რომ “მშვენივრად გამოვიყურები” და ამ აზრს მიმტკიცებდნენ ნაცნობ-მეგობრებიც ფრაზებით “რად გინდა შენ გახდომა“, “სულაც არ ხარ მსუქანი” და ა.შ.

ისიც უნდა ავღნიშნო, რომ მთელი ცხოვრება სტაბილურად მხოლოდ ვიმატებდი და ალბათ ჯამში სულ 2 კილო მექნებოდა დაკლებული. ვერანაირი “6-ის შემდეგ აღარ ვჭამ“, “ცომეული და ტკბილეული გამოირიცხა” და “ფეხით ბევრს დავდივარ” ვერ შველოდა ჩემს დროებით “ვაიმე, როგორ გავსუქდი” სტრესებს.

მაკდონალდსები და პიცერიები, წლების მანძილზე 10-15 საათიანი ჯდომა კომპიუტერის წინ და არაჯანსაღი ცხოვრების წესი ამ ყველაფერს ხელს უწყობდა. ასე “ბედნიერად” მიაღწია ჩემმა წონამ 70-ს.

ზუსტად 1 თვის წინ მაღაზიებში დავბოდიალობდი და რამდენიმე შარვალი რომ გავიზომე მივხვდი, რომ

აი, უბრალოდ ყელში ამოვიდა რა!!!!!!!!!!!!!!

რა უბედურებაა!!! რაც მომწონს არაფერი არ მეტევა და არ მიხდება!

მინდა, რომ ვიყო გამხდარი!!! მინდა, რომ სუუუულ ცოტათი მაინც ვგავდე ჟურნალებში დაბეჭდილ გოგოებს!!! მინდა, რომ ნორმალური ზომის შარვლები მეტეოდეს!!! მინდა, რომ ტანადი და მოხდენილი ვიყო!!!

აი უბრალოდ როგორ ვერ უნდა გავხდე?

ბლოგზე არ დამიწერია არაფერი ამის შესახებ, მაგრამ ზუსტად 3 კვირის წინ წავედი ჰომეოპათ დიეტოლოგთან და ოთხ კვირიანი დიეტა დავაწერინე. დიეტა შედგება ჩვეულებრივი საჭმლისგან ოღონდ ყველაფერი არის უმარილო და უშაქრო. ამას ემატება სპეციალური ბალახეულის ნაყენები, რომლებიც ყოველ ოთხ საათში ერთხელ უნდა მივიღო.

მოვიმარაგე ექვსი განსხვავებული ბალახი და გარკვეული პროდუქტები, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ალბათ არ ვიყიდიდი და დავიწყე შრომა ზედმეტი კილოგრამების დასაგდებად.

პირველი კვირა მართლა რთული იყო. ყველაფერი რასაც ვჭამდი, არ ჰქონდა გემო და სუნი, ვჭამდი მხოლოდ იმიტომ, მეარსება და არა იმიტომ, რომ მსიამოვნებდა.

მეორე კვირას შედარებით მივეჩვიე უმარილოს და უშაქროს, უბრალოდ საკვები არ მყოფნიდა და საღამოობით სულ მშიერი ვიყავი. როგორ არ დავარღვიე მიკვირს, მაგრამ ისე შეუდრეკლად ვიცავდი მთელი ამ ხნის განმავლობაში, ნებისმიერ მოდიეტეს შეშურდებოდა. :D

რაც შეეხება შედეგებს: პირველივე კვირაში დავიკელი 2 კილო. ჯერ მეგონა, ალბათ წყლებისგან დავიცალე, მაგრამ არა, საკმარის სითხეს ვიღებდი (დღეში 2 ლიტრამდე). კილოგრამების კლება დღემდე გრძელდება.

დღეს დილით სასწორმა მიჩვენა 62 კილო!!!!!!!!!!!!!!! FREAKING AWESOME!!!

ჰოდა, გავვარდი სასწრაფოდ პეკინზე და ვიყიდე ახალი შარვალი, თანაც ჩვეულებრივი შარვალი კი არა…

 

I bawt a skinnih jeans!

 

 

I still got some curves ^_^

29 ზომა! Damn, I’m fuckin slim! :D

ყველა ძველი შარვალი გამიდიდდა და მძვრება :D

არ ვამბობ რომ აი კატასტროფულად გამხდარი ვარ და ვაიმე და რაღაცები, მაგრამ…

წლების მანძილზე მიოცნებია ასეთი შარვლის ჩაცმა და…
აი, უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა, ისეთი ბედნიერი ვარ!

ორშაბათიდან ვიწყებ მეოთხე, ყველაზე სულწასულ კვირას, როცა გგონია, რომ უკვე საკმარისად “იტანჯე” და უფლება გაქვს აქა-იქ “მოიპარო” აკრძალული საკვები.

მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ შედეგს არ დავუკარგავ საკუთარ თავს!

1 თვეში – 8 კილო.

ეს უკვე ჩემი პირადი მიღწევაა! ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥

(6 იანვარი, 2012) Update: იმდენმა მომწერა უკვე დიეტოლოგის კოორდინატებზე რომ გადავწყვიტე მისი ნომერი გამოვაქვეყნო:

599 969204 ლალი

დიეტის საიდუმლო

თბილისში ჩამოსვლის მერე დიეტაზე ვარ.

ნამცხვრებს და შოკოლადებს არ ვეკარები. არც ცომეულს.

მარტო სალათებს და ხორცეულს ვჭამ. თეთრი პურიც ავკრძალე.

საერთოდ ვერ ვგრძნობ… სამსახურში გუშინ ქაბაბი და მექსიკური კარტოფილი მივირთვი. დღეს რამე სალათს შევუკვეთავ…

ჩემი აზრით დიეტა წარმატებული მაშინ გამოდის, როდესაც კონცენტრირებული ხარ იმაზე, რასაც ჭამ და არა იმაზე, რასაც ვერ ჭამ.

Life, Oh Life © Des’ree

3 დღეა გავრბი-გამოვრბივარ :D

ხან გასაუბრებებზე, ხან ბანკში, ხან მეგობრებთან, ხან გადასახადებს ვიხდი, ხან ბიზნეს გეგმას ვწერ, ხან პროექტს… მოკლედ… დაკავებული ვიყავი ძაან, მაგრამ 3 საათის წინ მოვრჩი ყველა საქმეს და დავჯექი კომპთან არაფრის საკეთებლად. საჩეტაოდ – რასაც ქვია. თათუკა მელაპარაკება ემესენში… ( :Love: ) და გამართო მთელი საღამო. არაფრის კეთება არ მინდა… კოტეს სძინავს ტკბილად…

მაღაზიის დიზაინიც გასაკეთებელი მაქვს მარა მეზარება დღეს! უნდა დავისვენო…

 

ფორუმზე რაღაც ექსპრეს-დიეტები ვნახე. მეორე დღეა დიეტაზე ვარ. შემდეგნაირი განრიგით:

9:00 1ც ვაშლი

11:00 უშაქრო ყავა

13:00 1ც მოხარშული კვერცხი

15:00 2ც მოხარშული სოსისი

17:00 25გ შავი შოკოლადი

19:00 ნახევარი ჭიქა მაწონი + ნახევარი ჭიქა წყალი

 

პახოდუ შემიძლია ჩაი, ყავა(უშაქროდ) და წყალი რამდენიც მინდა მივიღო.

კვირაში 6-7 კილოს იკლებო ამ დიეტით. მშიაა!

ვნახოთ კვირამდე თუ დავიკლებ რამეს. კვირას Graduation-ის საღამო გვაქვს! :))

უი კიდე თმა შევიღებე :bis: კაი ფერია…

 

 

80 ლარი მჭირდება ხვალ საღამოს 7 საათამდე…

ღმერთო, ჩამომიგდე რა ციდან :)

ან ვინმემ მასესხეთ :D