Internet Forum Tbilisi 2014

blogging and online activism

24 მაისს სრულიად ქართული ბლოგოსფეროს შემორჩენილი ნაწილი ისევ ერთ სივრცეში – Multimedia Education Center-ში შეიკრიბა. Internet Forum Tbilisi ერთ დღიანი ღონისძიებაა, რომელიც წელს პირველად ჩატარდა. მისი მიზანი ბლოგერების, ინტერნეტ აქტივისტების, დეველოპერებისა თუ სხვა დაინტერესებული პირების ერთად შეკრება და საქართველოში ინტერნეტის განვითარებაზე საუბარი იყო.

მთელი დღის განმავლობაში 9 დისკუსია / პრეზენტაცია ჩატარდა და თითო საათი მიეძღვნა. სპიკერთა შორის მეც ვიყავი და საუბარი ინტერნეტ ჟურნალების წარმოებაზე და მათ ბედ-იღბალზე მომიწია. ჩემთან ერთად პანელისტები იყვნენ ნასტასია არაბული (wis.ge), აკო ახალაია (marketer.ge), ლევან პაიჭაძე (ideahub.ge) და ლაშა ქავთარაძე (photoessay.ge).

Internet Forum Tbilisi - Online magaiznes

All serious and stuff...
All serious and stuff…

სრული დღის წესრიგი შეგიძლიათ ამ გვერდზე იხილოთ: Internet Forum Tbilisi 2014

ჩვენი პანელ-დისკუსია ვიდეოს სახით შეგიძლიათ myvideo-ს ლაივსტრიმზე ნახოთ (მოგვიანებით Youtube-ვიდეოს დავამატებ).

საკმაოდ ცხარე და დატვირთული გამოვიდა დისკუსია ბლოგინგის გამოწვევების შესახებ. ორიგინალური და მრავლისმომცემი გამოდგა ონლაინ აქტივიზმის შესახებ პრეზენტაცია, რომელსაც ნიკა დავითაშვილი (პარტიზანული მებაღეობა) უძღვებოდა. ასევე ძალიან დავინტერესდი დისკუსიით ღია მმართველობის შესახებ.

Open Government

რა თქმა უნდა ონლაინ სატირის შესახებ დისკუსიამ ისე ჩაიარა როგორც მოველოდით: წარდგენა ნიკა ქავთარაძის მონოლოგით დაიწყო, შემდეგ კი “სცენაზე” ჩიტის და ზარათუშტრას შემქმნელები გამოვიდნენ.

online satira

თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, მგონი დამსწრე საზოგადოება ყველაზე მეტად ტვიტერით გაერთო. დიდ ეკრანზე Live Feed-ი იყო გაშვებული და ტვიტის გაგზავნისთანავე ეკრანზე ჩანდა ჩვენი “ნაღვაწი”. რა თქმა უნდა ბლოგერთა “გარყვნილმა” გონებამ უმალ შემოაგდო ისეთი თემები როგორიცაა პორნოს ყოფნა არყოფნის საკითხი, ნინი ბადურაშვილისა და საბუნიას აღებ-მიცემობის საკითხი და სხვა. ეს ფიდი ინტერნეტის ფარულ კუნჭულებში იმალება, თუმცა მე აქვე პოსტში შემიძლია წარმოგიდგინოთ.


ასეთი აქტიურობა ტვიტერზე რამდენიმე წელია არ მინახავს. გული დამწყდა და სურვილი გამიჩნდა, უფრო აქტიურად ვიყენებდეთ ტვიტერს საქართველოში. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქართულ ენოვანი კონტენტის შემქმნელები ტვიტერზე არ არსებობენ. ალბათ გარკვეული დრო და თვითდისციპლინა სჭირდება იმას, რომ ქმნიდე კონტენტს ფიდბეკის გარეშე და ელოდებოდე follower-ების ზრდას. თუმცა ბლოგინგიც ხომ ასეთი გზით დავიწყეთ. Back in 2005, არავინ არ იყო მკითხველი და მხოლოდ იმიტომ ვწერდით, რომ ჩვენ გვსიამოვნებდა.

MEC-ის მხიარული საპირფარეშო:

MEC-ის შესასვლელში Foodpanda-ს მასკოტი, რომელმაც დღის განმავლობაში არაერთხელ დაგვაპურა, მომსვლელებს ესალმებოდა და ასევე 3 ლარიანი ვაუჩერები დაგვირიგა.

ჩემი ვაუჩერის კოდს გიზიარებთ: panda3

მისი გამოყენება ასე შეგიძლიათ:

  1. გაიარეთ რეგისტრაცია foodpanda.ge-ზე
  2. მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს მოძებნე საჭმელი და მარცხენა მხარეს ფილტრის შედეგებში მონიშნეთ “ვაუჩერით სარგებლობა”.
  3. აირჩიეთ რესტორანი, კერძი და შეკვეთის დასრულებისას შეიყვანეთ ვაუჩერის კოდი შესაბამის გრაფაში
  4. შეკვეთის ღირებულება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 15 ლარს

foodpanda

პანელ-დისკუსიების ყველა მონაწილეს კარიკატურები დაგვირიგეს:

Internet Forum Tbilisi 2014

მემორაბილია:

Internet Forum Tbilisi - memorabilia

მოუთმენლად ველოდებით მომავალი წლის ღონისძიებას. :)

ქუჩაში რომ შემოგხვდეთ

30+ ბლოგზე დაიწერა. მგონი ყველა სათითაოდ წავიკითხე.

არავის დავუტაგივარ. (ან იმედი მაქვს ვერ ვიპოვე)

ქუჩაში თუ შემოგხვდით, მითხარით:

“გამარჯობა, Sweet, შენ ბლოგოსფერომ დაგივიწყა.

Update @ 09.06.10 – 0:18

ირინამ დამტაგა, ჰოდა დავწერ მაინც რამეს.

სად –

თუ სახლში არ ვარ  და არც სამსახურში, ესე იგი ვერთობი. გასართობად ბოლო დროს პეროვსკაიაზე დავდიოდი – Buffalo/Dublin-ს ვიკლებდით მეგობრები მინიმუმ კვირაში ერთხელ. თუმცა ამიერიდან სად ვივლი, რამდენად ხშირად და ვისთან ერთად ეგ ჯერ არ ვიცი.

ახლა ერთ-ერთი ისეთი პერიოდია, რაღაცეები რომ იცვლება ხოლმე ცხოვრებაში.

რით –

მარშუტკით ძალიან იშვიათად დავდივარ. ჩემი მთავარი გადაადგილების საშუალებები ავტობუსი ან ტაქსია.

ხშირად ვდგავარ ქაშუეთის წინ რომ ავტობუსის გაჩერებაა და #14 ავტობუსს ველოდები. მანდ ერთხელ დათომ დამაფიქსირა.

ფეხით სიარულიც მიყვარს. თუმცა გააჩნია ვისთან ერთად ვარ და ფეხზე რა მაცვია.

რას –

თუ ვსვამ, აუცილებლად  – “კოსმოპოლიტენი” ან “მარგარიტა”. უკიდურეს შემთხვევაში – “მარტინი”.

მიყვარს ელვისში პიცა, პროსპეროში – ქაფქეიქი, ლიტერატურულში – ჩაი, მაკდონალდსში – ორმაგი ჩიზბურგერი.

როგორ –

ზამთარში უმეტესწილად თმა გაშლილი მაქვს, მაგრამ რაც სიცხეები დაიწყო კეფაზე გორგლად ვიხვევ. მუსიკას იშვიათად ვუსმენ.

თითქმის ყოველთვის მაღალ-ქუსლიანი ან მაღალ-ძირიანი ფეხსაცმელი მაცვია. ჩემი გარდერობის 90% ვარდისფერია, შესაბამისად თუ შემხვდებით, ფერით მაინც მიცნობთ აუცილებლად.

ადრე ჰექსემ მიცნო ვარდისფერი მობილურით, მაგრამ ახლა ის მობილური აღარ მაქვს, თუმცა ასეთი ფოტოაპარატით ვისაც შენიშნავთ, ის აუცილებლად მე ვარ.

ვისთან ერთად –

დღისით მარტო დავდივარ, საღამოს – უამრავ ხალხთან ერთად. თუ მარტო მნახავთ, პირდაპირ მოაჭერით, “როგორ ხარ Sweet?”-ის ძახილით. გამიხარდება, მარტო ვგრძნობ ხოლმე თავს.

თუ მეგობრებთან ერთად დამინახავთ, მოსვლა არ მოგერიდოთ. ჩემს მეგობრები ძალიან ამაყობენ, როცა სხვები ქუჩაში მცნობენ. ეგ ერთი რამ აქვთ საამაყო ჩემთან დაკავშირებით და მაგ ბედნიერებასაც ნუ მოაკლებთ. :D

ბიჭი არ მყავს. სადღაც მყავდა და დამეკარგა. თუ ვიპოვე, გპირდებით, თან ვატარებ.

თუ შემთხვევით გაგიმართლათ და ბიჭთან ერთად დამინახეთ, შეგიძლიათ სურათი გადამიღოთ და ფეისბუქზე ჩააპაპარაცოთ. :D

[ამ ადგილას ჩავსვამ იმ ფოტოს!]

ბლოგის ბრენდინგი

ეძღვნება მარიანას, ჩემს ბრენდინგის ლექტორს

მიუხედავად იმისა რომ მარკეტინგის მეცნიერებები ყოველთვის მაინტერესებდა და გულმოდგინედ ვსწავლობდი, ESM-ში ბრენდინგის ფინალურ გამოცდაზე სამარცხვინოდ ჩავიჭერი. თომას გედის “4D ბრენდინგს” გავდიოდით, საგანი ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა, მაგრამ გამოცდაზე ტესტები პირდაპირ წიგნიდან იყო მოტანილი და წიგნის ეგრე დეტალურად წაკითხვა ძალიან დამეზარა.

დედაჩემმა ამ ჩაჭრის ამბავი რომ გაიგო, ისე ინერვიულა, კინაღამ გულმა დაარტყა. მისი აზრით, ნიშნები რადგან გამიფუჭდა, მარკეტინგის სფეროში ვერასდროს მივაღწევდი წარმატებას.

დედა, შეხედე ამ ბლოგს! უამრავი ადამიანი ხშირად მეუბნება კომპლიმენტებს მის ბრენდზე და პიარზე. დიდი ამბავი, მეოთხე კურსზე ბრენდინგში ნიშანი თუ ვერ მივიღე.

ახლა კი ვბედავ და ბლოგის ბრენდინგზე და მარკეტინგზე ერთი-ორი სიტყვასაც დავწერ.

ამ პოსტის იდეა ნატოშას პოსტმა შთამაგონა. ნატოშა ეძებს ახალ დიზაინს და ბრენდს, რომელსაც კარგად გააპიარებს და დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეცვლის. მე მის პოსტზე უკვე დავაკომენტარე საკმაოდ ვრცლად და აღარ მინდა აქ განვმეორდე. თუმცა იქ მხოლოდ დიზაინთან დაკავშირებული რჩევები მივეცი. ბლოგის ბრენდინგი კი ბევრად უფრო რთული მოვლენაა, ვიდრე ადვილად დასამახსოვრებელი ლოგო, მსგავსი ჰედერი და ფოტოსურათების watermark-ი.

ჩემი აზრით ბლოგის ბრენდინგი ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია მის პიარში და სამომავლო წარმატებაში.

წინა პოსტშიც დავწერე და აქაც ვიმეორებ – მთავარი კონტენტი მაინც არასდროს არ არის! ხანდახან შეფუთვა და რეკლამა უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ კარგი ხარისხის პროდუქტი.

მაგრამ სანამ პროდუქტის შეფუთვაზე გადახვალთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ მის იდეაზე.

ამაში თომას გედის ბრენდ-კოდიც დაგეხმარებათ, რომელიც ბრენდის ოთხი აბსტრაქტული განზომილებისგან შედგება: ფუნქციონალური, სოციალური, სულიერი და მენტალური. თითოეულზე უფრო ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი. Continue reading ბლოგის ბრენდინგი

საახალწლო საჩუქარი ქართველი ბლოგერებისგან – Part II

როგორც შეგპირდით, ვიდეო დამონტაჟდა და Youtube-ზეც დაიდო.

უკვე იმდენჯერ ვუყურე, სიმღერაც მომბეზრდა და თქვენი სიფათებიც :D თავიდან ჟრუანტელი მივლიდა. ბოლოსკენ უკვე აბსოლუტურად უემოციოდ ვუყურებდი. (ერთადერთი, 1:42-ზე რატომღაც გული მეკუმშება…)

აი ეს არის რეჟისორის / ორგანიზატორის ხვედრი. They can never enjoy their own art. :D

საბოლოო ჯამში ამ ემოციების გათვალისწინებით მგონია, რომ ბანძია. იმედია თქვენ მაინც მოგეწონებათ.

სანამ ჩართავთ –

პირველ ყურებაზე გამორთეთ ანოტაციები მარჯვენა ქვედა კუთხიდან (მანდ მხოლოდ თქვენი ბლოგების ლინკებია, რაც მგონი ისედაც იცით)

გაუშვით FullScreen-ზე! ზოგიერთი ეფექტი პატარა ფანჯარაში არ ჩანს. :)

* * *

სასიამოვნო ყურებას გისურვებთ..

:)

* * *

გილოცავთ ახალ წელს!

P.S. სიმღერის გადმოწერა შეგიძლიათ აქედან. :) All-I-Want-For-Christmas.mp3

საახალწლო საჩუქარი ქართველი ბლოგერებისგან – Part I

რამდენიმე დღის წინ, თავში გენიალური იდეა მომივიდა: გამეკეთებინა ქართველი ბლოგერების საახალწლო მილოცვა დანარჩენი სამყაროსადმი.

იდეა ერთ-ერთ უცხოურ ბლოგზე ნაპოვნმა პოსტმა შთამაგონა, მაგრამ იქ ცოტა უფრო ბანძად იყო გაკეთებული და ამიტომ მათი შეცდომის გამოსწორება მე განვიზრახე. (პოსტის ლინკს შეგნებულად არ ვდებ, რომ ჯერ-ჯერობით  სიურპრიზის ეფექტი არ გავაფუჭო!)

მოკლედ 50-მდე ბლოგერს გავუგზავნე ამ პროექტში მოწვევის წერილი და უმრავლესობამ დასტურით მიპასუხა.

ყველას დავუგზავნე გარკვეული ფრაზები და მათი დავალება იყო რომ ამ ფრაზების მონაწილეობით გადაეღოთ კრეატიული ფოტოსურათები.

20-მდე ბლოგერის ნამუშევარი უკვე ჩემს ლეპტოპში ძევს და დამონტაჟებაც დავიწყე.

ისე მიხარია ვერ აღგიწერთ. კლიპის დამონტაჟებულ ნაგლეჯებს რომ ვუყურებ თვალზე ცრემლი მადგება…

უბედნიერესი ვარ, რამე ასეთ გრანდიოზულს რომ ვიწყებ და ხალხიც ამყვება ხოლმე.

დღეს ველოდები უმრავლესობის ფოტოსურათებს.

გთხოვთ არ დაიზაროთ და რამე უბრალო მაინც გადაიღოთ, თორემ ეს ვიდეო 10,000 ნახვას რომ გადააჭარბებს youtube-ზე, მერე გული დაგწყდებათ. :D

თანაც ყველა ბლოგერის ფოტოზე მისი ბლოგის ლინკი განთავსდება.

მაშ ასე, ყველამ გამოიგზავნეთ ფოტოები და დაელოდეთ ქართული ბლოგოსფეროს ისტორიაში ყველაზე ლამაზ და ამაღელვებელ მუსიკალურ ვიდეო-კლიპს!

ერთ-ერთი სურათი რომელიც ძალიან მომეწონა:

თორნიკე
თორნიკე

P.S. ვინც ჯერ კიდევ არ იცით ამ პროექტის შესახებ, მომწერეთ კომენტარებში და ვეცდები ჩაგსვათ სცენარში. ზოგმა ბლოგერმა უარი თქვა გუშინ და ფრაზები ჯერ კიდევ დარჩენილია…

(მონაწილეობისთვის აუცილებელია ბლოგის ქონა!)

P.P.S. კლიპი პირველ რიგში გაჩნდება Sweet.ge-ს ოფიციალურ Youtube-ს არხზე. ასე რომ თუ youtube-ზე დარეგისტრირებული ხართ, დამ--ეთ და თვალი ადევნეთ განახლებებს.