Tag Archives: გადასახადი

როდესაც ზომა მნიშვნელოვანია

ვინმემ ამიხსენით, რატომ არიან საქართველოს ფოსტის თანამშრომლები ასეთი უხეშები და უზრდელები?

სამი დღის წინ, დილის 10 საათზე მომადგა ერთი ფოსტალიონი. კარი როგორც კი გავუღე, იმ წამსვე მომაჩეჩა ხელში რაღაც ჟურნალი (რომელიც 6 თვის წინ გამოწერილი ამერიკული კოსმოპოლიტენი აღმოჩნდა) და თან მიბრძანა – გვარი შეამოწმეო.

სანამ გამოფხიზლებას ან რაიმეს შეკითხვას მოვასწრებდი, თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.

* * *

როდესაც რამე ისეთ ამანათს ველოდები, რაც პირდაპირ სახლში უნდა მომივიდეს და გადამზიდის სერვისს არ ვიყენებ, მაშინ იწყება ხოლმე ჩემი ნერვების წყვეტა.

საქართველოს ფოსტას აქვს სამი საშინელი ნაკლოვანება: Continue reading

როგორ ატყუებს PSP საგადასახადოს!!!

ალბათ ყველას გიყიდიათ წამალი PSP-ს სააფთიაქო ქსელში და ყველამ კარგად იცით მათი არამრგვალი საფასო პოლიტიკის შესახებ.

ადვილად რომ მიხვდეთ რაზე ვსაუბრობ, შეგახსენებთ, წამალი რომელიც 45 თეთრი უნდა ღირსეს პე-ეს-პე-ში იყიდება 42 თეთრად. ლარიანი წამალი 96 თეთრად და ა.შ.

ის მყიდველები ვინც წამლებს “ოპტომ” ყიდულობენ გარკვეულწილად შეღავათს იღებენ ამ საფასო პოლიტიკით.

მაგალითად, თუ მე ვყიდულობ 10 ცალ 45 თეთრიან წამალს, სხვა აფთიაქში დამიჯდება 4 ლარი და 50 თეთრი, ხოლო პე-ეს-პეში – 4 ლარი და 20 თეთრი.

მაგრამ რამდენი ადამიანი იცით ვინც წამალს “ოპტომ” ყიდულობს????

პირიქით ყველა ცდილობს რაც შეიძლება ცოტა იყიდოს და ამის გამო “ლისტებსაც” კი აჭრევინებს ფარმაცევტს.

მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ფსიქოლოგიურად წამქეზებელი ფაქტორია, რომლის გამოც ზოგიერთი მომხმარებელი სწორედ პე-ეს-პეში ყიდულობს წამალს.

მოდით ამ საკითხს შევხედოთ საგადასახადოს კუთხით.

თუკი ჩეკზე პე-ეს-პე წერს რომ მომხმარებლისგან მიიღო 0,42 ლარი. 1000 სხვადასხვა მომხმარებლისგან ის ოფიციალურად მიიღებს 420 ლარს. საიდანაც საგადასახადო წაიღებს – 84 ლარს (20%-იანი ბაჟის შემთხვევაში).
ხოლო პე-ეს-პე-ს უნდა დარჩეს – 336 ლარი.

სინამდვილეში კი ასე არ ხდება!!!

ვინაიდან მომხმარებელი ვერ გადაიხდის არა-მრგვალ რიცხვს, მოუწევს 3,40-ის გადახდა. შესაბამისად 1000 მომხმარებელი გადაიხდის 450 ლარს, აქედან საგადასახადო წაიღებს კვლავინდებურად 84 ლარს (იმიტომ რომ სხვაობა არ აისახება ჩეკებზე!) და პე-ეს-პე-ს დარჩება – 366 ლარი.

პე-ეს-პე ამ აფიორიდან +30 ლარის მოგებას იღებს!!!

ეს არის 45 თეთრიანი მაგალითი, მაგრამ მსხვილ მასშტაბებში მილიონებს აარტყამს!

აბა იმართლეთ თავი! :D

მზე ყველაფერს სააშკარაოზე გამოიტანს! მზე თუ ვერა – სვითი მაინც ;)