Tag Archives: გულის ტკენა

როგორ მოვიპოვოთ პოპულარობა 1 პოსტით!

პოსტი ეძღვნება ბლოგოსფეროს ბოღმებს!

1. თუ თქვენში აბსოლუტურად არ არსებობს კრეატივის ნასახი და არ გაქვთ საწერი თემა, გადახედეთ ჩემს ბლოგს, იქნებ რამე იდეა მოგივიდეთ!

2. თუ თქვენი ბლოგი ნაგავია და არავინ შემოდის, დაწერეთ იმ ბლოგის კრიტიკა, რომელიც საუკეთესოა და ყველა სწორედ იქ შედის!

3. ატკინეთ გული რომელიმე ბლოგერს – მაგალითად მე!

მე ხომ ბლოგოსფეროს ვარდისფერი ჩუჩელა ვარ, რომელსაც არც გრძნობები აქვს და არც ტვინი. არც იმის ძალა, დრო და ნერვები რომ ყოველ თქვენს შხამიან ფრაზას პასუხი გასცეს!

გადაპოსტეთ ჩემი პოსტები, გამსვარეთ ტალახში, მომაყენეთ შეურაცხყოფა, მაწყენინეთ!

ეს ყველაფერი უფასოა და ადვილია! არავინ მოგთხოვთ პასუხს ამის გამო, არც დაგიჭერენ, არც გაგასამართლებენ.

ქულებსაც დაიწერთ და რეიტინგებიც მოგემატებათ!

ვერც ჩემს თვალებს დაინახავთ, როდესაც ამ პოსტებს წავიკითხავ. რეალში როცა შეგხვდებით, მე მაინც მოგესალმებით და თბილად გაგიღიმებთ!

რა პრობლემაა! მე არ ვარ წინააღმდეგი. ბლოგოსფეროს განვითარებისთვის…

იქნებ ბექლინკების გაკეთება მაინც ისწავლოთ. ;)

წარმატებებს გისურვებთ!

როგორ ფიქრობთ…

ამას წინათ ერთ ფილმს ვუყურე სადაც ასეთი შეკითხვა დაუსვეს ერთ-ერთ მთავარ გმირს:

რომელს აირჩევდი, საერთოდ არ გყავდეს მეგობრები, თუ გყავდეს ბევრი მეგობარი, რომლებიც სინამდვილეში ვერ გიტანენ?

ფილმი თვითონ დიდად არაფერი (შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან) მაგრამ ამ ფრაზამ ჩამაფიქრა და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი…

საერთოდ რას ნიშნავს  ქალისთვის იყო კარგი მეგობარი? Doesn’t it mean, რომ იდგე მუდამ მის გვერდით, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მხარი დაუჭირო, თუნდაც დამნაშავე იყოს რამეში, საზოგადოებაში არასდროს დასცინო, პირიქით, უხერხულობას აარიდო,  გაუგო ყველაფერი და როცა საჭიროა, სასარგებლო რჩევები მისცე, გიხაროდეს მისი სიხარული და გაწუხებდეს მისი საწუხარი?

მე ყოველთვის ასე მესმოდა და ჩემს საუკეთესო მეგობრებთანაც ასეთი ურთიერთობები მაქვს. ხანდახან მიკვირს, ამ სამ ადამიანს, ვისაც ჩემს დაქალებს ვუწოდებ, როგორ შეუძლია, ყველაფერი მაპატიონ და ისე ვუყვარდე, როგორც ვუყვარვარ… და ამ სიყვარულს არანაირად არ ვაბრალებ ჩემს ‘იდეალურობას’, არამედ ვუმადლი მათ მეგობრობის უნარს. მე არ ვარ სრულყოფილება, მაგრამ 100%-ით ვთვლი, რომ ისინი ნამდვილი მეგობრები არიან.

ზოგ ქალს მეგობრობა არ შეუძლია. ხო, არსებობენ ეგეთი ქალებიც, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ სხვა მდედრის გვერდით დგომა და ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება ადამიანი, რომელთანაც მეგობრობა ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის მეგონა, რომ მასაც უნდოდა, და ყოველთვის ჩემზე მაღლა ვაყენებდი და დიდ პატივს ვცემდი, აღმოჩნდეს, რომ სინამდვილეში ვერ მიტანს. Continue reading