Tag Archives: დაღლილი

სერიალების პარადოქსი

ძალიან საინტერესო დასკვნა გავაკეთე ბოლო ხანებში.

ადრე, როდესაც არ ვმუშაობდი და დრო თავზე საყრელად მქონდა, ვუყურებდი რამდენიმე ამერიკულ სერიალს ერთდროულად.

ზოგი მათგანი on-going-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიზოდების გადაღება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და ახალი ეპიზოდის გამოსვლას მთელი ერთი კვირა უნდა ელოდო. მერე სანამ ტორენტზე დაიდება, მერე სანამ ვინმე გადმოწერს ტორენტიდან და ქართულ საიტზე ატვირთავს, მერე სანამ იმ ლინკს ფორუმზე დადებენ… მოკლედ მთელი ჯაჭვია გასავლელი.

ამიტომ სულ ვბრაზობდი, რატომ გამოდიოდა სერიები კვირაში ერთხელ და არა უფრო ხშირად.

ვფიქრობდი, ნუთუ ამერიკელებს მოთხოვნილება არა აქვთ რომ კვირაში ორ-სამ სერიას უყურონ-მეთქი. ან თუნდაც ყოველდღე, როგორც ბრაზილიურ სერიალებს…

და ასე გაბრაზებული ვუყურებდი ყველაფერს და ეპიზოდიდან ეპიზოდამდე სული კბილით მეჭირა.

ახლა ისეთი დაკავებული ვარ საერთოდ არ მახსენდება, როდის რომელი სერიალის ახალი ეპიზოდი გამოდის.

რომც მახსენდებოდეს, სახლში სამსახურიდან დაბრუნებულს და დაღლილს სულაც არ მინდება რომელიმე სერიალის ჩართვა, მირჩევნია ის ძვირფასი, თავისუფალი ორი საათი ბლოგების კითხვას, წერას ან რამე სხვა შედარებით ინტერაქტიულ საქმიანობას დავუთმო.

აღმოვაჩინე რომ ის ერთ კვირიანი შუალედი ზუსტად საკმარისია იმისთვის რომ ნებისმიერი სერიალის შინაარსს თვალი სრულად მიადევნო.

ჭკვიანები ყოფილან ამერიკელები.

ეს ბრაზილიური სერიალები კი ნაღდად უსაქმურებისთვისაა! ყოველდღე… ჰუჰ!

P.S. 2 კვირის დაგროვილი Ugly Betty მაქვს… რა ვქნა, ვუყურო? ;)

Do Not Judge Me, I am Stupid!

იმ დღეს, სოროსიდან გამოსვლის მერე, მე, პიკო და თინი სასეირნოდ წავედით. მზიურში ვისხედით დიდხანს. ვჭორაობდით, სურათებს ვიღებდით.

:P

:P

მერე პიკოს მაკიაჟი წავუსვი. ძალიან მოუხდა… “ქალ დეემსგავსა” (c) თინი

პიკო, მე და მაკიაჟიპიკო, მე და მაკიაჟი 2პიკო, მე და მაკიაჟი 3პიკო, მე და მაკიაჟი 4

ვცდილობდით პრეზენტაციის შესახებ გვესაუბრა… Continue reading