Tag Archives: გოზინაყი

რა არ უნდა დაგვავიწყდეს ახალი წლისთვის!

  1. ნაძვის ხე – გპირდებით, რომ 31 დეკემბერს ნაძვის ხეს ვერსად იყიდით. წინასწარ იზრუნეთ ხალხო! მე 1 თვით ადრე დავიწყე მზადება.
  2. შამპანური – ქორწილიდან მორჩენილი შამპანური მგონი არ გამოგვადგება. მართალია 5 ბოთლი მიწყვია სამზარეულოში, მაგრამ ისეთ ზაფხულის სიცხეებს გაუძლო, არა მგონია ის სასმელი რაც შიგ ასხია შამპანური იყოს. Χ
  3. სადღესასწაულო სუფრა – ვგულისხმობ ნაჭრის სუფრა-გადასაფარებელს და არა ხორაგით დატვირთულ მაგიდას. მაგიდის სუფრა ისეთი რაღაცაა, რაც ყველაზე მეტად ქმნის სადღესასწაულო განწყობას. ასევე უფრო მეტი ბრწყინვალებისთვის ბევრი ბევრი ბროლის ჭიქა დაგვჭირდება. ან ბროლის თუ არა უბრალო შუშის მაინც აუცილებლად ;) მე სუფრა უკვე მაქვს. 
  4. საჩუქრები უახლოესი ადამიანებისთვის – სად ვიყიდოთ საჩუქრები? ვინმეს გაქვთ რამე იდეა? Χ
  5. გოზინაყი – დედაჩემი შემპირდა გაგიკეთებ და გამოგიტანო. Χ
  6. თავის მოწესრიგება – როგორც დედაჩემმა მითხრა, 31-ში სალონები ჯერ ერთი ადრე იკეტება და მეორეც გადაჭედილია. თუ წინასწარ ჩაეწერებით, მანიკურს, თმის შეღებვას და შეჭრას ნუ დააპირებთ! მხოლოდ დავარცხნა. ყველა სტილისტი ცდილობს 15 წუთში ჩაატიოს ერთი ადამიანის გალამაზება. მე პირადად ამ კვირაში ვაპირებ შეღებვას, წინა დღეებში მანიკურს და 31-ში დილით ჩავეწერები დავარცხნაზე. Χ
  7. დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა! – თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაფერი უბადლოდ შეასრულეთ, სხვა დანარჩენის გაკეთება კი ვერ მოასწარით ან სახსრები არ გეყოთ, დაიმახსოვრეთ, რომ ეგ არ არის მთავარი, არამედ ბედნიერების თვითშეგრძნება და ძვირფასი ადამიანების გვერდით ყოფნა!


under the tree by *tifachan on deviantART