Tag Archives: გართობა

FRESH SUNDAYS Open Air

კვირას ძალიან სასიამოვნო ღონისძიებაზე ვიყავი.

fresh sundays ticket bileti

ბოტანიკური ბაღში მდებარე შენობის რითმით, სიგრილით და ენერგიით სავსე ვერანდაზე DJ-ის ხმა 10 საათის განმავლობაში არ შემწყდარა.

მე და ანა ტიკ ტაკის ბრენდირებულ ვარდისფერ პუფებში განვთავსდით, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა, ბარში კი ცივ-ცივ კოქტეილები იყიდებოდა. მოკლედ ყველაფერი იყო იმისთვის, რომ თავი მსუბუქად და ლაღად გვეგრძნო.

ანა გელბახიანი, ბლოგერი

ერთ–ერთი ყველაზე სასიამოვნო, რამაც ამ ივენთზე გამახარა იყო Tic Tac. თავდაპირველად შევნიშნე, რომ ჩემს გარშემო ძალიან ბევრი გოგონა და ბიჭი შეექცეოდა მას. ცოტა შემშურდა მათი, მაგრამ ჩემს სასიხარულოდ გამოჩნდენ პრომო გოგონები, რომლებიც სიგრილის არომატს სთავაზობდნენ ახალგაზრდებს. სიხარულით გამოვართვი, რადგან ეს პატარა აბები ნებისმიერ დროს კარგ განწყობაზე გაყენებს.

ძალიან მიხარია, რომ არსებობს Tic Tac-ის Facebook გვერდიც, სადაც მხიარული ანიმაციები იდება. სწორედ აქ თამაშდება შემდეგი ივენთის მოსაწვევები, სადაც Tic Tac გენერალური სპონსორი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ კიდევ უფრო მეტი ხალისი და სიამოვნება გველის.

tic tac ბუშტები

თბილისის ხედი ბოტანიკური ბაღიდან

Fresh Sundays ახალი ღია ცის ქვეშ ტიპის ივენთია სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაში შეგიძლია დაისვენო და გაერთო.

მომავალ კვირას, 7 ივლისს, ლისი ლაუნჯში გველოდება კიდევ უფრო მაგარი ფართი ვიდრე წინა კვირას. ბილეთის ფასი – 5 ლარია.

◉ LINE UP:
16:00 ╟ Mucho |
17:30 ╟ Lasha Craft | 17:30
19:00 ╟ Black Brazzers inc. | 19:00
Coming soon. | 20:30
22:00 ╟ Warm up: Gabunia
23:30 ╟ HEADLINER: NHAR – Live [kompakt] |
01:00 ╟ Greenbeam & Leon |
02:30 ╟ Newa
04:00 Coming soon.

შემსრულებლების საბოლოო სიას კვირის განმავლობაში Fresh Sundays ფეისბუქის ივენთიდან შეიტყობთ, ამიტომ შეუერთდით და თვალი ადევნეთ განახლებებს.

დესერტად კი გიტოვებთ თიზერს, ანუ ფოტოს მომავალი ოფენ ეარის ჩატარების ადგილიდან:

teaser lisi lounge

Poker

მესტია by kenzonb

ვიღვიძებ იმ განწყობით, რომ მესტიაში მივფრინავთ 2 დღით. ბილეთები ნაყიდია, სასტუმროს ნომრები დაჯავშნული, ფოტოაპარატები და მობილურები ბოლომდე დამუხტული, ჩანთები ჩალაგებული…

აეროპორტში დილის 10 საათზე თანამშრომლებთან ერთად მივედი და აღმოვაჩინე, რომ 10 საათიანი ფრენა 1 საათამდე გადაიდო. შეწუხებულმა იმაზე ფიქრით, თუ როგორ უნდა გამეყვანა ეს მოსაწყენი სამი საათი, აეროპორტის კაფეში Best of Georgia-ს რამდენიმე გამარჯვებული დავინახე, რომლებიც ასევე ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყვნენ და ჩვენსავით გადადებულ რეისს ელოდნენ.
თუმცა დროის გასაყვანად მათ კარტი მაინც წამოუღიათ. მაგიდას ვახლოვდები და ყინულს ვამსხვრევ:

– მეც მინდა კარტი რა…
– პოკერი იცი?
– ტეხასური…
– ო, ჯიგაარ!

ერთი სიტყვით… აეროპორტში ვზივარ და პოკერს ვეთამაშები 15 წუთის წინ გაცნობილ ადამიანებს.

სანამ კახა არიგებს, ფოტოკონკურსის გამარჯვებული – გელა – მოგებული ფოტოაპარატით გვიღებს სურათებს. ნინიმ თამაში არ იცის და წეღან შევპირდი, რომ ქალების ღირსებას მის მაგივრადაც დავიცავდი.

ყოველ ჯერზე, როცა სტრეიტით ვიგებ ამაყად გადავხედავ ხოლმე და ვამბობ, “ხომ გითხარი”,თან მაგიდაზე კარტებს შორის მიმოფანტულ დაჭრილი ძაფის ნაწილებს ისე ვწევ ჩემსკენ, თითქოს ნამდვილი პოკერის ფიშკები იყოს.

პოკერი ყველაზე საინტერესო თამაშია კარტით. მახსოვს დაახლოებით 4 წლის წინ, ბათუმის ერთ-ერთ კაზინოში 9,000 დოლარი წავაგე დაქალებთან ერთად.
უფრო სწორად 5-ით დავიწყეთ, 9-მდე ავიყვანეთ და მერე All-In-ით წავაგეთ. კინაღამ ინფარქტმა გვხია ოთხივეს. თან ერთ-ერთის ოჯახის მეგობრის ფული იყო.
არა, შარში არ გავხვეულვართ, იმ კაცმა თვითონ წაგვიყვანა კაზინოში და ჩიპები გვიყიდა და ის All-In-იც სულ მისი ბრალი იყო! არადა რამდენი ვეხვეწე 9000-ზე, “ავდგეთ და წავიდეთ”-მეთქი. არ დამიჯერა, გინდა თუ არა 10k უნდა გავიტანო აქედანო. ჰოდა გაიტანა 0.

იმ ღამეს დავიფიცე, რომ ფულზე არანაირ აზარტულ თამაშს არ ვითამაშებდი, არასდროს!
მაგრამ აი დღეს, ამ მოღრუბლულ აეროპორტის კაფეში, უცნობ ადამიანებს თითო ლარზე ვეთამაშები ტეხასურ ჰოლდემს.

დღეს აშკარად მიმართლებს. გელამ უკვე ყველა ძაფის ნაჭერი წააგო და თამაშს მე და კახა ვაგრძელებთ.

უცნობ ადამიანებთან თამაში ძალიან რთულია, სანამ გაიგებ როგორი სტილის მოთამაშეა და რა უტრიალებს თავში… – ვამბობ მე და მეფეების წყვილით ვუგებ ახლად დარიგებულ ხელს.
კი, რთულია, მაგრამ საინტერესო! – გაღიმებული მპასუხობს მოწინააღმდეგე, კარტს ჩეხავს და Blind-ს ჩამოდის.

სინამდვილეში ვიტყუები. ჩემი მოწინააღმდეგე ზუსტად 2 ხელში გავშიფრე. თავიდან ბოლომდე – ბლეფია. როცა კარტი არ მოსდის და ტყუილუბრალოდ მიწევს ფსონებს ეგრევე სახეზე აწერია. ამიტომ თითქმის ყველა ხელზე მივყვები და ვუგებ.

პოკერის თამაშსაც ნების ყოფა და ინტელექტი უნდა, მარტო იღბალი არაა მთავარი.

დრო ისე გადის ვერც კი ვამჩნევთ და ვთამაშობთ მანამ, სანამ აეროპორტის ოპერატორი აცხადებს:
“საჰაერო რეისი თბილისი-მესტია გაუქმებულია.”

P.S. სხვათა შორის თვალი მოვკარი, იმედზე ახალი გადაცემა, პოკერ-რინგი გადის, სადაც სატელევიზიო ეთერში ეთამაშებიან ერთმანეთს სელებრითები და ჩვეულებრივი ადამიანები… მგონი ჩაჯდომად ღირს…

ბლოგის ბრენდინგი

ეძღვნება მარიანას, ჩემს ბრენდინგის ლექტორს

მიუხედავად იმისა რომ მარკეტინგის მეცნიერებები ყოველთვის მაინტერესებდა და გულმოდგინედ ვსწავლობდი, ESM-ში ბრენდინგის ფინალურ გამოცდაზე სამარცხვინოდ ჩავიჭერი. თომას გედის “4D ბრენდინგს” გავდიოდით, საგანი ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა, მაგრამ გამოცდაზე ტესტები პირდაპირ წიგნიდან იყო მოტანილი და წიგნის ეგრე დეტალურად წაკითხვა ძალიან დამეზარა.

დედაჩემმა ამ ჩაჭრის ამბავი რომ გაიგო, ისე ინერვიულა, კინაღამ გულმა დაარტყა. მისი აზრით, ნიშნები რადგან გამიფუჭდა, მარკეტინგის სფეროში ვერასდროს მივაღწევდი წარმატებას.

დედა, შეხედე ამ ბლოგს! უამრავი ადამიანი ხშირად მეუბნება კომპლიმენტებს მის ბრენდზე და პიარზე. დიდი ამბავი, მეოთხე კურსზე ბრენდინგში ნიშანი თუ ვერ მივიღე.

ახლა კი ვბედავ და ბლოგის ბრენდინგზე და მარკეტინგზე ერთი-ორი სიტყვასაც დავწერ.

ამ პოსტის იდეა ნატოშას პოსტმა შთამაგონა. ნატოშა ეძებს ახალ დიზაინს და ბრენდს, რომელსაც კარგად გააპიარებს და დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეცვლის. მე მის პოსტზე უკვე დავაკომენტარე საკმაოდ ვრცლად და აღარ მინდა აქ განვმეორდე. თუმცა იქ მხოლოდ დიზაინთან დაკავშირებული რჩევები მივეცი. ბლოგის ბრენდინგი კი ბევრად უფრო რთული მოვლენაა, ვიდრე ადვილად დასამახსოვრებელი ლოგო, მსგავსი ჰედერი და ფოტოსურათების watermark-ი.

ჩემი აზრით ბლოგის ბრენდინგი ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია მის პიარში და სამომავლო წარმატებაში.

წინა პოსტშიც დავწერე და აქაც ვიმეორებ – მთავარი კონტენტი მაინც არასდროს არ არის! ხანდახან შეფუთვა და რეკლამა უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ კარგი ხარისხის პროდუქტი.

მაგრამ სანამ პროდუქტის შეფუთვაზე გადახვალთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ მის იდეაზე.

ამაში თომას გედის ბრენდ-კოდიც დაგეხმარებათ, რომელიც ბრენდის ოთხი აბსტრაქტული განზომილებისგან შედგება: ფუნქციონალური, სოციალური, სულიერი და მენტალური. თითოეულზე უფრო ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი. Continue reading

Pyjama party! That’s what i like

სვითისგან შემოთავაზების მიღების შემდეგ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ event-ზე დავწერო :)

Pyjama Party!

ვინც ვერ მიხვდა,ეს  არის მეგობრების შეკრება (ძირითადად გოგოების ;) )
და მთელი ღამის ერთად გატარება.  ერთხელ მაინც, ცხოვრებაში ყველა
ჩვენგანი იქნება ნამყოფი მსგავს “დევიშნიკზე”. თქვენი არ ვიცი,
და მე ძალიან მიყვარს ასეთი რაღაცეები. ამ დროს მე და მეგობრები, ვიკრიბებით,ვაკეთებთ საჭმელს, ვსვამთ(რადგან უკვე დიდი გოგოები ვართ:)),  ბევრს ვცეკვავთ(მეზობლების გულის გასახეთქად), ვჭორაობთ და რაც მთავარია, ვუყურებთ რომანტიულ მელოდრამებს!:)

ჩემი აზრით, ეს ელემენტი  მნიშვნელოვანია. ის დევიშნიკი,
რის დევიშნიკია, ყველამ ერთად თუ არ იტირეთ, ყველაზე
სენტიმენტალურ მომენტში?ძალიან ბევრი სასაცილო მომენტი მახსენდება, ამასთან დაკავშირებით. გქონიათ სიტუაცია, როდესაც აცრემლებული, მეგობრებს გადახედავთ
და უცებ ყველას სიცილი გიტყდებათ?ხო მაგარი გრძნობაა?)) ამ დროს, მახსენდება, ყბადაღებული “დოგმა”, რომ ბიჭები არ ტირიან.. რატომ მახსენდება? იმიტომ რომ, მეცოდებიან ხოლმე მამრები, ისინი ვერასოდეს გაიგებენ, რა მაგარია, რაღაც სულელურ ფილმებზე დაქალებთან ერთად ტირილი )) it’s so fun!..

კიდევ რამდენიმე დეტალი, რამაც შეიძლება გაახალისოს ასეთი ფართი. სხვა და სხვა სახის snack-ები:ჩიპსები,კრეკერები,პოპკორნი,მზესუმზირა + ბევრი უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელი:კოლა,წვენი,ნემიროვი და ა.შ. ))..

რით შეიძლება გაერთო ამ დროს? პირველ რიგში,ერთმანეთთან ყოფნით და ჭორაობით ),ფილმები,make up შეჯიბრება,dressing contest და სურათების გადაღება,Cosmopolitan-ის ახალი ნომრის წაკითხვა, კარაოკე :), სხვა და სხვა თამაშები.. ბოლოს, გამთენიისას ჩაძინება, ადამიანებთან, რომლებიც ასე ძალიან გიყვარს ))

მოკლედ, ძალიან მიყვარს Pyjama Party-ები.. ))

ესეც, ერთ-ერთი რომანტიული და სევდიანი ანიმე, რომელსაც გირჩევთ მე პირადად: 5 centimeters per second

p.s. ესეც, სვითის, სულ ახლახანს დაწერილი პოსტი, რომელიც წერისას გამახსენდა: If we wanna rock – we rock!

ქართული კორპორატიული კულტურა

ერთი თანამშრომელი, რომელიც დილით ზუსტად 10 საათზე მოდის სამსახურში, შედის ეგრევე ყავის დასალევ ოთახში, 1 საათის განმავლობაში ეწევა 2 ღერ სიგარეტს, შემდეგ ჯდება კომპიუტერთან, ”რაღაცას” მუშაობს (ძირითადად ინტერნეტში დაბორიალობს), 2-დან 4-მდე ”შესვენებაზეა გასული”,6-ს რომ 15 წუთი გადაცდება – მიდის. ეს თხუთმეტი წუთი ბოლო ხინკლის პონტია, ”6-ზე ეგრევე ხომ არ გავიქცევი?” და ის 15 წუთი ზის სიგარეტის მოსაწევ ოთახში. მერე თავის ოთახში შედის, უფროსს დაენახვება, რომ ოფისშია 7-ის 15 წუთამდე, მერე დემონსტრაციულად თიშავს კომპიუტერს და მიდის სახლში.

მეორე თანამშრომელი მოდის 11-ზე, არც ყავას სვამს და არც სიგარეტის მოსაწევ ოთახში შედის. ეგრევე ჯდება კომპიუტერთან. იწყებს მუშაობას. შუადღისას ასე 3 საათისთვის 20 წუთით გადის ოფისიდან რომ რამე საჭმელი იყიდოს და სამუშაო ენერგია განიახლოს. შემდეგ ბრუნდება და ისევ მუშაობს 8-ის ნახევრამდე. მერე მიდის სახლში. ოფისში აღარავინაა დარჩენილი დაცვის გარდა.

ქართულ სტანდარტულ კომპანიებში მეორე თანამშრომელს აუცილებლად გაათავისუფლებენ სამსახურიდან. იმიტომ რომ ”დილით აგვიანდება” და ”არღვევს კორპორატიულ კულტურას”. ”სხვა თანამშრომლები რომ უყურებენ, ისინიც ასე იქცევიან” და ა.შ.

მეორე საკითხია ჩაცმულობის კოდექსი. იგივე დრეს-კოდი…

საქართველოში არ არსებობს კორპორატიული კულტურა.  კორპორატიული კულტურა ზოგს ჰალტუხი და პიჯაკი ჰგონია. ის კი არ იცის რომ ჯინსიც შეიძლება იყოს კორპორატიული კულტურა.

არ მესმის, რატომ არ შეიძლება task-oriented თანამშრომელმა იმუშავოს თავისუფალი გრაფიკით და რა საჭიროა 8 საათის განმავლობაში ოფისში იჯდეს. ზოგს მაგალითად სახლში უფრო მოსწონს მუშაობა. ზოგს კი – ბუნებაში :) იქნებ ვიღაცას შუადღის 4-დან საღამოს 10-მდე უსწორდება მუშაობა?

task-ში ვგულისხმობ გარკვეული სამუშაოების შესრულებას, გარკვეული დროის პერიოდში. როცა გაქვს დედლაინი და აზრი არ აქვს, ბოლო დღეს გააკეთებ მთელს სამუშაოს, თუ დღეში 2 საათს დაუთმობ.

ხოდა იმიტომაც აქვთ კარგად საქმე ქართულ კომპანიებს…

 

 

პ.ს. იმ დღეს გოდესასთან ლაპარაკმა მიმიყვანა ამ პოსტის იდეამდე…